ალექსანდე ანქვაბი, რომელიც კორონავირუსის დიაგნოზით რუსეთის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „პრემიერ-მინისტრი“ ალექსანდე ანქვაბი, რომელიც კორონავირუსის დიაგნოზით რუსეთის ერთ-ერთ კლინიკაში რამდენიმე დღის წინ მოათავსეს, ფილტვის ხელოვნური ვენტილაციის აპარატზეა შეერთებული, – გამოცემა „ეხო-კავკაზას“ ინფორმაციით, ამის შესახებ ე.წ. „მინისტრთა კაბინეტის“ პრესსამსახურში აცხადებენ.
„მას შერჩევითი პლაზმოფილტრაცია ჩაუტარდა. 17 იანვარს კი სხვადასხვა სამედიცინო ცენტრის სპეციალისტების კონსილიუმმა მისი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე მიერთების გადაწყვეტილება მიიღო,“- აცხადებენ ე.წ. „მინისტრთა კაბინეტში“.
შეგახსენებთ, ალექსანდე ანქვაბი კორონავირუსი დეკემბრის ბოლოს დაუდასტურდა. კორონავირუსისგან გამოწვეული ორმხრივი პნევმონიით რუსეთის ერთ-ერთ საავადმყოფოში 8 იანვარს გადაიყვანეს.