ქართველი მწერლები: გადადგეს ღარიბაშვილი, გაიყოლოს მთელი კაბინეტი - ეს ღირსების საქმეა
„სხვა გზას ვეღარ ვხედავ“, - დაწერა მწერალმა ირაკლი კაკაბაძემ და ქართველ მწერლებს, მთარგმნელებსა და გამომცემლებს მოუწოდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაეწყოთ.
მოკლე ტექსტში, რომელსაც ხელს უკვე 77 ადამიანი აწერს, ვკითხულობთ, რომ „სახელმწიფო ინტერესების ღალატისთვის, ამორალური განცხადებებისა და ქმედებების გამო, სასწრაფოდ უნდა გადადგეს თანამდებობიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრი!
ამ უმძიმეს ვითარებაში დაუშვებელია ჩვენს ქვეყანას წარმოადგენდეს ადამიანი, რომელიც არ გამოხატავს ხალხის ნებასა და ინტერესებს!
დიდება თავისუფლებას!
დიდება საქართველოს!
დიდება უკრაინას!”, – ნათქვამია მწერლების, გამომცემლების და მთარგმნელების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„ეს იყო, უპირველეს ყოვლისა, პოზიცია, რომ სულ ცოტა, ღირსების საქმეა, ამ ურთულეს პერიოდში ასეთი ადამიანი, ასეთი პოლიტიკოსი წარმოადგენდეს შენს ქვეყანას საერთაშორისო საზოგადოების წინაშე. იმიტომ რომ დღეს, უკრაინის მოვლენების შემდეგ, პუტინის ფაშისტური პოლიტიკის შემდეგ, იმდენად მკვეთრად არის ხაზი გავლებული - ან ხარ ადამიანი და ან არა. ეს თითქოს გაკვეთილი უნდა ყოფილიყო არა მხოლოდ ჩვენთვის, ყველასთვის, ევროპელებისთვისაც, თუმცა ასე არ მოხდა. ამიტომ მოვითხოვეთ ჩვენ საქართველოს პრემიერის გადადგომა და ამაში ისიც ვიგულისხმეთ, რომ მან უნდა თან გაიყოლოს მთელი თავისი კაბინეტი. მერე კი უნდა დაინიშნოს ან ვადამდელი არჩევნები, ან შედგეს კოალიციური მთავრობა, რომელიც შეძლებს ჩამოგვწმინდოს ლაფი და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე წარვსდგეთ ისეთ ქვეყნად, რომელსაც ამდენი ხნის განმავლობაში არც ღალატის და არც მეგობრის ჭირში დატოვების სახელი არ ჰქონია“, - უთხრა ირაკლი კაკაბაძემ რადიო თავისუფლებას.
მწერალი ამბობს, რომ ერთ დღეს თითქოს ყველამ ახალ ქვეყანაში, „ჯეორუსიაში“ გაიღვიძა:
„ელჩის გაწვევა კი ბოლო წერტილი და უდიდესი სირცხვილი იყო. ამიტომ უნდა ითქვას, რომ ქვეყანას კოლაბორაციონისტები მართავენ და არც მალავენ, რომ ისინი არიან რუსული პოლიტიკის ვასალები“.
ხელმომწერთა სია ამ დროისათვის ასე გამოიყურება:
ირაკლი კაკაბაძე (იაკი კაბე);
ზაალ ანდრონიკაშვილი;
დიანა ანფიმიადი;
ბექა ქურხული;
გიორგი არაბული;
ბელა ჩეკურიშვილი;
ვასო გულეური;
ტორესა მოსი;
თამთა მელაშვილი;
ნესტან ნენე კვინიკაძე;
ნატო ალხაზიშვილი;
ქეთი ქანთარია;
თორნიკე ჭელიძე;
ნათია გიორგაძე;
ნუკა ღამბაშიძე;
გიორგი შონია;
ნიკა ლაშხია;
ნინია მაჭარაშვილი;
ხათუნა თავდგირიძე;
რატი მუჯირი;
გვანცა ჯობავა;
მანანა მათიაშვილი;
ლექსო ქურხული;
ზვიად კვარაცხელია;
მაია კუდავა;
მაკა კასრაძე;
მაია ლიპარტელიანი;
დათო გორგილაძე;
იუნონა გურული;
ირინე ჭოღოშვილი;
ნინია სადღობელაშვილი;
ზურა პოპიაშვილი;
პაატა შამუგია;
სოფიო კუბლაშვილი;
კატო ჯავახიშვილი;
ქეთი ნიჟარაძე;
რუსუდან რუხაძე;
ნანა აბულაძე;
თეონა დოლენჯაშვილი;
რეზო გეთიაშვილი;
ნიკა ჩერქეზიშვილი;
ლუკა ბაქანიძე;
შორენა ლებანიძე;
ანა მილაშვილი;
დალილა გოგია;
ოთარ ჯირკვალიშვილი;
მარიამ წერეთელი;
ზაზა კოშკაძე;
არჩილ ქიქოძე;
ნანა გოგოლაშვილი;
მიხეილ ციხელაშვილი;
მაკა ლდოკონენი;
თეონა ჭანიშვილი;
ლანა კალანდია;
ალექსანდრე ლორთქიფანიძე;
ეკატერინე ტოგონიძე;
თამარ კვიჟინაძე;
თემურ ჩხეტიანი;
ინა კულიშოვა;
ნანა აკობიძე;
ლელა ცუცქირიძე;
გიორგი ჩუთლაშვილი
თაკო ფოლადაშვილი;
მაია დონაძე;
ანა კოპალიანი;
მათე სარალიშვილი;
მაია ალუდაური;
ბოსო სოლომანაშვილი;
ლელა კოდალაშვილი;
გიორგი კაკაბაძე;
ლადო კილასონია;
ნატო დავითაშვილი;
თორნიკე სიბაშვილი;
დარეჯან კიკოლიაშვილი;
გია გოკიელი;
გიორგი ხარაიშვილი;
თამრი ფხაკაძე.
ხელმოწერები გრძელდება.