საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა კიდევ 12 101 ადამიანს
საქართველოში გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 45 პაციენტი.
სამთავრობო საიტზე, stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, გასულ 24 საათში ჩატარებული 47 486 ტესტირებიდან დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 12 101 შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 14 764.
ამჟამად ქვეყანაში აქტიურად ცირკულირებს კორონავირუსის "ომიკრონ" ვარიანტი. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, დადასტურებული შემთხვევებიდან 95% "ომიკრონია".
22 თებერვლის დილის მონაცემებით, ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია:
დღიური - 25,48%;
ბოლო 7 დღის - 28,55%;
ბოლო 14 დღის - 30,65%.
ოფიციალური სტატისტიკით, 22 თებერვლის დილისთვის, კორონავირუსით ინფიცირების 127 270 აქტიური შემთხვევაა. მათგან საავადმყოფოებში მკურნალობენ 5358 პაციენტს. მძიმე მდგომარეობა აქვს 1230-ს, რომელთაგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა - 289.
2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, ტესტირებით აღრიცხულია 1 565 769 შემთხვევა. COVID-19-ით გარდაცვლილია 15 933 ადამიანი.