World News in Georgian

Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

ფასილიტაციიდან მედიაციამდე: რა (არ) შეიცვალა პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპონტანური ინიციატივით, საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ჩიხში შესული დიალოგი განახლდა და უფრო მაღალ დონეზეც გადავიდა. პროგრესი ბრიუსელში ორ კვირაში უნდა შეფასდეს, თუმცა მოლაპარაკების მეორე დღესვე  — მმართველი პარტია ისევ ავლებს  „წითელ ხაზებს“, ოპოზიცია კი ხმაურიან საპროტესტო აქციებს განაგრძობს. 


შედეგი: არაფერი კონკრეტული

დიალოგის სამთვიანი წყვეტისა და ასობით პოლიციელის მონაწილეობით ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავების შემდეგ, 1 მარტს პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა კიდევ ერთხელ მოისმინეს ერთმანეთის პოზიციები და კრიზისის გადაჭრის ვერსიები. 


გადაწყდა, რომ ევროკავშირი მოირგებს პროცესის მედიატორის როლს - გახდება დიალოგის სრულუფლებიანი მონაწილე, შეაფასებს მხარეების პოზიციებს და სავარაუდოდ, შესთავაზებს მათ იდეებს ჩიხიდან გამოსვლისა და პოლარიზაციის შემცირებისთვის. აქამდე საქართველოს დასავლელი პარტნიორების ელჩები უბრალოდ ფასილიტატორის ფუნქციას ასრულებდნენ - პასუხისმგებლობას იღებდნენ მოლაპარაკებების მხოლოდ ტექნიკურ საკითხებზე. ეს ფორმატი დეკემბერში გაწყდა. 


პრეზიდენტმა მიშელმა მხარეებს, ასევე, წარუდგინა მოლაპარაკების ჩარჩო, ექვსი საკითხი, რომლის გარშემოც უნდა წარიმართოს დისკუსია:



ამბიციური საარჩევნო რეფორმა;
კანონის უზენაესობა და სასამართლო რეფორმა, კერძოდ, უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნები, იუსტიციის უმაღლესი საბჭოში არჩევნების საკითხები და კორუფციასთან ბრძოლის გაძლიერება;
პოლიტიკური მართლმსაჯულება, კერძოდ, პატიმრების საკითხის გადაჭრა;
პარლამენტში ძალთა გადანაწილება, რაც მოიცავს საგამოძიებო კომისიისა და პასუხისმგებლობებისა და როლების სამართლიან გადანაწილებას, პარლამენტში;
პოტენციური ადრეული არჩევნები და მზადება ადგილობრივი არჩევნებისთვის;
ფასილიტაცია მედიაციის გაგრძელება და მიღწეული პროგრესის გადამოწმება, 15 მარტს, ევროკავშირი-საქართველოს ასოციაციის საბჭოს შეხვედრაზე.


როგორც შარლ მიშელმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, უპირველესი მიზანი ერთმანეთის მოსმენა იყო, „რათა დავრწმუნებულიყავით, რომ შესაძლებელია მეტი ნდობის არსებობა მომდევნო დღეების განმავლობაში“. წარმოდგენილი საკითხების გარშემო კი მსჯელობა ჯერ არ გამართულა. 


სალომე სამადაშვილი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ოპტიმისტურადაა განწყობილი და ამბობს გვირაბის ბოლოს სინათლე გამოჩნდა.


„მაგალითად, მსჯელობა ვადამდელ არჩევნებზე. ეს თემა უკვე, შეიძლება ითქვას, შევიდა დღის წესრიგში მყარად, ასევე შევიდა პოლიტპატიმრების თემა და არა მხოლოდ პოლიტპატიმრების, არამედ ზოგადად პოლიტიკური მართლმსაჯულების... ამიტომ მე იმედიანად ვარ განწყობილი, რომ რაღაცა სინათლე გამოჩნდა გვირაბის ბოლოს, რომ ჩვენ ამ კრიზისიდან შეიძლება მართლაც გამოვიდეთ მოლაპარაკებების გზით“, - განაცხადა მან რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ 


პარტია „ლელოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე კი ამბობს, რომ შეხვედრაზე მხოლოდ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ყოფნა - რომელიც პირველად მონაწილეობდა მოლაპარაკებებში - „თავიდან დაწყებას ჰგავდა“.


2 მარტს განვითარებული მოვლენები კი ბევრისთვის საფრთხეს უქმნის დიალოგის განახლების მცდელობას. 


შეცვლილი რიტორიკა

მმართველი პარტიის ლიდერები კვლავ აცხადებენ, რომ ოპოზიციისთვის საკვანძო საკითხი, რიგგარეშე არჩევნები - რომელიც მოლაპარაკების მაგიდაზე დევს მე-5 პუნქტის სახით - ხელისუფლებისთვის „წითელი ხაზია“. რიტორიკა, რომელიც პრემიერმა ღარიბაშვილმა რამდენჯერმე შეცვალა:



22 თებერვალი — კატეგორიულად ვაცხადებთ უარს ნებისმიერ მოლაპარაკებაზე, რომელიც რიგგარეშე არჩევნებს უკავშირდება;
1 მარტი — ჩვენ არასდროს გვითქვამს უარი დიალოგზე... ჩვენ ყოველგვარი პირობების გარეშე უნდა დავიწყოთ დიალოგი. სხვა შემთხვევაში არ შედგება კონსტრუქციული დიალოგი;
2 მარტი — ჩვენი პრინციპული პოზიცია ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით არის უცვლელი. ეს არის „წითელი ხაზი“. ეს არის საკითხი, რომელიც არ განიხილება.


1 მარტის შეხვედრაზე ღარიბაშვილმა - რომელიც მანამდე ოპოზიციას საპარლამენტო ტრიბუნიდან „მოღალატეებსა“ თუ „ტერორისტებს“ უწოდებდა - თითოეულ ოპოზიციონერს მოუსმინა და კითხვებზეც უპასუხა. მისივე თქმით, სამომავლო ნაბიჯებზე „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ ჩამოყალიბდება. სხდომის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ გასაჯაროვებულა.


2 მარტს ღარიბაშვილი კვლავ დაუბრუნდა თავის მკაცრ რიტორიკას და თქვა, რომ ოპოზიციამ 12 საათში გააგრძელა დესტრუქციული ქმედება. ამის საფუძველი კი გახდა პიკეტირების აქცია პარლამენტთან, რომელზეც „ქართული ოცნების“ დეპუტატებს მონებს უწოდებდნენ და რომელიც ოპოზიციამ შეხვედრის შემდეგ არ გააუქმა.


„ორივე მხარე არის აღსავსე საომარი რიტორიკით, იყურება კუნთებზე და ეძებს მოკავშირეებს“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას პოლიტიკის მიმომხილველი გია ხუხაშვილი და განაგრძობს: „ხელისუფლება შეეცდება ისევ ოპოზიციისკენ გაიშვიროს ხელი. როდესაც იცი, რომ გყავს ასეთი ხელისუფლება, არ უნდა მისცე საშუალება იმისა, რომ თუნდაც რაღაცა თქვას. მე ვფიქრობ, გუშინდელს შემდეგ იქნებოდა აზრიანი, გამოეცხადებინათ 24-საათიანი დუმილი და მიეცათ ეს დრო ხელისუფლებისთვის, რომ რაღაც გზავნილი, მოლაპარაკებისკენ გადადგმული ნაბიჯი წარმოედგინა“.


ამასთან, ოპოზიციამ იმსჯელა აქციების ფორმებზე. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ხატია დეკანოიძის თქმით, „მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს პროტესტის უფლება, ამის უფლებას არ მივცემთ, რომ რაღაც სხვა რიტორიკა და პროპაგანდა შემოგვთავაზონ. ჩვენ ვისაუბრეთ ასევე აქციების მოდიფიკაციაზე. ვიმსჯელებთ ასევე ფორმებზე. პიკეტირება დღეს არ ყოფილა და არ იქნება“.


მხარეებს აკრიტიკებს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც და ამბობს, რომ რაც მოხდა გუშინ ორბელიანების სასახლეში, კარგად გააზრებული არ არის.


“ევროკავშირმა, უმაღლესი პოლიტიკური ფიგურის ქვეყნის კრიზისში და მის განმუხტვაში ჩართვით, გვაჩვენა, რომ ევროპა არა თუ გასულია ამ რეგიონიდან და ამ ქვეყნიდან, არამედ პირიქით, საქართველოს დემოკრატიულობა, სტაბილურობა და განვითარება ისე, როგორც არასდროს მნიშვნელოვანია ევროპისათვის. ამ ფონზე კი, პირდაპირ საკვირველია დღევანდელი რეაქციები, დაწყებული იმით, რომ კითხულობენ – სად იყო პრეზიდენტი, დამთავრებული – პიკეტირებით თუ ახალი დაკავებებით. ნუთუ მართლა არ გვესმის, რა მასშტაბის განაცხადი გაკეთდა გუშინ, რა დონის მხარდაჭერის გამოვლენა იყო, და რომ ეს დამოკიდებულება ჩვენგან პასუხს, ანუ პასუხისმგებლობის აღებას ითხოვს”, — აცხადებს პრეზიდენტი.


მოლაპარაკებების გარშემო პროგრესს 2 კვირაში, ბრიუსელში საქართველოსთან ასოცირების საბჭოს სხდომაზე განიხილავენ. არავინ მოელის, რომ პოლიტიკური კრიზისი ორ კვირაში გადაიჭრება, თუმცა ამ პერიოდში უნდა გადაიდგას ნაბიჯები, რომლებიც შექმნის საფუძველს დიალოგის გასაგრძელებლად.

Читайте на 123ru.net

Другие проекты от 123ru.net



Архангельск

В Архангельской области спрос на хирургов вырос в два раза



Жизнь

В музее Николая Островского состоялся семинар «Проекты в сфере культуры для посетителей с нарушениями слуха: форматы и технологии»




Українські новини

Як обрати дверну ручку для дому: Поради та рекомендації



Новости 24 часа

ИНСТРУКТАЖ ПО БЕЗОПАСНОСТИ



Game News

Авторы Warhammer 40,000: Space Marine 2 противопоставляют себя современной западной индустрии



Москва

Бутик-отели «Де Арт 13» – уют и дизайн в сердце Москвы



News Every Day

Morning Briefing: Mets Keep Ground in Wild Card Race Despite Loss



Происшествия

В Подмосковье росгвардейцы задержали гражданина, находящегося в розыске.



Москва

Нижегородская команда завоевала серебро на всероссийских соревнованиях по мини-футболу для слабовидящих



Оркестр

Оркестр грозненского соединения Росгвардии принял участие в торжественных мероприятиях по случаю 25-летия ОГВ (с)



Москва

Десять шагов в будущее. Арман Акопян учится ходить заново



ATP

Алибек Качмазов поднялся на 73 позиции в рейтинге ATP, достигнув 179-го места



Москва

Арендаторы квартир в Челябинске живут на прожиточный минимум



Сергей Лавров

ТАСС: Лавров прибыл в Нью-Йорк на Генассамблею ООН



Симферополь

МВД: полиция в Симферополе задержала пенсионерку по подозрению в убийстве детей



Москва

Арендаторы квартир в Челябинске живут на прожиточный минимум



Москва

Собянин: 14 паркам Москвы исполняется более 50 лет в 2024 году



Москва

На матче "ЦСКА-Динамо" родилась новая семья



103news.com — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 103news.com.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.

Другие популярные новости дня сегодня


Новости 24/7 Все города России





Топ 10 новостей последнего часа




Новости России

ЕВРОПЕ НАДО СБЕЖАТЬ ИЗ НАТО?! СЕНСАЦИЯ: ЕВРОПУ НАДО СПАСАТЬ ОТ НАТО?! Россия, США, Европа могут улучшить отношения?!

Бутик-отели «Де Арт 13» – уют и дизайн в сердце Москвы

ТАСС: Лавров прибыл в Нью-Йорк на Генассамблею ООН

В Подмосковье сотрудники Росгвардии задержали подозреваемого в убийстве


Москва

Арендаторы квартир в Челябинске живут на прожиточный минимум






Rss.plus

ИНСТРУКТАЖ ПО БЕЗОПАСНОСТИ

В Подмосковье сотрудники Росгвардии задержали подозреваемого в убийстве

Бутик-отели «Де Арт 13» – уют и дизайн в сердце Москвы

Агния Кузнецова в шоу «Вкусно с Анфисой Чеховой» рассказала, как убедила Балабанова взять на роль её однокурсника

Moscow.media
Москва

Сергей Собянин подвел итоги фестиваля «Лето в Москве. Все на улицу!»



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Shaman

Shaman закрыл концерт в Перми песней «Я останусь с тобой» и бросил толстовку




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Топившего ребенка-инвалида тренера по плаванию задержали в Москве

На матче "ЦСКА-Динамо" родилась новая семья

На матче "ЦСКА-Динамо" родилась новая семья


ATP

Токио (ATP). 1-й круг. Хуркач сыграет с Гироном, Берреттини – с ван де Зандшульпом



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

ЕВРОПЕ НАДО СБЕЖАТЬ ИЗ НАТО?! СЕНСАЦИЯ: ЕВРОПУ НАДО СПАСАТЬ ОТ НАТО?! Россия, США, Европа могут улучшить отношения?!



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России