საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა კიდევ 3500-ზე მეტ ადამიანს, 41 გარდაიცვალა
საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 41 პაციენტი.
სამთავრობო საიტზე, stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, გასულ 24 საათში ჩატარებული 41 236 ტესტირებიდან დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 3 567 შემთხვევა. 2 105-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.
6 იანვრის დილისთვის დადებითობის მაჩვენებელია:
დღიური - 8.65%;
ბოლო 7 დღის - 7.43%;
ბოლო 14 დღის - 6.18%.
2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 949 176 შემთხვევა. მათგან 908 813 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 14 082 ადამიანი.