პატრიარქის კორონავირუსით ინფიცირებას მისი ექიმი უარყოფს
![პატრიარქის კორონავირუსით ინფიცირებას მისი ექიმი უარყოფს](https://gdb.rferl.org/AD6150A5-D12A-446A-884C-8CA168C553C4_cx0_cy8_cw0_w800_h450.jpg)
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის პირადი ექიმი ცისანა შარტავა რადიო თავისუფლებასთან საუბარში უარყოფს გარცელებულ ინფორმაციას ილია მეორის კორონავირუსით ინფიცირების შესახებ.
„არ შეესაბამება სიმართლეს გავრცელებული ინფორმაცია ინფიცირებასთან დაკავშირებით“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ცისანა შარტავამ.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ანდრია ჯაღმაიძე პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობას ფეისბუკის პირად გვერდზე გამოეხმაურა და დაწერა, რომ „ინფორმაცია პატრიარქის ჯანმრთელობის გაუარესებასთან დაკავშირებით, არ შეესაბამება სინამდვილეს“.
მანამდე თეოლოგმა ბასილ კობახიძემ სოციალური ქსელით გაავრცელა ინფორმაცია, თავის წყაროებზე დაყრდნობით, იმის შესახებ, რომ საქართველოს პატრიარქს კორონავირუსი დაუდასტურდა.
პატრიარქის ჯანმრთელობაზე არასათანადო ზრუნვაში ბასილ კობახიძე მოსაყდრე შიოსა და საპატრიარქოს სხვა წარმომადგენლების ბრალს ხედავს.
"უნამუსო მოსაყდრე შიო მუჯირს კი ეტყობა ძალიან ეჩქარება საპატრიარქო ტახტზე აბობღება, რადგან არანაირი ზომები არ მიიღო მოხუცი პატრიარქის ჯანმრთელობის გასაფრთხილებლად, რაც, გავიმეორებ, მისი პირადი პასუხისმგებლობაა", - წერს ბასილ კობახიძე.