საქართველოს სარაგბო ნაკრებმა პორტუგალია დაამარცხა
![საქართველოს სარაგბო ნაკრებმა პორტუგალია დაამარცხა](https://gdb.rferl.org/05C14889-7748-4ADD-9E21-7A9CD80DD6B1_w800_h450.jpg)
საქართველოს სარაგბო ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ახალი სეზონი და 2023 წლის მსოფლიოს თასის შესარჩევი ორწლიანი ციკლი მოგებით გახსნა. ლევან მაისაშვილის გაწვრთნილი გუნდი ლისაბონში დაუპირისპირდა პორტუგალიის ნაკრებს და დაამარცხა ანგარიშით 29:16.
ქართველთაგან ლელოები გაიტანეს მოდებაძემ, ბრეგვაძემ, მელიქიძემ, მამუკაშვილმა და ჯალაღონიამ. ორი გარდასახვა მიითვალა მათიაშვილმა.
მეორე ტურის შეხვედრას ბორჯღალოსნები 14 მარტს, ისევ სტუმრად გამართავენ, ესპანეთის წინააღმდეგ.