სუსი უარყოფს ინფორმაციას უსაფრთხოების მაღალჩინოსნის სახლის გაქურდვის შესახებ
![სუსი უარყოფს ინფორმაციას უსაფრთხოების მაღალჩინოსნის სახლის გაქურდვის შესახებ](https://gdb.rferl.org/52678C95-6F68-44AE-9303-55E41896DF89_w800_h450.jpg)
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით სიმართლეს არ შეეფერება მედიით გავრცელებული ინფორმაცია სუსი-ის უფროსის მოადგილის სახლის გაქურდვის შესახებ.
ქართული მედიასაშუალებები აცხადებდნენ, რომ მარნეულში სუს-ის ქვემო ქართლის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის სახლიდან მოიპარეს მეხსიერების ბარათები საიდუმლო ინფორმაციით, ტაბელური იარაღი, ოქრო და ფული.
სუს-ის ცნობით, მარნეულში, 28 სექტემბერს მართლაც გაქურდეს სახლი, თუმცა ის ეკუთვნის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონალური დანაყოფის ერთ-ერთი თანამშრომლის ოჯახს და სახლიდან საოჯახო ნივთებია წაღებული.
ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.