კობახიძე: პოლიტიკური მართლმსაჯულება საქართველოში არ არსებობს
შეთანხმებისთვის განკუთვნილ დოკუმენტში მოცემულ არცერთ საკითხს არ ადასტურებს და არ უარყოფს პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.
დოკუმენტში აღნიშნულ პოლიტიკურ მართლმსაჯულების შესახებ შეკითხვას, კობახიძე პასუხობს: „პოლიტიკური მართლმსაჯულება საქართველოში არ არსებობს. მეორე, ვერცერთ კონკრეტულ პუნქტს ვერ გავაცხადებთ; მესამე, დანარჩენი არის ოპოზიციის სპეკულაციები. ისინი მუდმივ რეჟიმში არღვევენ პირობას, რომელიც საერთაშორისო პარტნიორებთან აქვთ აღებული. უპირო ხალხია“.
ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში მიმდინარე შეხვედრა „ლეიბორისტების“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა პროტესტის ნიშნად დატოვა. მან თქვა, ორმ პირველ საკითხებად არ განიხილება „პოლიტპატიმრებისა" და რიგგარეშე არჩევნების თემა.
„ერთიანი ნააციონალური მოძრაობის“ წევრმა აკაკი მინაშვილმა თქვა, რომ თუ „ქართული ოცნება" უარს იტყვის იმ მთავარ პრიორიტეტულ საკითხებზე, რომელიც მნიშვნელოვანია საქართველოსთვის - პოლიტიკური დევნის დასრულება და ვადამდელი არჩევნები, შეთანხმება ვერ შედგება და ეს იქნება მათი მხრიდან ნაბიჯი ევროკავშირისა და ევროპის წინააღმდეგ.