პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სატელეფონო საუბრებს გამართავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერთან
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბადენი ამ კვირაში სატელეფონო საუბრებს გამართავს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერთან. თეთრი სახლის პრესმდივნის ჯენ საკის ინფორმაციით, პირველ ყოვლისა პრეზიდენტი დაურეკავს აშშ-ის მოკავშირე სახელმწიფოების ლიდერებს. ამ ჩამონათვალში პირველია კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო. მისი და ბაიდენის სატელეფონო საუბარი ხვალ, 22 იანვარს შედგება.
თეთრ სახლში მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე დასმულ შეკითხვას, იგეგმება თუ არა სატელეფონო საუბარი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან, ჯენ საკიმ უპასუხა, რომ ასეთი გეგმა მისთვის ჯერჯერობით უცნობია.
აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი, დემოკრატი ჯო ბაიდენი უფლებამოსილების შესრულებას 20 იანვრიდან შეუდგა.