Добавить новость
World News in Georgian



Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

თვალთვალისა და ზეწოლის მიუხედავად,  ცხინვალში საპროტესტო აქცია გრძელდება

თვალთვალისა და ზეწოლის მიუხედავად,  ცხინვალში საპროტესტო აქცია გრძელდება

40 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ცხინვალში ძალოვანთა მიერ მოკლული ინალ ჯაბიევის ოჯახის წევრებმა უწყვეტი საპროტესტო აქცია წამოიწყეს. ჯაბიევის დედა და ცოლი ცხინვალის ცენტრალურ მოედანზე მკვლელობის საქმის სამართლიან გამოძიებას და დე ფაქტო გენერალური პროკურორის, ურუზმაგ ჯაგაევის, გადაყენებას მოითხოვენ. 40 დღეა, ისინი ქუჩაში დგანან და იქიდან სახლში წასვლას არ აპირებენ, ვიდრე ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ შეასრულებს. ჯაბიევების ოჯახის ადვოკატი, დიანა სანაკოევა, „ეხო კავკაზასთან“ საუბარში აცხადებს, რომ სისხლის სამართლის საქმის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ მიუღია და ეს უჩენს ოჯახს ეჭვს, რომ დამნაშავეებს ხელს აფარებენ.  ინალ ჯაბიევის ცოლი, ოქსანა სოტიევა, ამბობს, რომ, დაბრკოლებების და წინააღმდეგობის მიუხედავად, აქციის შეწყვეტას არ აპირებს.   

„ჩვენ ამ დღეებში განვიხილავთ სამოქმედო გეგმას, კიდევ ცოტა ხანს დავიცდით, იქნებ ხელისუფლებისგან წამოვიდეს რაიმე წინადადება. ჩვენ აქ ვიდგებით იმ დრომდე, ვიდრე ვითარება არ შეიცვლება. რა თქმა უნდა, უკეთესობისკენ. სამართალდამცავები ყოველდღე მოდიან და თუ ცუდი ამინდი არაა, ტენტის გადაფარებას გვიკრძალავენ. თუ არ წვიმს, ტენტს ვხსნით, მაგრამ ახლა წვიმებია და ვიფარებთ ზევიდან, რადგან იქ ჯდომა შეუძლებელია, სულ სველები ვართ. ვიდეოკამერა, რომელიც გზას აფიქსირებდა, ახლა ჩვენკენ მოატრიალეს. გვითვალთვალებენ - ვინ მოდის, რამდენი მოდის და ასე შემდეგ. გარდა ამისა, ყოველ დილით ორი მანქანა მოდის. მზიანი ამინდის დროს, ჩაბურული მინების მიუხედავად, შიგნით ჩანს, რომ ფოტოებს და ვიდეოკადრებს გვიღებენ. ასე აკეთებენ ყოველ დილით. მიუხედავად თვალთვალის და ზეწოლისა, ადამიანები მაინც მოდიან ჩვენთან. მათაც ემუქრებიან, ქალებსაც ემუქრებიან. ნათესავების და ახლობლების პირით უთვლიან, რომ მოედანზე არ დადგნენ, მაგრამ ეს მათ ვერ აჩერებს, მაინც მოდიან და მხარს გვიჭერენ“.  

რადიო თავისუფლების ცხინვალელი წყარო, რომელიც ჯაბიევის ოჯახის გულშემატკივარია, იხსენებს აქციის პირველ დღეებს, როცა მოედანზე სოლიდარობის გამოსახატავად მისულ ადამიანებს მილიციელები ჩხრეკდნენ:

„მილიციელები გვაჩერებდნენ და გვჩხრეკდნენ. პროდუქტებისა და სხვადასხვა ნივთების შეტანას გვიკრძალავდნენ. ომონისა და მილიციის დანაყოფებმა ძალის გამოყენებით რამდენჯერმე სცადეს ოჯახის მოედნიდან გაყვანა, წაართვეს კარვები, გადასაფარებელი ტენტები. ყინვაში გამათბობლის შეტანას უკრძალავდნენ, ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ეს ოჯახი მოედნიდან წასულიყო, მაგრამ მოკლულის ცოლისა და დედის პრინციპულობამ ყველა გააკვირვა და უფრო მეტი გულშემატკივარი გაუჩინა. ახლა ღამით ცხინვალში ტემპერატურა -5 გრადუსამდე ეცემა. უკვე ბევრი ადამიანი განიცდის ამ ოჯახის ტრაგედიას და ამ აქციის მიმართ სოლიდარულია. ხელისუფლებაც მიხვდა, რომ წინააღმდეგობას აზრი არ ჰქონდა. იქ რომ ვინმე მართლა გაიყინოს, ხალხი ქუჩაში გამოვა, ამიტომ ზეწოლა შეამცირეს. ეს არის ჯაბიევის ოჯახის მცირე გამარჯვება, მაგრამ მათი საბოლოო მიზანი ჯერ არ არის მიღწეული“.

ცხინვალში გამოძიების მიმდინარეობა და შედეგები არა მარტო დაღუპულის ოჯახს, არამედ იმ ადამიანებსაც აინტერესებთ, ვინც ამ ოჯახის მხარდასაჭერად ცხინვალის ცენტრალურ მოედანზე მიდის. ბიბილოვის ხელისუფლების დუმილი და ოჯახის მოთხოვნების იგნორირება კი, მათი აზრით, ვითარებას უფრო ამწვავებს.  ცხინვალელი პოლიტოლოგი დინა ალბოროვა ამბობს, რომ ხელისუფლების დუმილი პრობლემას არ აგვარებს. 

„მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება დროს წელავს, რომ ერთხელაც ისინი (ჯაბიევები) დაიღლებიან, მთელი ცხოვრება მოედანზე ხომ არ დარჩებიან და ერთხელაც დაღლილები და იმედგაცრუებულები სახლში წავლენ. აი , ეს ნიშნავს, მიაფურთხო საკუთარ მოქალაქეებს. ესე იგი ხელისუფლებამ ყველაფერი დროს მიანდო, მაგრამ ჩვენ ხომ გვესმის, რომ ეს არ არის ნორმალური ვითარება. როგორ უნდა გადაწყდეს ეს საკითხი ნორმალურად? პირველი - უნდა გადააყენონ პროკურორი და გაუშვან სახლში. ის არის პირი, რომელიც პასუხისმგებელია ყველაფერზე, რაც მოხდა. ეს გლობალურ პრობლემებს ვერ წყვეტს, მაგრამ დაძაბულობის მოსახსნელად და იმისთვის, რომ ოჯახი სახლში წავიდეს და მოედანზე შეკრებილი ხალხიც წავიდეს, გასაკეთებელია. ჩემი აზრით, მოსახლეობის 80 პროცენტი ჯაბიევების ოჯახს მხარს უჭერს. დღეს უკვე ყველას ესმის, რომ თუ დღეს ეს ამბავი ჯაბიევების თავს მოხდა, ხვალ მათ და მათ ოჯახებსაც შეეხებიან“.

სოციალურ ქსელში კი ბიბილოვის მომხრეებსა და ჯაბიევის ოჯახის მხარდამჭერებს შორის საინფორმაციო ომი გაჩაღდა. დეზინფორმაციას ავრცელებენ აქციის მონაწილეების შესახებ, თითქოს მათ ქართული სპეცსამსახურები აფინანსებენ. გარდა ამისა, თავს ესხმიან დე ფაქტო პარლამენტის იმ დეპუტატებს, ვინც გასული წლის პირველი სექტემბრის შემდეგ ბოიკოტის რეჟიმში იმყოფება.  

30 წლის ინალ ჯაბიევი 2020 წლის 28 აგვისტოს გარდაიცვალა ცხინვალის დროებითი იზოლატორიდან საავადმყოფოში მიყვანამდე. ჯაბიევი ეჭვმიტანილი იყო დე ფაქტო შს მინისტრ იგორ ნანიევის ავტომანქანაზე 17 აგვისტოს განხორციელებულ შეიარაღებულ თავდასხმაში.

ინფორმაციას, რომ ინალ ჯაბიევის სიკვდილი, სავარაუდოდ, გამოიწვია იზოლატორში მისმა ცემამ და წამებამ, საპროტესტო აქციები მოჰყვა. მასობრივი მღელვარების გამო გადადგა დე ფაქტო მთავრობა, ადგილობრივი მილიციის რამდენიმე თანამშრომელი პასუხისგებაში მისცეს, თუმცა თანამდებობა შეინარჩუნა დე ფაქტო გენერალურმა პროკურორმა ურუზმაგ ჯაგაევმა. მის გადადგომას ე. წ. პარლამენტის წევრთა უმრავლესობა ამ დრომდე მოითხოვს.

ერთი თვის წინ ინალ ჯაბიევის ოჯახის ორგანიზებით ცხინვალის ცენტრში საპროტესტო აქცია დაიწყო სამართლიანი გამოძიებისა და მკვლელობის თანამონაწილეთა დასჯის მოთხოვნით.

Читайте на 123ru.net

Другие проекты от 123ru.net



Архангельск

Ниже воды: как идет обновление подводного флота России



VIP

Ирина Ортман оставляет в прошлом «Всё, что было вчера».




Українські новини

Відомий аграрій Кормишкін, складає свої депутатські повноваження



Новости 24 часа

Андрей Белоусов помогает отключить настоящих пиратов?!



Game News

Гайд по Earn to Die Rogue: мифические предметы, билды и режимы



Москва

Более 40 новых автобусов закупят в «Мострансавто» Мытищ до конца года



News Every Day

PGA Tour Commissioner Jay Monahan shuts down Saudi agreement rumors: “complex scenario”



Авто

Комфорт, безопасность и время для себя: что предоставляет клиентам «Таксовичкоф»



Москва

UKMTO: В Аденском заливе вблизи торгового судна произошли взрывы



Фёдор Шаляпин

«Всю жизнь я зарабатывал пением и… легким аферизмом». Прохор Шаляпин раскрыл источники дохода в шоу «Вкусно с Анфисой Чеховой» на ТВ-3



Москва

В Красноярском крае будут судить азербайджанца, который в 2006 году избил и изнасиловал певицу



Людмила Самсонова

Теннисистка Самсонова вышла в финал турнира в Хертогенбосхе



Москва

За прошедшую неделю подмосковные росгвардейцы обеспечили безопасность более 200 мероприятий



Бато Багдаев

Театр и Цирк, Культура и Концерт, Россия и Дети: Учащиеся Гурульбинской школы восхитились мастерством жонглирования, игрой с хула-хупами, иллюзионистами цирка Бурятии



Симферополь

Выставка-посвящение «Первая дама советской скульптуры»



Москва

Филиал № 4 ОСФР по Москве и Московской области информирует: Отделение СФР по Москве и Московской области выплатило единовременное пособие при передаче ребенка на воспитание в семью 474 семьям региона



Москва

Сергей Собянин: Активно укрепляем отношения с Китаем



Москва

Топ-5 самых ярких зарубежных архитектурных проектов на первичном рынке Москвы



103news.com — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 103news.com.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.

Другие популярные новости дня сегодня


Новости 24/7 Все города России





Топ 10 новостей последнего часа




Новости России

Политолог Марков рассказал, что российский боец MMA Джефф Монсон принял ислам

Директор Росгвардии генерал армии Виктор Золотов принял участие в посвященных 100-летию дивизии имени Ф.Э. Дзержинского торжественных мероприятиях

Проект Детского радио – победитель второго грантового конкурса Президентского фонда культурных инициатив

Собянин предупредил москвичей о ливнях и возможном формировании смерчей 20 июня


Москва

СЕНСАЦИОННЫЙ ДОКЛАД ПРО ДЕЛО СКРИПАЛЕЙ, САФРОНОВА, ГОЛУНОВА.






Rss.plus

Ирина Ортман оставляет в прошлом «Всё, что было вчера».

Вербовку Зеленского могут успешно применить?!

«Три богатыря. Ни дня без подвига» уже в кино! «Юмор FM» рекомендует

Андрей Белоусов помогает отключить настоящих пиратов?!

Moscow.media
Москва

Собянин рассказал о росте турпотока из Китая



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Бато Багдаев

В Бурчтии в театре кукол «Ульгэр» 14-16 июня пройдут «Волшебные выходные»! - Театр и Цирк, Культура и Концерт, Россия и Дети




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

В Лужниках состоялась церемония открытия Всероссийской Спартакиады Специальной Олимпиады

Красногорск первым встретил участников международного супермарафона Москва-Минск

Военно-спортивный фестиваль Росгвардии в «Лужниках» собрал более 20 000 москвичей и гостей столицы


Большой шлем

Рублёв и еще два российских теннисиста не сыграют на Олимпиаде в Париже



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Сергей Собянин: Активно укрепляем отношения с Китаем



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России