ჩინეთი „ახალი ვითარების პირობებში“ ჩრდილოეთ კორეასთან თანამშრომლობის გაღრმავებაზე ლაპარაკობს
ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინს მიმართა, სადაც ხაზგასმული იყო ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მნიშვნელობა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს, ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით.
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთი მზადაა, კორეულ მხარესთან ერთად, იმუშაოს ორი ქვეყნის მეგობრობისა და თანამშრომლობის განვითარებაზე „ახალი ვითარების პირობებში“.
რა იგულისხმება „ახალ ვითარებაში“ ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიას არ განუმარტავს.
სი ძინპინმა ასევე ხაზი გაუსვა „ცივი ომის მენტალიტეტის“ უარყოფის მნიშვნელობას და თქვა, რომ „სერიოზულად განიხილავს და პატივს სცემს ყველა ქვეყნის გონივრულ შეშფოთებას უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.“