ზეწოლის გამო ლევან პონომარიოვმა ორგანიზაცია „ადამიანის უფლებებისათვის“ ლიკვიდაცია გამოაცხადა
![ზეწოლის გამო ლევან პონომარიოვმა ორგანიზაცია „ადამიანის უფლებებისათვის“ ლიკვიდაცია გამოაცხადა](https://gdb.rferl.org/CF846EF6-11A2-415A-B342-26232B925FFA_w800_h450.jpg)
რუსმა უფლებათდამცველმა, ლევ პონომარიოვმა გამოაცხადა საზოგადოებრივი ორგანიზაცია, „ადამინის უფლებებისათვის“ საბოლოო ლიკვიდაცია უცხოელი აგენტების შესახებ რუსეთში მიღებული კანონის გამკაცრების გამო.
2019 წლის ნოემბერში რუსეთის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა ორგანიზაცია „ადამიანის უფლებებისათვის“ და მას შემდეგ იგი არსებობას განაგრძობდა იურიდიული პირის სტატუსის გარეშე. მაგრამ 2020 წლის ბოლოს რუსეთში მიიღეს კანონი, რომელიც ხელისფლებას შესძლებლობას აძლევს უცხოელ აგენტად მიიჩნიოს ფიზიკური პირიც. ამ რეესტრში პირველად მოხვდა ხუთი კაცი, მათ შორის ლევ პონომარიოვი.
ახალი კანონით დაურეგისტრირებელი ორგანიზაციები, რომლებიც პოლიტიკურ საქმიანობას ეწევიან და იღებენ უცხოურ დაფინანსებას ვალდებული არიან დარეგისტრირდნენ როგორც „უცოხეთის აგენტები“ და ანგარიში ჩააბარონ ხელისუფლებას.
პონომარიოვი ამბობს, რომ ორგანიზაციის ექსპერტები, რომელთა რაოდენობა მთელ რუსეთის 1000-ს აღწევს, ვერ შეძლებენ დაიცვან ახალი პიროებები, რაც გამოიწვევს მათი გამუდმებით დაჯარიმებას.
ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება ლიკვიდაციის თაობაზე.
„უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონის დარღვევისთვის 2021 წლის მარტიდან რუსეთში ძალაში შევიდა კიდევ უფრო მკაცრი სასჯელი. უცხოური დაფინანების მიმღები დაურეგისტრირებული ორგანიზაცები დაჯარიმდებიან 300 000 რუბლით ან ორი წლის თავისუფლების აღკვეთით.