კიევი: რუსეთი სირიელ და ლიბიელ დაქირავებულებს 300-600 დოლარს გადაუხდის
თავდაცვის სამინისტრო შინაგან საქმეთა სამინისტროს სადაზვერვო სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ დაქირავებულები ხანმოკლე წვრთნას გაივლიან ადგილზე და შედეგ Ту-134 და Ту-154 ტიპის თვითმფირანებით მოხდება მათი გადაყვანა რუსეთის ტერიტორიაზე, საიდანაც ისინი უკვე უკრაინასთან ომში ჩაერთვებიან.
„ბოლო დღეებში რუსეთმა უკვე შეაგროვა რამდენიმე ათასი სირიელი დაქირავებული საოკუპაციო ჯარებისთვის... ვარაუდობენ, რომ სირიელები უკრაინელების წინააღმდეგ გამოიყენებენ მძიმე არტილერიას და სნაიპერის შეიარაღებას.
ასევე დადასტურებულია ინფორმაცია უკრაინაში ბრძოლისთვის ლიბიელების მომზადების შესახებ. რუსეთი დაქირავებულებს ყოველთვიურად გადაუხდის 300-დან 600 დოლარამდე“, - აცხადებს უკრაინის თავდაცვის სამინისტრო.
სირიელების დახმარებით სარგებლობის გადაწყვეტილება ექსპერტების დიდმა ნაწილმა ჩათვალა იმის დასტურად, რომ კრემლს უკრაინაში დამარცხების რეალური შიში გაუჩნდა. პროკრემლისტური მედია და ანალიტიკოსები ცდილობენ დაამტკიცონ, რომ სირიელები არა დაქირავებულები, არამედ მოხალისეები არიან და რუსეთი მათ გასამრჯელოს არ გადაუხდის. სირიელების დახმარებაზე თანხმობა ვლადიმირ პუტინმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა.
რუსეთი მუდმივად უჭერდა მხარს ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლებას, რომელმაც საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენა.
უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის არმია 24 თებერვალს შეიჭრა. რუსი სამხედროები უმოწყალოდ ბომბავენ საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებსა თუ სამშობიარო სახლებს. უკრაინის ხელისუფლების მიერ 13 ბავშვი.