Мы в Telegram
Добавить новость
World News in Georgian

Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

„შანტაჟი და ისტერიკა“ - რუნეტი უკრაინაში რუსეთის შეჭრის ალბათობაზე

„შანტაჟი და ისტერიკა“ - რუნეტი უკრაინაში რუსეთის შეჭრის ალბათობაზე

ჯერაც აქტუალურია თემა რუსეთის უკრაინაში შესაძლო შეჭრასთან დაკავშირებით. ვლადიმერ ზელენსკიმ ოთხშაბათს თანამემამულეებს მიმართა: „ამოისუნთქეთ და დამშვიდდით! ნუ გაიქცევით წიწიბურას და ასანთის მოსამარაგებლად. რა გააკეთოთ? მხოლოდ ერთი: შეინარჩუნეთ სიმშვიდე და ცივი გონება, საკუთარი ძალების რწმენა, რწმენა საკუთარი ჯარის, ჩვენი უკრაინის!“

იური ტკაჩევი:  „რაც ზელენსკიმ განაცხადა, ომი ნამდვილად არ იქნებაო, მას შემდეგ მეც კი მეშინია“.  

თავდასხმის შესაძლებლობაზე პრესკონფერენციაზე ჯო ბაიდენმაც ილაპარაკა. თუმცა, ამერიკის პრეზიდენტის ნათქვამი ყველამ სხვადასხვანაირად გაიგო.

ვლადიმირ კორნილოვი: „Go in and occupy Ukraine“ (მიდი და დაიპყარი უკრაინა). მე სიტყვასიტყვით ვიმეორებ ბაიდენს. ანუ მაინც ნებას რთავს? თან ამბობს, რუსეთს ეს ძვირად დაუჯდებაო, მაგრამ პრინციპული წინააღმდეგი, როგორც ხედავთ, არაა. საერთოდ მისი სიტყვა იმდენად არეული და ალაგ-ალაგ წინააღმდეგობრივი იყო, რომ ნათქვამი ყველამ სხვადასხვაგვარად გაიგო“.

ვიქტორ მარახოვსკი: „ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რას გააკეთებს ის [რუსეთი]. ერთია, თუ ეს იქნება უმნიშვნელო შეჭრა“, - ჯო ბაიდენის ამ ისტორიულმა სიტყვებმა რუსეთისთვის მომზადებულ სასჯელთან დაკავშირებით, ამერიკულ მედიაში ტონგის ვულკანზე მძლავრი აფეთქება გამოიწვია.  

ამერიკელ პარტნიორებს უკვე კითხვა გაუჩნდათ, რა კომპრომატი აქვს პუტინს ამერიკის პრეზიდენტზე ასეთი, რომ მან მოულოდნელად ნება დართო პუტინს [უკრაინაში] შეიჭრას.

„რუსეთი გლობალურ პოლიტიკაში“

„ბაიდენმა ყველა შეაშფოთა, პუტინის უკრაინაში „უმნიშვნელო შეჭრა“ რომ ახსენა. „უმნიშვნელო შეჭრას“ აშშ-ისა და დასავლეთის მხრიდან მკაცრი პასუხი შეიძლება სულაც არ მოჰყვეს. სრულმასშტაბიანი დაპყრობისგან განსხვავებით, ის „ისეთ სანქციებს გამოიწვევს, როგორიც პუტინს ჯერ არ უხილავს“. თეთრმა სახლმა მიზანმიმართულად დაიწყო იმის განმარტება, რომ პრეზიდენტს მხედველობაში ის არ ჰქონია, რომ თუნდაც „უმნიშვნელოს“ დაუშვებს, და რომ პასუხი ყველაფერს მოჰყვება. თუმცა, გულში ხინჯი მაინც ყველას დარჩა“.

 

ალექსანდრ მოროზოვი: „სულ ახლახან ფართო პრესკონფერენციაზე ბაიდენმა განაცხადა, რომ, მისი ფიქრით, პუტინი ჯარებს გადაიყვანს. მას სთხოვეს, დაეზუსტებინა: თუ პუტინი ჯარებს გადაიყვანს, უკრაინა კი ნატოს ესაზღვრება, რუსეთსა და ნატოს შორის ომი დაიწყება? ბაიდენის პასუხი ასეთი იყო: ვფიქრობ, პუტინს ესმის, რომ თუ ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალებით ომი იქნება და არა ბირთვული ომი, ის დამარცხდება... ბაიდენი ისე ლაპარაკობს ამ თემაზე, რომ აშკარაა, ყველაფერი გააზრებული აქვს. ახლა ამერიკელები უკვე სრულ მზადყოფნაში არიან (სულ რაღაც ნახევარ წელიწადში ბაიდენმა და მისმა მექანიზმმა პუტინი მიიმწყვდიეს დერეფანში, რომელშიც ის „პერმანენტული აგრესორია“, ბლინკენმა კიევში კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ არის ორი ვარიანტი: ან შეუტიე, ან დაიწყე დეესკალაცია. მესამე გზა არ ჩანს)“.

სტანისლავ ბელკოვსკი: „დემოკრატებმა კონგრესის 2022 წლის შუალედური არჩევნები საერთოდ რომ არ წააგონ, პრეზიდენტმა ბაიდენმა მსოფლიო ომი უნდა შეაჩეროს. ეს აგრესორ ქვეყანასთან მძიმე კომპრომისის შედეგად შეიძლება გაკეთდეს“.

კირილ შულიკა: „გასაგებია, რომ რუსეთის შეჩერების გარდა, ამერიკელებს ეშინიათ ნატოში განხეთქილებისაც, რაც ფაქტია, არის. ავიღოთ თუნდაც გერმანიის პოზიცია. სწორედ ამის გამო წამოაყენა კრემლმა ულტიმატუმი. მართალია, არავინ იძლევა იმის გარანტიას, რომ ნატო არ გაფართოვდება, მაგრამ ისიც სრულიად შესაძლებელია, ალიანსში განხეთქილება მოხდეს. ეს კი ხარისხობრივად სხვა სიტუაციაა.

ბაიდენის განცხადება იმასაც ეხება, რომ აშშ განიხილავს სანქციების შესაძლებლობას არა ნატოს მხრიდან, არამედ საკუთარი თავიდან გამომდინარე. ამიტომაც არის საუბარი, რომ რუსულ ბანკებს დოლარებით მუშაობა აეკრძალებათ. პროცესები უკრაინის გარშემო ძალიან რთული და არაერთგვაროვანი იქნება. ყველა ფსონის აწევაზე თამაშობს“.

კირილ როგოვი: „ამერიკელი ოფიციალური პირები, რომლებიც დაზვერვის ანალიზს ეყრდნობიან, დარწმუნებულები არიან (ან სხვებს არწმუნებენ), რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრა გარდაუვალია; რომ იმდენი ხანია ემზადებიან და კრემლის ულტიმატუმებიც ისეთი ხისტი და მიუღებელია, რომ პუტინს მანევრირებისთვის ადგილიც აღარ დარჩა. 

არ მიყვარს „გეოპოლიტიკა“. ნორმალური პოლიტიკა სახალხო პოლიტიკაა, სოციალური პროცესები. „გეოპოლიტიკა“  „პოლიტიკის“ ანტონიმია. ეს ცნება თავს გვახვევს აზრს, რომ სინამდვილეში ყველაფერი ისე არაა, როგორც არის; რომ სინამდვილეში არსებობს „დიდი ბიძების“ წრე, რომლებიც - საჯაროდ რაც არ უნდა ითქვას - თავიანთ ნეტარ ჩრდილში სხედან და მთელი მსოფლიოს ბედს წყვეტენ. სასიამოვნოა ამის დაჯერება, თუ მხედველობაში არ მივიღებთ იმას, რომ ხშირად „დიდი ბიძები“, რომლებიც მსოფლიოს ბედს განაგებდნენ, უეცრად  უსარგებლო ნივთები ხდებიან (ავიღოთ თუნდაც ნურსულთან ნაზარბაევი. ძლიერი, დაუმარცხებელი, ბრძენი და გამჭრიახი მელა იყო. ახლა კი კამერის წინ ზის, თითებს იმტვრევს და საკუთარ თავს პენსიონერს ეძახის).

„ძალების რეალური ბალანსის“ მიხედვით, კრემლის ულტიმატუმი, რომ ნატო არ გაფართოვდეს, არათუ შესასრულებლად შეუძლებელი,  სტრატეგიულადაც მცდარია. ასეთ გარანტიას ვერავინ მისცემს და რომ მისცენ, მაინც დაირღვევა. ისევე, როგორც რუსეთმა დაარღვია  უკრაინისთვის მიცემული გარანტია ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების აღიარების შესახებ. რუსეთს არ შეუძლია მოითხოვოს, ნატო არ გაფართოვდესო. ის ძალიან სუსტია კოლექტიური დასავლეთის წინააღმდეგ, გინდა ეკონომიკური, გინდა პოლიტიკური კუთხით. ერთადერთი, რაშიც ის დასავლეთს მეტოქეობას უწევს, ეს „ურთიერთგანადგურება“ და ბირთვული ომის გაჩაღების შესაძლებლობაა. მაგრამ უნდათ რუსებს „ურთიერთგანადგურება“ იმისთვის, რომ უკრაინა ნატოში არ შევიდეს? ამ მიზნისთვის უღირს ბირთვული ომი?“

 

გრიგორი იუდინი: „უცხოელი ექსპერტები და ჟურნალისტები დიდი ხანია მეკითხებიან: „რატომ აკეთებს პუტინი ამას, რად უნდა თავს დაესხას. მას ყველაფერი კარგად აქვს, რა არ მოსწონს?“ რა ხანია უშედეგოდ ვპასუხობ: „ის თავს კი არ ესხმის, თავს იცავს“.

პუტინის მოტივაციის გასაგებად, შესაძლო მოქმედებას (საომარი ოპერაცია) ადარებენ ამჟამინდელ სიტუაციას, ანუ ამ ოპერაციის არარსებობას. თითქოსდა არჩევანი მხოლოდ ესაა: ჩაატარო ოპერაცია ან დატოვო ყველაფერი ისე, როგორც არის. ამგვარად გამოაქვთ დასკვნა, რომ პუტინს ყველაფერი რიგზე აქვს, ოპერაციამ კი შეიძლება ბევრი ცუდიც მოიტანოს და კარგიც.

მაგრამ პუტინი - იმის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რასაც ის და მისი გარემოცვა ლაპარაკობენ - ოპერაციას ამჟამინდელ სიტუაციას კი არ ადარებს, არამედ მოსალოდნელს. მისი მდგომარეობა უარესდება და უახლოეს მომავალში ამ ოპერაციის გარეშე ის გაცილებით ცუდი იქნება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ახლა პუტინს აქვს დრო, როდესაც ამ ოპერაციის განხორციელება ჯერ კიდევ შესაძლებელია, შემდეგ მისი ჩატარება ან საერთოდ შეუძლებელი გახდება, ან ძალიან წაგებიანი.

არსებობს სამი ფაქტორი, რომლებიც ამ ეფექტს ქმნის, პირველი:  ქვეყნის შიდა მხარდაჭერა და ლეგიტიმაცია - ხალხი პუტინისგან დაიღალა და იმის ალბათობა, რომ ის დღის წესრიგს კიდევ ერთხელ „გადატვირთავს“, დაბალია. ამის უკვე ნაკლებად სჯერა ვინმეს. ახალგაზრდა და შუა ასაკის თაობა გაცილებით მეტად დაიქანცა პუტინისგან. მისი ელექტორატი ობიექტური მიზეზების გამო მცირდება, მით უფრო, პანდემიის პირობებში. მისი მედიის ეფექტურობაც შემცირებულია, რადგან ხალხი მიეჩვია, რომ ინფორმაციის მხოლოდ ერთ წყაროს არ უნდა ენდოს. 

მეორე, შიდაპოლიტიკური ვითარება უარესდება. როგორც ჩანს, მინსკის შეთანხმებამ სასურველი შედეგი ვერ გამოიღო. უკრაინა ნატოსკენ მიიწევს და ეს მის ტერიტორიაზე შექმნილმა არასტაბილურობამაც კი ვერ შეაჩერა. რუსეთს დასავლეთში მხარდამჭერები თითქმის აღარ დარჩა. ჩანს, რომ პუტინი მხოლოდ ორ ვარიანტს განიხილავს: ან ეკონომიკური მარწუხების გამოისობით კიევში პრორუსული ძალა მოვა ხელისუფლებაში და უკრაინა რუსეთის პროტექტორატქვეშ მოექცევა, ან პრობლემას სამხედრო ძალით გადაჭრის. პირველი ვარიანტი უპრიანია, მაგრამ ნაკლებად შესაძლებელი. ამასთან, უკრაინის რაღაც ნაწილი მაინც უნდა აკონტროლოს რუსეთმა, სხვა არცერთი ვარიანტი პუტინსა და რუსეთთან შესაბამისობაში არ მოდის. 

უეჭველია, რომ ნატოს მოახლოება და ხალხის უკმაყოფილების ზრდა პუტინის მიერ აღიქმება არა როგორც ორი სხვადასხვა რამ, არამედ როგორც ერთი და იგივე - მტერი მოიწევს და მოახლოებასთან ერთად ისეთ სამუშაოებსაც ატარებს, რომ მას ფეხქვეშ მიწა გამოაცალოს. 

და კიდევ ერთი, პუტინის ზოგიერთი განცხადებიდან ჩანს, რომ მას მიაჩნია, რუსეთს სამხედრო უპირატესობა აქვს, რომელიც მალე განეიტრალდება. ეს ნიშნავს, რომ თავისი პირობების მიღება მან ახლა უნდა აიძულოს, რადგან მერე ამას ვერ შეძლებს.

შესაძლებელია თუ არა, რომ  ყველაფერი ჩაწყნარდეს, თუკი პუტინი მაინც გადაწყვეტს, რომ ეს მისთვის წაგებიანია? ერთი მხრივ, რა უშლის ხელს, თქვას: „არ უნდათ ჩვენი პირობების მიღება და ჯანდაბას, რამე სხვას გავაკეთებთ“. მეორე მხრივ, მოსალოდნელი რისკები შეუქცევადი ალბათ პუტინს კი არ ჰგონია, არამედ რუსეთის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას. ასეთი პრაქტიკა სავარაუდოდ კოლექტიური დაგეგმარების შედეგია. ეს ნიშნავს, რომ იმ ჩიხიდან გამოძრომა, რომელშიც პუტინმა თავი შერგო, ადვილად არ გამოვა. მოუწევს ახსნას, რა შეიცვალა და რატომ. თუ ახლანდელი დაძაბულობა რამე სახის ომით არ დასრულდა, ეს ელიტას შეაზანზარებს და ისიც გაურკვეველია, ისევ დარჩება თუ არა იქ [ელიტაში] პუტინი, რომლის გამძლეობაში დაეჭვების საბაბი აქამდე არ არსებობდა.

ამიტომაც, ის რასაც ახლა პუტინი აკეთებს, არა თავდასხმა, არამედ თავდაცვაა და ამის გამო ვითარება გაცილებით სახიფათო ხდება“.

იგორ იაკოვენკო: „მოდი წარმოვიდგინოთ: პუტინი არანაირ მსოფლიო დებოშს არ აწყობს; არც იარაღს აჩხარუნებს უკრაინის საზღვართან; არ ითხოვს აშშ-ისა და ნატოსგან, ახლავე დამნებდითო. მე არ ვლაპარაკობ ყირიმიდან გამოსვლასა და დონბასის დატოვებაზე, ეს უკვე წარმოდგენა კი არა, ფენტეზი იქნება. უბრალოდ, სტატუს-კვოს ინარჩუნებს.

კითხვა ჩნდება: რას იზამს პუტინი, ასეთ ნორმალურ ვითარებაში? მოღალატეებს შეებრძოლება და ოპოზიციას გაწმენდს? გასაწმენდიც აღარაფერი დარჩა. ლუკაშენკოს ინტეგრირებას დაიწყებს? ძნელია. ის საიმედო არაა. წელიწადში ორჯერ თავი თოვლის ბაბუად მოჰქონდა და მთელი ქვეყნიდან მასთან სხვადასხვა თხოვნით მოსულებს უსმენდა. თუ დააკვირდით, როგორი ზიზღით უყურებდა მათ, ვინც თავიანთი ხელმძღვანელობის დავალებით მივიდნენ და საავადმყოფოებისა და გზების მშენებლობისთვის ფულს ითხოვდნენ? ეკონომიკას მიხედავს და მოქალაქეების ცხოვრების დონეს გააუმჯობესებს? მოსაწყენია, მას არ გამოსდის. სცადა ფასებისთვის ზრდა აეკრძალა, მაგრამ არ უსმენენ, იზრდებიან, ოხრები.

პუტინის რუსეთი ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მხრივ საბოლოოდ მარცხდება, თან არა მხოლოდ დასავლეთთან, არამედ ჩინეთთან და კიდევ მთელ რიგ ქვეყნებთან. ეს სულ უფრო თვალნათელი ხდება, მათ შორის რუსეთშიც.

პუტინის ავანტიურის შედეგია ჩავარდნა რუსეთის საფონდო ბირჟაზე, საფონდო ინდექსი (MCX: RTSI), რომელიც რუსეთის საფონდო ბაზრის ძირითადი მაჩვენებელია, 7.29%-ით დაეცა. საშუალოდ 10%-ით დავარდა აქციები აუმსხვილესი რუსული კომპანიებისა: „სბერი“ და „იანდექსი“.

პუტინი ხვდება, რომ ნორმალურ სიტუაციაში ის წააგებს. ამიტომ არანორმალური სიტუაცია უნდა შექმნას, ომი ან „საომარი ფსიქოზი“. ოსტაპ ბენდერმა, როცა ხედავდა, რომ ჭადრაკის ყველა პარტიას აგებდა,  ფიგურები ოპონენტს შეაყარა, დაფა კი ლამპას მიალეწა. პუტინიც იმავეს აკეთებს, ოღონდ გლობალური მასშტაბით“.  

 

იგორ ეიდმანი: „პუტინი დასავლეთს საკუთარი თვითმკვლელობით უწევს შანტაჟს, დასავლელი პოლიტიკოსი-ფსიქოთერაპევტები კი ცდილობენ დაარწმუნონ, აივნიდან არ გადახტე და გამვლელებს არ დაენარცხოო. 

ამერიკელები და ევროპელები მართლა რუსოფობები რომ იყვნენ, არ შეეცდებოდნენ რუსეთი დაერწმუნებინათ, რომ უკრაინასთან   სრულმასშტაბიანი ომის წამოწყება საჭირო არ არის. უბრალოდ სიამოვნებით დააკვირდებოდნენ, როგორ მოიტეხდა რუსეთი ამ ომში კისერს.

თანამედროვე პაციფიზმი პატივისცემას იმსახურებს, მაგრამ ეფექტური არ არის. ხელისუფლების სათავეში მყოფი შეშლილი ფიქრობს, რომ მისი ნამდვილად ეშინიათ. ეს მას „გმირობისკენ“ უბიძგებს. დასავლელი პოლიტიკოსები ცუდი ფსიქოლოგები არიან. ისტერიით შეპყრობილი შანტაჟისტის გონზე მოყვანა მხოლოდ მაშინ შეიძლება, თუ ეტყვი: „გადახტი, გადახტი, ბოროტო, და ჩვენ დაგეხმარებით, რომ სასიკვდილოდ დაენარცხო“. მხოლოდ ასე თუ შეაჩერებ მის სიშლეგეს“.  

სერგეი მარკოვი: „როდის შეიძლება, რამე სერიოზული მოხდეს? 2022 წლის 3 თებერვალს? მიიჩნევა, რომ თუ ინიციატივა ამერიკელებისგან წამოვიდა, მოვლენები ჩინეთის ოლიმპიადას დაემთხვევა. ეს მათი სტილია.

2008 წლის 8 აგვისტოს, სწორედ ჩინეთის ოლიმპიადის გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე, ვაშინგტონიდან მოსული ბრძანების თანახმად, აშშ-ის მარიონეტმა სააკაშვილმა სამხრეთ ოსეთში ოპერაცია წამოიწყო. თან ჩინელებს დღესასწაულიც ჩაუმწარეს. ყველა საინფორმაციო გამოშვება ჩინეთის ტრიუმფზე კი არა, კავკასიაში გამოჩენილ ტანკებზე ლაპარაკობდა.

2014 წელს სოჭის ოლიმპიური თამაშების დროს აშშ-ის სპეცსამსახურებმა სახელმწიფო გადატრიალება მოაწყვეს. გათვლა ზუსტი აღმოჩნდა. პუტინმა არ მოინდომა, სამხედრო მოქმედებებით სოჭში რუსეთის ტრიუმფი გაეფუჭებინა, რომლისთვისაც ასე დიდხანს ემზადებოდა. 

2022 წლის 4 თებერვალს ჩინეთში ოლიმპიური თამაშები იწყება. ანტიჩინური კომპონენტი ამ წლების განმავლობაში აშშ-ის პოლიტიკაში კიდევ უფრო მოცულობითი გახდა. ამიტომ ლოგიკურია, რომ ჩინეთის დღესასწაული მორიგი ომით გააფუჭონ. ომი დაურთონ დიპლომატიურ ბოიკოტს, რომელსაც აშშ ჩინეთის თამაშების წინააღმდეგ ამზადებს. ამასთან, აშშ-ში დარწმუნებულები არიან, რომ პუტინი უფროს ძმას ზეიმს არ ჩაამწარებს და სამხედროების ღიად გამოყვანას მოერიდება.

რა თქმა უნდა, სცენარები ხშირად გაცილებით რთული აღმოჩნდება ხოლმე. თუმცა, მაინც თუკი ინიციატივა აშშ-ის ხელთ იქნება - ყველაზე მოსალოდნელი თარიღი თებერვლის დასაწყისია.

Читайте на 123ru.net

Другие проекты от 123ru.net



Архангельск

Архангельский «Ледокол» вышел в четвертьфинал Ночной хоккейной лиги



Жизнь

Армяне России поддерживают движение «Тавуш во имя Родины»






Новости 24 часа

Шапки женские вязаные на Wildberries, 2024 — новый цвет от 392 руб. (модель 466)



Game News

RPG Battle of Souls доступна в Google Play 2 стран



Москва

Стал известен победитель седьмого сезона шоу «Удивительные люди»



News Every Day

Ballroom culture coming to the Long Beach Pride Festival



Настроение

Большой Тхач



Москва

Екатерина I — Невеликая. Как «чухонская девка» дала России передышку



Анастасия Ивлеева

Суд отказал в иске о моральной компенсации за "голую вечеринку" Ивлеевой



Москва

Неадекватного пассажира, утверждавшего, что он участник СВО, сняли с поезда Челябинск-Москва



Арина Соболенко

Соболенко — Коллинз: белоруска выиграла первый сет в полуфинале Рима



Москва

Вендор технологических решений DатаРу перешел на сервис кадрового ЭДО от HRlink



Владимир Потанин

Глава Центробанка РФ: "Я вижу в ЦФА большой потенциал"



Симферополь

Фестиваль «Музыка моего города» в Бурятии украсил Театр кукол «Ульгэр»: Россия и Культура, Праздник и Дети



Москва

В Парке Горького вновь пройдет Московский детский фестиваль искусств «НЕБО»



Москва

Собянин сообщил об увеличении числа резидентов ОЭЗ «Технополис «Москва»



Москва

Шапки женские вязаные на Wildberries, 2024 — новый цвет от 392 руб. (модель 466)



103news.com — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 103news.com.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.

Другие популярные новости дня сегодня


Новости 24/7 Все города России





Топ 10 новостей последнего часа




Новости России

"Осьминог" в новом правительстве России: О слабых и сильных местах говорят эксперты

РОССИЯ И КИТАЙ: В МИРЕ ВОЗМОЖНА ГЕГЕМОНИЯ ЛИШЬ ИНТЕРЕСА НАРОДА, ЗАКОНА, ИСТИНЫ И СПРАВЕДЛИВОСТИ.

Азербайджанский мигрант возмутился из-за того, что в Калининграде суд назначил 4,5 года лишения свободы за убийство в ДТП школьницы. Видео

Шапки женские вязаные на Wildberries, 2024 — новый цвет от 392 руб. (модель 466)


Москва

Подмосковная общественная организация инвалидов «Колесница» провела автопробег






Rss.plus

Азербайджанский мигрант возмутился из-за того, что в Калининграде суд назначил 4,5 года лишения свободы за убийство в ДТП школьницы. Видео

Страдания юного Аюша Булчун

В Парке Горького вновь пройдет Московский детский фестиваль искусств «НЕБО»

Шапки женские вязаные на Wildberries, 2024 — новый цвет от 392 руб. (модель 466)

Moscow.media
Москва

Собянин рассказал о мерах поддержки предпринимательства в Москве



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Влад Топалов

«Я много раз в жизни ходил по краю»: Влад Топалов откровенно высказался в шоу «Человек-невидимка» на ТВ-3




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Бег — один из самых популярных видов спорта у россиян

В Росгвардии стартовал чемпионат по боксу "Кубок Победы"

Кто создает «креативный код» страны?


ATP

Теннисист Медведев может спуститься на пятое место в ATP после "Мастерса" в Риме



Новости Крыма на Sevpoisk.ru


#123ru.net

РОССИЯ И КИТАЙ: В МИРЕ ВОЗМОЖНА ГЕГЕМОНИЯ ЛИШЬ ИНТЕРЕСА НАРОДА, ЗАКОНА, ИСТИНЫ И СПРАВЕДЛИВОСТИ.



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России