ევროკავშირმა 30 წლის განმავლობაში პირველად დაუწესა სანქციები ჩინეთს
მუსულმანი იუღურების უფლებების დარღვევისთვის ევროკავშირმა ჩინეთს 30 წლის განმავლობაში პირველად დაუწესა სანქციები, რომელიც მიმართულია 4 ფიზიკური და 1 იურიდიული პირის წინააღმდეგ.
ბოლო თვეების განმავლობაში ევროპის არაერთმა უფლებათდამცველმა და სამოქალაქო აქტივისტმა აღიმაღლა ხმა ჩინეთის სინცზიან-უიღურის რაიონში მცხოვრები უიღურების შევიწროვებაზე,
საუბარია ადამიანების განუკითხავი დაკავების და წამების შესახებ. ტელეკომპანია „ევრონიუსის“ ცნობით პოლიტიკური იდეოლოგიის თავს მოხვევის მიზნით, ჩინეთის ხელისუფლებამ სინცზიანის პროვინციაში შექმნა „შრომითი ბანკები“.
ჩინეთის ხელისუფლება უმალვე გამოეხმაურა ევროპული სანქციების შემოღებას და განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი ეფუძნება სიყალბეს და დეზინფორმაციას და ჩინეთის შიდა საქამეებში უხეშ ჩარევას წარმოადგენს.
ევროკავშირთან კოორდინაციით ჩინეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებაზე განაცხადეს დიდმა ბრიტანეთმა, აშშ-მა და კანადამ.