ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოს 18 წლამდე პირების აცრაც მოუწევს, თუმცა მოგვიანებით
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ სამომავლოდ იგეგმება, საქართველოში 18 წლამდე პირები აიცრან. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს განაცხადა.
"ალბათ, შემოდგომამდე, სანამ [კვლევებს] არ განიხილავს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, ევროპის წამლის სააგენტო და ა.შ., ამაზე საუბარი ჩვენთან არ არის. თუმცა ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბავშვების აცრის გარეშე პანდემიას კაცობრიობა ვერ დაამარცხებს. ბავშვებში მარტივად მიდის დაავადება, მაგრამ ისინი არიან გამავრცელებლები", - განაცხადა გამყრელიძემ.
საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. ერთჯერადად აცრილია 54 687 პირი, სრულად კი - 8700.