კიევში დაიბომბა ტელეანძა, არის მსხვერპლი
უკრაიანის საგანგებო ვითარებათა სამინისტრო იტყობინება, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ კიევის ტელეანძის დაბომბვის შედეგად დაიღუპა ხუთი ადამიანი, ხუთი - უგზო-უკვლოდაა დაკარგული.
როგორც „უკრაინსკაია პრავდა“ იტყობინება უკრაინის პრეზიდენტის ოფისზე დაყრდნობით, სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა საოპერატოროსა და ტელეანძაზე და დროებით გაითიშება ტელემაუწყებლობა, მაგრამ მათი ნაწილის მუშაობა უახლოეს მომავალში კვლავ აღდგება. რიგი არხების ყურება შეიძლება ინტერნეტის საშუალებთ.
კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ დააზუსტა, რომ დარტყმის შედეგად დაზიანებულია ასევე ქვესადგური, რომელიც ტელეანძას ელექტროენერგიით ამარაგებს.
როგორც პრეზიდენტ ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრი ერმაკმა დაწერა სოცქსელში, რაკეტა მოხვდა ასევე ანძის გვერდით მდებარე „ბაბი იარის“ მემორიალი, სადაც მეორე მსოფლიო ომის დროს უკრაინის ოკუპაციისას გერმანიის ჯარებმა მასობრივად დახვრიტეს მშვიდობიანი მოსახლეობა. მოსახლეობა. SS-ის ძალებმა და ადგილობრივმა კოლაბორაციონისტებმა აქ 1941 წელს, ორი დღის განმავლობაში, 34 ათასი ებრაელი დახოცეს. დახვრიტეს ასევე ბოშები და საბჭოთა სამხედრო ტყვეები..