რუსეთი აცხადებს, რომ ლავროვი კვლავ მზად არის შეხვდეს ბლინკენს ჟენევაში
რუსეთმა განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მზად არის შეხვდეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს რუსეთის პრეზიდენტის ბრძანების შემდეგ, ჯარი შეიყვანოს უკრაინის აღმოსავლეთში, სეპარატისტების კონტროლის ქვეშ მყოფ რეგიონებში.
„ყველაზე რთულ ვითარებაშიც კი, ვამბობთ: ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებისთვის“, - განაცხადა 22 თებერვალს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ, - ამიტომ, ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა... მზად ვართ მოლაპარაკების პროცესისთვის“, - თქვა მან.
ამერიკულ მხარეს დაგეგმილი შეხვედრის გარშემო კომენტარი არ გაუვრცელებია. ლავროვის და ბლინკენის შეხვედრა, უკრაინის კრიზისის განხილვის მიზნით, დაგეგმილია 24 თებერვლისთვის ჟენევაში. აშშ-ის ოფიციალური პირების განაცხადებით, შეხვედრა შედგებოდა მხოლოდ მაშინ, თუ რუსეთი უკრაინაში არ შეიჭრებოდა. 21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ ის აღიარებს სეპარატისტული რეგიონების ლიდერების განაცხადს, მათ ხელში მყოფი ორი რეგიონის დამოუკიდებლობის შესახებ.