ევროკავშირი აცხადებს Pfizer/BioNTech-თან ვაქცინების მასშტაბური კონტრაქტის შესახებ
პორტუგალიაში თავშეყრილმა ევროკავშირის ლიდერებმა გამოაცხადეს, რომ Pfizer/BioNTech-თან მიაღწიეს კონტრაქტს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების 1,8 მილიარდი დოზის თაობაზე. 8 მაისს გამოცხადებული შეთანხმება ითვალისწინებს არა მხოლოდ ვაქცინების წარმოებას, არამედ იმის უზრუნველყოფასაც, რომ წარმოებისთვის აუცილებელი კომპონენტები ევროკავშირში იქნება მოპოვებული.
განცხადების ფონია სკეპტიციზმი, რომელიც გაჩნდა აშშ-ის წინადადების გარშემო პატენტის მოხსნის თაობაზე ვაქცინების საწარმოებლად. ევროპული საბჭოს ხელმძღვანელმა, შარლ მიშელმა - რომელიც ბლოკის 27 ქვეყნის ლიდერებს წარმოადგენდა - 7 მაისს განაცხადა, რომ ვაქცინებზე პატენტის მოხსნა არ გადაწყვეტს ვაქცინების მიწოდების პრობლემას. მისი თქმით, ევროკავშირი მზად იქნება ამ საკითხზე მსჯელობისთვის მაშინ, როცა კონკრეტული გეგმა შემუშავდება, მაგრამ ახლა კონცენტრაცია უნდა მოხდეს ვაქცინების დანაწილებაზე, ექსპორტზე ვაქცინების მწარმოებელი ქვეყნებიდან და ინვესტიციებზე ვაქცინების წარმოების ობიექტებზე.