Мы в Telegram
Добавить новость
World News in Georgian



Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

ბლინკენისა და ლავროვის შეხვედრა - რა არ უნდა გამოგრჩეს 21 იანვარს

ენტონი ბლინკენი ჟენევაში სერგეი ლავროვს შეხვდება

დღეს, 21 იანვარს ჟენევაში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შეხვდება. მანამდე ბლინკენი ჯერ უკრაინაში იმყოფებოდა შემდეგ კი გერმანიაში საგარეო უწყების ხელმძღვანელს ანალენა ბერბოკს შეხვდა.

ბერლინში ენტონი ბლინკენმა თქვა, რომ აშშ და მისი ევროპელი მოკავშირეები ერთიანი ფრონტით მოქმედებენ უკრაინისადმი დახმარებისა და რუსეთზე ზეწოლის საკითხში, რათა აიძულონ რუსეთი ური თქვას მეზობელი ქვეყნისადმი აგრესიის შემდგომ ესკალაციაზე.

ესკალაცია კი სულ უფრო მზარდი ხდება. 19 იანვრით დათარიღებულ ახალ სატელიტურ კადრებზე ჩანს უკრაინის საზღვრის სიახლოვეს რუსული არმიის მობილიზაცია, მათი სამხედრო ტექნიკა, ბაზები საბრძოლო მზადყოფნაში მყოფი და რუსული დანაყოფების კარვები. ჯავშანტექნიკა და სამხედრო მანქანები დგას კლიმოვოს სამხედრო ბაზაზე, რომელსაც უკრაინის საზღვარს სულ რაღაც 35 კმ აშორებს.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოთქვა მოლოდინი, რომ რუსეთი უკრაინაში „შეიჭრება“, მაგრამ, მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, სავარაუდოდ, არ მიუღია გადაწყვეტილება და რუსეთს, სამხედრო იერიშის შემთხვევაში, შეხვდება სერიოზული ეკონომიკური პრობლემები. „არ ვარ დარწმუნებული, რომ ზუსტად იცის, რას მოიმოქმედებს. მგონია, რომ შეიჭრება. რამე უნდა გააკეთოს“, - განაცხადა ბაიდენმა თანამდებობაზე მოსვლის ერთი წლისთავის გამო გამართულ პრესკონფერენციაზე 19 იანვარს.

ეს იქნება რუსეთისთვის „კატასტროფა“, რომელსაც მოჰყვება ჰუმანიტარული, ეკონომიკური და პოლიტიკური დანაკარგები; პუტინი ასეთ შემთხვევაში შეეჩეხება დასავლეთის სანქციებს, „რომლებიც აქამდე არ უნახავს“, განაცხადა ჯო ბაიდენმა პრესკონფერენციაზე.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

ზელენსკიმ მოსახლეობას მოუწოდა, პანიკას ნუ მიეცემა რუსეთის თავდასხმის საფრთხის გამო

ბაიდენი: უკრაინაში ფართომასშტაბიანი ინტერვენცია „კატასტროფა“ იქნება რუსეთისთვის

ჩეხეთი უკრაინას საარტილერიო საბრძოლო მასალებს მიაწვდის

კელი დეგნანი - საქართველო უკრაინასთან დაკავშირებით ყველა კონსულტაციაში ჩავრთეთ

შეთანხმება წალენჯიხაში - "სახელმწიფოს დაზიანება" თუ მუშაობა ხალხისთვის?

წალენჯიხა ერთადერთი მუნიციპალიტეტია, სადაც მერიც და ახლა უკვე - საკრებულოს თავმჯდომარეც ოპოზიციის წარმომადგენლები არიან. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, 20 იანვარს, ამ პოსტზე გიორგი გახარიას პარტიის, „საქართველოსთვის" წევრი აირჩიეს. ამ ეტაპზე თავმჯდომარის გარეშეა დარჩენილი ოთხი საკრებულო.

20 იანვარს გამოცხადებულ შეთანხმებას გარიგებას უწოდებს „ქართული ოცნება“. ამ ორ პარტიას „ერთ პოლიტიკურ წარმონაქმნს“ უწოდებს და თვლის, რომ წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარის გარშემო ოპოზიციის მიერ მიღწეული შეთანხმების უკან დესტრუქციული ამოცანები დგას.

„დღევანდელი გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ გამყარდა ის, რასაც თვეების განმავლობაში ვამბობდით, რომ გახარიას პარტია და „ნაციონალური მოძრაობა“ შეთანხმებულად მოქმედებდნენ ხელისუფლების წინააღმდეგ. ეს ორი პარტია რეალურად ერთი დესტრუქციული, საკუთარი ვიწრო პარტიული ინტერესების გამტარებელი სუბიექტია“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ უმრავლესობის წარმომადგენელმა, სოზარ სუბარმა, 20 იანვარს პარტიის გამართულ ბრიფინგზე.

შეთანხმებას, რომელიც „ქართული ოცნებისთვის“ დესტრუქციული მიზნების გამომხატველია, „მუნიციპალური კრიზისის დასრულებისკენ" გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს უწოდებენ გახარიას პარტიაში.

რა შესაძლებლობები ეძლევა წალენჯიხას 20 იანვრის გადაწყვეტილებით და რა არის კიდევ გადასაწყვეტი? წაიკითხე მეტი ლელა კუნჭულიას სტატიაში.

 

„ომიკრონი“ საქართველოში რეკორდებს ხსნის - რას ველოდებით ორ კვირაში?

კორონავირუსის დადებითობის დღიურმა მაჩვენებელმა 19-20 იანვარს16,58% შეადგინა. ეს პანდემიის დაწყებიდან საქართველოში დაფიქსირებული დადებითობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ჩატარებული ტესტების რაოდენობასაც თუ გავითვალისწინებთ, მაშინ გამოდის, რომ ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, დაახლოებით ყოველ მეექვსე ადამიანს, ვინც ტესტი ჩაიტარა, COVID-19 დაუდასტურდა.

ეპიდემიოლოგები ვარაუდობენ, დაახლოებით ერთ კვირაში დღეში 15 ათასამდე დადასტურებული შემთხვევა გვექნება, რაც იმას ნიშნავს, რომ რეალურად ამ რიცხვმა შესაძლოა 60 ათასსაც კი მიაღწიოს. მაღალია რეინფიცირების რიცხვიც და ბოლო მონაცემებით, ის დაახლოებით 17-20 %-ს შეადგენს.

ვირუსის სტიქიურად გავრცელების ერთ-ერთ მიზეზად, ისევე როგორც მსოფლიოში, საქართველოშიც COVID-19-ის ახალი შტამი, „ომიკრონი“ სახელდება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის 18-19 იანვრის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით, კორონავირუსის დადებითი შემთხვევების 50 % სწორედ „ომიკრონზე“ მოდის. გაცილებით მაღალია ეს მაჩვენებელი დედაქალაქში და ის დაახლოებით 65 %-ს შეადგენს.

პაატა იმნაძე, დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე ამბობს, რომ უახლოეს პერიოდში, „ომიკრონი“ სრულად ჩაანაცვლებს კორონავირუსის სხვა შტამებს.

მიუხედავად იმისა, რომ ერთი მხრივ, „ომიკრონი“ ეპიდემიოლოგთა ნაწილის მხრიდან, შედარებით „მარტივ“ შტამად სახელდება, მეორე მხრივ, არსებობს სერიოზული საფრთხე, რომ ინფიცირების გაზრდილი მაჩვენებელი, ჰოსპიტალურ სექტორს მძიმე ტვირთად დააწვება.

წაიკითხე მეტი ნინო თარხნიშვილის სტატიაში.

 

ჩეხი მომღერალი ანა ჰორკა განზრახ დაავადდა კორონავირუსით და გარდაიცვალა

ჩეხი მომღერალი და ანსამბლ Asonance-ის ვოკალისტი, ანა ჰორკა 57 წლის ასაკში გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც COVID-19-ის ვირუსით განზრახ დაავადდა.

მომღერლის შვილის, იან რეკის თანახმად, ის და მისი მამა ვაქცინირებული არიან, მაგრამ COVID-19-ით დაავადდნენ, ხილო მომღერალმა ქალმა სპეციალურად დაიავადა თავი. „ის ვალდებული იყო ერთი კვირით ყოფილიყო იზოლირებული, ვინაიდან ჩვენ დადებითი შედეგი აღმოგვაჩნდა. მაგრამ ის მუდმივად ჩვენთან იმყოფებოდა“, - აღნიშნა რეკმა.

მომღერალი ქალი არ იყო აცრილი და გეგმავდა გადაეტანა დაავადება, რათა თავიდან აეცილებინა ის შეზღუდვები, რომელიც აუცრელი მოქალაქეებისთვის ქვეყნის ხელისუფლებამ დააწესა.

წაიკითხე მეტი.

 

ხელოვნების მუზეუმიდან "რეორგანიზაციის" დასრულების შემდეგ კიდევ ერთი ადამიანი გაათავისუფლეს

შალვა ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმიდან კიდევ ერთი თანამშრომელი გაათავისუფლეს - ხელოვნებათმცოდნე მაკო [მაია] მაჭარაშვილს, რომელიც მუზეუმში 2010 წლიდან მუშაობდა, გათავისუფლების ბრძანება გუშინ მიუვიდა. მისი თქმით, რეორგანიზაციის დასაწყისში, მუზეუმის დირექტორთან, ნიკა ახალბედაშვილთან და მის მოადგილესთან, გია მარსაგიშვილთან გასაუბრების დროს მას ჰკითხეს პეტიციის შესახებ, რომელსაც ხელს აწერდა. ამ პეტიციით მოქალაქეები ითხოვდნენ მუზეუმთან დაკავშირებით ინფორმაციის გასაჯაროებას და რეაბილიტაციის პროცესში პროფესიონალების ჩართულობას. მაკო მაჭარაშვილი ფერწერისა და გრაფიკის ფონდში მუშაობდა. ამ ფონდის კურატორი, ნინო ხუნდაძე 13 იანვარს გაათავისუფლეს სამსახურიდან.

"ამ თაობის ერთადერთი წარმომადგენელი იყო დარჩენილი მუზეუმში და ისიც აღარ არის. ის იყო ასევე ბოლო ადამიანი, ვინც იყო ეროვნული მუზეუმის გუნდის წევრი. მაკო არის პეტიციების ხელმომწერი და მასთან გასაუბრებისას სხვა არაფერი აინტერესებდათ, გარდა იმისა, რატომ აწერდა ხელს პეტიციებს" - უთხრა რადიო თავისუფლებას ეკა კიკნაძემ, ხელოვნების მუზეუმის ყოფილმა მმართველმა.

წაიკითხე მეტი.

 

რადოსლავ სიკორსკი: „არ ვაპირებთ, რუსეთის ვასალები გავხდეთ“

„ერთხელ და სამუდამოდ შეიგნეთ, იმ ენით, რა ენაც გესმით - უთქვენოდ არ დავობლებულვართ, ჩვენი „მამიკო“ კი არა, სერიული მოძალადე იყავით. ამიტომ არ გვენატრებით. თუ ისევ ეცდებით, კვერცხებში ამოგცხებთ“, - ლავროვის განცხადების პასუხად გამოქვეყნებულმა ამ ტვიტმა, დიდი ალბათობით, სულ მცირე, აღმოსავლეთ ევროპის ყველა გამოცემა მოიარა. მით უმეტეს, რომ ავტორი რადოსლავ სიკორსკია, დღეს ევროპარლამენტარი, თავის დროზე პოლონეთის ჯერ თავდაცვის, შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრი და სეიმის თავმჯდომარე.

სიკორსკი არასოდეს ერიდებოდა კრემლზე საკუთარი აზრის მიკიბ-მოკიბვის გარეშე გამოთქმას და, შეიძლება ითქვას, ტრადიციას არც რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში უღალატა.

რადიოსლავ სიკორსკიმ გვითხრა, რომ ახლა რუსეთის შესაკავებლად საუკეთესო გზაა იმის ჩვენება, რომ უკრაინაში შეჭრა მას ძვირად დაუჯდება. ის ფიქრობს, რომ პუტინი დიდ შეცდომას დაუშვებს თუ ომი იქნება. ასევე მიაჩნია, რომ აღმოსავლეთ ევროპაში რუსეთის სამხედრო აგრესია ნატოს დასუსტებას არ გამოიწვევს, პირიქით, ალიანსი უფრო გაძლიერდება.

პოლონელ ევროპარლამენტარს პუტინზე, უკრაინაში ომის საფრთხეზე, დასავლეთის სავარაუდო პასუხსა და ერთიანი ევროპული ფრონტის ალბათობაზე ვაჟა თავბერიძე პრაღიდან ესაუბრა. ინტერვიუ წაიკითხე აქ.

რაჭული ციგით - ხისგან გამოთლილი დომბურით - სრიალი ზემო რაჭის სოფელ გლოლაში ბავშვების და ახალგაზრდების მთავარი გასართობი და ზამთრის უცვლელი რიტუალი იყო. მაშინ გლოლაში ახალგაზრდაც ბევრი ცხოვრობდა და ბავშვიც. იყო ზამთრები, როცა სამოცი მოსრიალე გროვდებოდა. დომბურებს, როგორც წესი, ბაბუები უკეთებდნენ.

ციგის კეთება სოფელში ჯერ კიდევ ბევრს ეხერხება, ხელობა ახალგაზრდებმაც ისწავლეს, მაგრამ რაც დრო გადის, გლოლაში სულ უფრო ნაკლები ბავშვი იბადება. 300-კომლიან სოფელში დღეს 90 ოჯახია დარჩენილი, უმრავლესობა პენსიონერია.

76 წლის გიორგი ხარებაშვილი და 35 წლის ილია ბიძიშვილი მეზობლები არიან. მათ უბანში 40 სახლიდან ნახევარზე მეტი დაკეტილია. წინ გრძელი ზამთარია. თან წელს თოვლიც დიდი მოვიდა, მაგრამ მიუხედავად სოფლის დაცლით გამოწვეული დიდი სევდისა, გლოლაში მაინც არ ივიწყებენ დომბურებით სრიალის ძველ, კეთილ ტრადიციას.

Читайте на 123ru.net

Другие проекты от 123ru.net



Архангельск

Байкеры Архангельска открыли мотосезон



Мир

Российские туристы встретились с таджикскими строителями в Новой Зеландии и были удивлены их жизни и ответами на вопросы




Українські новини

Estischool - Школа за британською програмою



Новости 24 часа

В РМАТ ПРОШЕЛ I БИЗНЕС-ФОРУМ ВЫПУСКНИКОВ РМАТ 1999-2023 ГОДА ВЫПУСКА, ПОСВЯЩЕННЫЙ 55-ЛЕТНЕМУ ЮБИЛЕЮ АКАДЕМИИ



Game News

Шапки женские вязаные на Wildberries, 2024 — новый цвет от 392 руб. (модель 466)



Москва

Уголовное дело возбудили после стрельбы и поножовщины на юге Москвы



News Every Day

Glen Powell’s parents crash Texas movie screening to troll him



Происшествия

Сотрудник Дубненского отдела вневедомственной охраны Главного управления Росгвардии по Московской области встретился с учащимися МОУ СОШ №1



Москва

Путин назвал президента Раиси надежным партнером России



Полина Гагарина

Актриса Самбурская заступилась за сыгравшую в «Красных линиях» певицу Гагарину



Москва

Опять «Березка». В Москве хотят вновь открыть «магазин для избранных»



ATP

Российский теннисист Медведев опустится на строчку в рейтинге ATP



Москва

Олимпийский чемпион Роман Костомаров поздравил победителей номинации «Экскурсия без границ» программы «Лига Экскурсоводов»



#123ru.net

Олимпийский чемпион Роман Костомаров поздравил победителей номинации «Экскурсия без границ» программы «Лига Экскурсоводов»



Симферополь

«Дефицитный продукт». В Севастополе малогабаритки стали дороже, Симферополь продемонстировал падение стоимости квадрата



Москва

В Москве произошла драка с участием 15 человек, двое в больнице



Москва

Сергей Собянин принял решение о расширении мер поддержки промпредприятий



Москва

Олимпийский чемпион Роман Костомаров поздравил победителей номинации «Экскурсия без границ» программы «Лига Экскурсоводов»



103news.com — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 103news.com.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.

Другие популярные новости дня сегодня


Новости 24/7 Все города России





Топ 10 новостей последнего часа




Новости России

Шапки женские вязаные на Wildberries, 2024 — новый цвет от 392 руб. (модель 466)

"Резкого изменения внешнего политического курса мы не увидим". Эксперты о судьбе Ирана после гибели Раиси

Шапки женские на Wildberries — скидки от 398 руб. (на новые оттенки)

«СВЯТОЙ ЛЕНИН» помогает В.В. Путину улучшить либо отменить налоги в обществе.


Москва

«СВЯТОЙ ЛЕНИН» УЛУЧШАЕТ ЗАКОНЫ, управляет патентами и улучшает командное планирование в целях учёта интереса всего народа.






Rss.plus

"Возрождение интереса к народному искусству и ремеслам в современном мире"

Шапки женские на Wildberries — скидки от 398 руб. (на новые оттенки)

Новые вызовы и обеспечение технологического суверенитета квалифицированными кадрами обсудили в Москве

В РМАТ ПРОШЕЛ I БИЗНЕС-ФОРУМ ВЫПУСКНИКОВ РМАТ 1999-2023 ГОДА ВЫПУСКА, ПОСВЯЩЕННЫЙ 55-ЛЕТНЕМУ ЮБИЛЕЮ АКАДЕМИИ

Moscow.media
Москва

Сергей Собянин принял решение о расширении мер поддержки промпредприятий



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Концерт

Концерт волынщиков в музее П.И. Чайковского




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Курсант Пермского военного института Росгвардии принял участие в финале интеллектуальной олимпиады Приволжского федерального округа

Бонгонда: стадион и база «Спартака» — мои любимые места в Москве

«Молитесь, друзья»: сын олимпийского чемпиона Ивана Стретовича погиб во время родов в Новосибирске


Дарья Касаткина

Касаткина, Андреева и Кудерметова — в тройке лидеров в борьбе за звание лучшей теннисистки



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

РИА «Новости»: арестовали 2 авто и мотоцикл замглавы Минобороны Иванова



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России