ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში სკოლები იხსნება
![ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში სკოლები იხსნება](https://gdb.rferl.org/21AF3507-4545-4941-BB6F-1638B54E8EB9_cx0_cy3_cw80_w800_h450.jpg)
საინფორმაციო სააგენტო „რეს"-ის ცნობით, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსის პანდემიის გამო დახურული სკოლები იხსნება. მათივე ინფორმაციით, მოსწავლეები სკოლებში სწავლას 15 იანვრიდან დაუბრუნდებიან.
ცხინვალის რეგიონში გაუარესებული ეპიდსიტუაციის გამო სკოლები 21 ოქტომბერს დაიხურა. იმ დროიდან რეგიონის სასწავლო დაწესებულებებში სწავლა დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა.