ევროკავშირის ხელმძღვანელები აშშ-სთან ურთიერთობების "გადატვირთვის" მოწოდებით გამოდიან
ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი გამოვიდა მოწოდებით, აშშ-მა და ევროპის კავშირმა ტრანსატლანტიკური ურთიერთობებისთვის „ახალ ფუძემდებლურ ხელშეკრულებას“ მოაწერონ ხელი.
მიშელმა აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რომელიც დღეს დებს ფიცს, ბრიუსელში მიიწვია სამიტზე.
ევროკავშირი და აშშ მსოფლიოს წამყვანი სავაჭრო პარტნიორები არიან და მჭიდრო ურთიერთობები აქვთ კულტურის, ისტორიის, ბიზნესისა და თავდაცვის სფეროებში. მაგრამ მიმავალი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელიც ბრექსიტს უჭერდა მხარს, ცდილობდა, ჩრდილში მოექცია ევროკავშირი.
„დღეს საშუალება გვაქვს კვლავ შთავბეროთ სიცოცხლე ჩვენს ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებს, რასაც დიდი ზიანი მიადგა უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში,“ თქვა მიშელმა და მიმართა ჯო ბაიდენს: „მივაღწიოთ ახალ ფუძემდებელ ხელშეკრულებას უფრო ძლიერი ევროპის, უფრო ძლიერი ამერიკისა და უკეთესი მსოფლიოსთვის.“
მსგავსი სულისკვეთების გამოსვლა ჰქონდა ევროპის კომისიის ხელმძღვანელს, ურზულა ფონ დერ ლაიენს. მისი თქმით, ევროკავშირი მზად რის ვაშინგტონთან ურთიერთობების „გადატვირთვისთვის“. ის გამოვიდა წინადადებით, შეიქმნას აშშ-ევროკავშირის საერთო ტექნოლოგიის საბჭო - მაგალითი, რომელსაც მსოფლიოს სხვა ქვეყნებმაც შეიძლება მისდიოს.