World News in Georgian



Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

როგორ მოსთხოვეს Russia Today-ის გერმანელ რეპორტიორს საავადმყოფოში ნავალნიზე ეჯაშუშა

„მე საიდუმლო აგენტი არ ვარ“, - მისწერა დანიელ ლანგემ თავის ხელმძღვანელებს Russia Today-ში, როცა ისეთი დავალებები მისცეს, რომ, ალბათ, ვეღარ ხვდებოდა, ჟურნალისტი იყო თუ აგენტი. ამბავი, რომელიც გერმანელმა ფილმების ავტორმა და ჟურნალისტმა თავის მკითხველებს უამბო ახლახან გამოსულ წიგნში, სახელწოდებით Inside RT Deutsch: Putin’s Media Army in Germany, შეეხება რუსეთის ხელისუფლების მცდელობას ჯაშუშობაში ჩააბას ჟურნალისტები.


წიგნში მოთხრობილი დანიელ ლანგემ გაუზიარა გერმანულ „ბილდს“ და უამბო, ასევე, რადიო თავისუფლებას.


„ბილდის“ შეფასებით, ჯაშუშობის ამბავი, რომელიც ლანგეს გადახდა თავს, წარმოუდგენელი რამაა.


დღემდე რუსეთის სახელმწიფო მედიასაშუალებები გერმანიაში ანტიდასავლური პროპაგანდით იყვნენ ცნობილი, მაგრამ ახლა ირკვევა, რომ „ისინი დაკავებული არიან ჯაშუშური საქმიანობით გერმანიის მიწაზე“, წერს ,,ბილდი“.


გერმანელმა ჟურნალისტმა, რომელიც რუსეთის სახელმწიფოს კონტროლქვეშ მყოფ არხზე, Russia Today-ში, მის გერმანულ განყოფილება RT DE-ში (ნოემბრამდე RT Deutsch) მუშაობდა, განაცხადა, რომ მისმა დამსაქმებელმა მას სთხოვა ეჯაშუშა კრემლის ოპონენტ ალექსეი ნავალნიზე, როცა ის ბერლინის საავადმყოფოში მკურნალობდა რუსეთში მოწამვლის შემდეგ.




ლანგემ 2016 წლიდან მოყოლებული 20-მდე დოკუმენტური ფილმი გადაიღო RT DE-სთვის. ის 2021 წლის მარტამდე მუშაობდა გერმანიის საკონსტიტუციო უსაფრთხოების დაცვის სამსახურის მიერ „პროპაგანდისა“ და „დეზინფორმაციის“ გამავრცელებლად შეფასებულ არხში, რომელსაც თავისი ბიურო ჰქონდა ბერლინში. მისი კერძო სფერო იყო დანაშაულებრივ საქმიანობათა გამოძიება.


და ასეთი „გამოძიება“ დაავალეს მას უშუალო ხელმძღვანელებმა - მთავარმა რედაქტორმა დინარა ტოკტოსუნოვამ, მისმა მარჯვენა ხელმა, ეკატერინა მავრენკოვამ, და ონლაინ რედაქციის ხელმძღვანელმა, ივან კლეპოვმა, რომლებმაც ტელეგრამში შექმნეს საგანგებო ჯგუფი N Berlin-ი (მოგვიანებით გადააკთეს „Berlin Spezial-ად“).


„ჯგუფის შესახებ არავისთვის უნდა მეამბნა, რედაქციაშიც არავის უნდა სცოდნოდა. მეხუთე პირი ჩეტში ანონიმურად დარჩა და მთელი თვე აღარ გამოჩენილა“, ეუბნება „ბილდს“ ლანგე. და ეს ხდება უკვე ნავალნის ბერლინში ჩაყვანიდან ერთ დღეში.




თავიდან რეპორტიორი ლანგე ფიქრობდა, რომ მას და მის გერმანელ კოლეგას, რომელთანაც ადრე არ ემუშავა, უნდა გადაეღოთ ფილმი, დოკუმენტაცია ბერლინში ნავალნის ყოფნის შესახებ.


მაგრამ RT-DE-ს ხელმძღვანელმა, ტოკტოსუნოვამ, ჟურნალისტის იდეები უარყო და „საგანგებო დავალების“ დეტალები ამცნო.


ლანგემ უამბო გერმანიის მედიას, თუ როგორ დაავალეს გამოეყენებინა თავისი ჟურნალისტური უნარები იმისათვის, რომ რაც შეიძლება ახლოს მისულიყო ნავალნის პალატასთან ბერლინის „შარიტეს“ საავადმყოფოში და „გადაეღო ფოტოები სამხედრო დაცვისთვის“.




რადიო თავისუფლებას ლანგემ უთხრა, რომ მის დავალებას „არ ჰქონდა ჟურნალისტური კონტექსტი“ და ამიტომ გაწყვიტა კონტრაქტი RT DE-თან, რუსული არხის გერმანულ განყოფილებასთან.


მავრენკოვამ ლანგეს და მის კოლეგას სრულიად დაუფარავად მისწერა, „შევეცადოთ ხვალ „შარიტეში“ (საავადმყოფოში, სადაც ნავალნის მკურნალობდნენ) შევაღწიოთო“. მისი შეთავაზებით, ჟურნალისტებს შეეძლოთ პაციენტებად გაესაღებინათ თავი და რომელიმე ექიმთან ჩაწერილიყვნენ კიდეც.


ლანგე დღეს ასე იხსენებს: „არ ვიცი, იყო თუ არა ეს ჯაშუშობა, მაგრამ თავი გარკვევით ჯაშუშად ვიგრძენი. თუ ყველა ფაქტორს შევხედავთ და გავთვლით: უცხოეთის ქვეყნის მთავრობა, სახელმწიფოს დაფინანსება, ხალხი, ვისაც ანგარიშს ვაბარებდი, სხვა ახსნა ამას არ აქვს“.


ლანგემ თქვა, რომ მას და მის კოლეგებს დაავალეს შეემოწმებინათ, რამდენ „გამშვებ-საკონტროლო პუნქტს“ გაივლიდნენ, შეიძლებოდა თუ არა შეუმჩნევლად და ახლოს მისვლა ინტენსიური თერაპიის განყოფილებასთან, სადაც ნავალნი იწვა. „მე რამდენჯერმე ვუთხარი მათ, რომ არ ვარ საიდუმლო ჯაშუში და ვკითხე, თუ რა მომივიდოდა რუსეთში, ფარულად რომ გადამეღო ჯარისკაცები სამხედრო ჰოსპიტლის წინ“, უთხრა ლანგემ რადიო თავისუფლებას. 




ლანგე ამბობს, რომ განზრახ მიიქცია საავადმყოფოს წინ პოლიციის ყურადღება და უთხრა მათ, რომ რუსულ ტელეარხში მუშაობდა. ამის შემდეგ მას სხვა დავალება მისცეს, თვალყური ედევნებინა ნავალნის ფონდის ადმინისტრაციის უფროს ლეონიდ ვოლკოვისა და გამოძიების განყოფილების უფროს მარია პევჩიხისთვის, რომლებიც ბერლინში იმყოფებოდნენ.



ვოლკოვის ადგილსამყოფლის მიგნება ფოტოთი უაზრობა იყო, ჟურნალისტობა ამას არ სჭირდებოდა, რადგან ვოლკოვი არ იმალებოდა, ინტერვიუებს იძლეოდა, - უამბო ლანგემ რადიო თავისუფლებას, - თუ შეუთანხმებოდით, დაგელაპარაკებოდათ.

ამავე საუბარში ლანგე ამხელს, რომ მას და მის ოპერატორს Russia Today-ის ახალი ხელმძვანელობა მიუთითებდა, რომ „ეჩვენებინათ გერმანიის ცუდი მხარე“ არა რეპორტაჟების, არამედ მოკლე კლიპების სახით.


„შემდეგ გადავწყვიტე წამოვსულიყავი და მეამბნა, რა ხდება კულისებს მიღმა“, ამბობს ლანგე, რომლის მონათხრობის გამო ახლა, როგორც RT-მ გამოაცხადა, აპირებს ის, სასამართლოში უჩივლოს „ბილდს“, სადაც ჟურნალისტმა თავისი ბრალდებები გამოამზეურა.


ლანგე ამ კვირაში გამოქვეყნებულ წიგნში, „Inside RT Deutsch: Putin’s Media Army in Germany,” იხსენებს ორწლიან საქმიანობას არხზე და ასევე დაწვრილებით ჰყვება „ნავალნიზე ჯაშუშობის“ ამბავს. ჟურნალისტი არ გამორიცხავს, რომ მასზე მოახდინონ ზეწოლა და წიგნის ბაზრიდან ამოღება დააკისრონ, მაგრამ, უთხრა ლანგემ რადიო თავისუფლებას, ის აპირებს „იბრძოლოს“.




ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ნავალნი ციმბირში მოწამვლის გამო ბერლინში მკურნალობის შემდეგ, 17 იანვარს, რუსეთში დაბრუნდა და იმავე დღეს დააპატიმრეს აეროპორტში.



ნავალნი ამტკიცებს, რომ მისი მოწამვლა უშუალოდ ვლადიმერ პუტინის მიერ იყო ნაბრძანები.



რუსეთის უშიშროების სამსახური და კრემლი უარყოფენ, რომ მათ რაიმე კავშირი ჰქონდათ მოწამვლასთან.


თებერვალში მოსკოვის სასამართლომ ალექსეი ნავალნი დამნაშავედ ცნო პირობითი სასჯელის წესების დარღვევაში და პირობითი სასჯელი რეალური პატიმრობით შეუცვალა. მას ორ წელიწადზე მეტხანს მოუწევს კოლონიაში ყოფნა. თვითონ პოლიტიკოსი აცხადებს, რომ ბრალდება, რომელიც „ივ როშეს“ საქმედაა ცნობილი, შეთითხნილი და პოლიტიკურად მოტივირებულია.


დაბოლოს, Russia Todays-ს YouTube-ის დახასიათება, რომელიც შპიგელს ეკუთვნის: „RT DE ( Russia Today Deutsch) 2014 წლის შემდეგ ავრცელებს გერმანიაში პროპაგანდას, რომელსაც კრემლი აფინანსებს, და ცდილობს შეამციროს დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი ნდობა. პლატფორმა არ ავრცელებს უბრალოდ შეთითხნილ ყალბს ამბებს - დეზინფორმაცია ბევრად უფრო ნატიფია. რეპორტიორები ამახინჯებენ და უგულებელყოფენ ფაქტებს, რითაც ხელისუფლების, პოლიტიკოსებისა და ავტორიტეტული მასმედიის მიმართ უნდობლობას თესავენ“.

Читайте на 123ru.net

Другие проекты от 123ru.net



Архангельск

Инфографика: сентябрьские изменения для автомобилистов при оформлении ДТП по европротоколу



VIP

Концертный Директор для певцов, музыкантов, артистов, музыкальных групп.




Українські новини

Як обрати дверну ручку для дому: Поради та рекомендації



Новости 24 часа

ИНСТРУКТАЖ ПО БЕЗОПАСНОСТИ



Game News

Мафия-НН: Все началось за длинным столом на пивном заводе.



Москва

В Подмосковье сотрудники Росгвардии задержали подозреваемого в убийстве



News Every Day

Eddie Hearn threatens to ‘knock out’ rival promoter in bizarre confrontation on stage at Joshua vs Dubois face-offs



Блоги

Обзор известных приложений, созданных на iOS



Москва

Свыше 100 работ представят на выставке художницы Марины Домниковой в Мытищах



OG Buda

У Mia Boyka случилась истерика после слов рэпера OG Buda в треке о ее весе



Москва

T2 улучшает качество связи в многоквартирных домах Ярославля



Даниил Медведев

Даниил Медведев в составе сборной Европы стал обладателем Кубка Лэйвера



Москва

Свыше 6,5 тысячи жителей Москвы и Московской области получили справки о статусе предпенсионера в клиентских службах регионального Отделения СФР и МФЦ



Алексей Сёмин

На матче "ЦСКА-Динамо" родилась новая семья



Симферополь

МВД: полиция в Симферополе задержала пенсионерку по подозрению в убийстве детей



Москва

Представители Росгвардии приняли участие в совещании Комитета Совета Федерации по обороне и безопасности



Москва

Сергей Собянин поздравил Валентину Матвиенко с переизбранием



Москва

Филиал № 4 ОСФР по Москве и Московской области информирует: Социальный фонд выплатит остатки материнского капитала менее 10 тысяч рублей



103news.com — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 103news.com.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.

Другие популярные новости дня сегодня


Новости 24/7 Все города России





Топ 10 новостей последнего часа




Новости России

Как в Москве с 2010 года реализуют программу по строительству православных храмов

Топ-5 способов быстро восстановиться после простуды, гриппа и коронавируса

В Туле щенок пережил растерзание стаей собак и падение с 5 этажа

«Теперь только делить». Эпидемия разводов накрыла знаменитые семьи России


Москва

Филиал № 4 ОСФР по Москве и Московской области информирует: Социальный фонд выплатит остатки материнского капитала менее 10 тысяч рублей






Rss.plus

Свыше 6,5 тысячи жителей Москвы и Московской области получили справки о статусе предпенсионера в клиентских службах регионального Отделения СФР и МФЦ

Агния Кузнецова в шоу «Вкусно с Анфисой Чеховой» рассказала, как убедила Балабанова взять на роль её однокурсника

Агния Кузнецова в шоу «Вкусно с Анфисой Чеховой» рассказала, как убедила Балабанова взять на роль её однокурсника

ИНСТРУКТАЖ ПО БЕЗОПАСНОСТИ

Moscow.media
Москва

Сергей Собянин поздравил Валентину Матвиенко с переизбранием



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Джиган

«Ты меня снимаешь, как будто я опухший утопленник»: Джиган обиделся на Самойлову




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Топившего ребенка-инвалида тренера по плаванию задержали в Москве

На матче "ЦСКА-Динамо" родилась новая семья

Кадеты Пермского президентского кадетского училища стали участниками первого этапа Всероссийской олимпиады школьников


Кубок Дэвиса

Теннисист Надаль вошел в состав сборной Испании на Кубок Дэвиса



Новости Крыма на Sevpoisk.ru


VIP

Концертный Директор для певцов, музыкантов, артистов, музыкальных групп.



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России