Добавить новость
World News in Georgian

Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

რატომ იბრძვის რუსეთი მარიუპოლისთვის ასეთი გაავებით?

მარიუპოლი რუსეთისთვისაც და უკრაინისთვისაც სტრატეგიული ქალაქია, ამიტომ იბრძვის მისთვის ორივე მხარე ბოლომდე. ამასობაში მარიუპოლში შენობების 90 პროცენტი განადგურდა. მარიუპოლის მერის მოადგილე სერგეი ორლოვი ამბობს, რომ დაიღუპა 3 ათასზე მეტი ადამიანი. თუმცა, რადგანაც ბევრი ჯერაც ნანგრევებშია მოყოლილი, ვარაუდობენ, რომ მსხვერპლი გაცილებით დიდი უნდა იყოს.


ნადეჟდა სუხორუკოვა მარიუპოლის ერთ-ერთი მკვიდრია. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ მისი ყოფა ერთი ხელის მოსმით შეიცვალა. ახლა უკვე აღარც სჯერა, რომ სადღაც ერთ თვის წინ სულ სხვანაირი ცხოვრება ჰქონდა.


„ვიცი, რომ სიკვდილისთვის ვარ განწირული, ეს დროის ამბავია. ამ ქალაქში ახლა ყველა სიკვდილს ელის. მხოლოდ იმას ვნატრობ, ის ძალიან სასტიკი არ იყოს. სამი დღის წინ ჩემი ძმისშვილის მეგობარი გვეწვია და მოგვიყვა, რომ სახანძრო განყოფილებას ესროლეს. რამდენიმე ადამიანი სიცოცხლეს გამოესალმა, ერთ ქალს ხელ-ფეხი და თავი მოსძვრა. ვოცნებობ, ჩემი კიდურები ჩემთან დარჩეს, თუნდაც ბომბის აფეთების შემდეგ. არ ვიცი რატომ, მაგრამ მგონია, რომ ეს მნიშვნელოვანია. თან სანამ ბრძოლაა, ვერავის დავმარხავთ, ასე გვითხრა პოლიციელმა, როდესაც ქუჩაში გამოვიჭირეთ და ვკითხეთ, რა ვუყოთ ჩვენი მეგობრის გარდაცვლილ ბებიასო. გვირჩია, აივანზე გაგვეტანა. ახლა ვფიქრობ, ნეტავ, კიდევ რამდენ აივანზე აწყვია ცხედრები.


მესამე სართულზე ვიღაცის სახეს ვხედავ... მეშინია ცოცხლების.


მთელი დღეა გარეთ ვარ და გარშემო სამარისებული სიჩუმეა. არც მანქანები, არც ხმები, არც ბავშვები, არც ძელსკამებზე ჩამომსხდარი ბებიები. ქარიც კი მკვდარივითაა. რამდენიმე კაცი ჩანს, სახლის გვერდით და მანქანების სადგომზე წვანან, ზედ ტანსაცმელი ახურავთ. არ ვიხედები იქითკენ, მეშინია, ვინმე ნაცნობი არ დავინახო“, - ნადეჟდა სუხორუკოვამ ეს თავის ფეისბუკის გვერდზე დაწერა, 20 მარტს.




ქალაქი მარიუპოლი ერთ-ერთია უკრაინის დიდი ქალაქებიდან. მისი მოსახლეობა 450 ათას ადამიანს ითვლის, უფრო სწორად, ითვლიდა. მას შემდეგ, რაც ომი დაიწყო, მარიუპოლის მცხოვრებლები სამშვიდობოს გასვლას ცდილობენ. ქალაქი დონეცკის რაიონში, აზოვის ზღვასთან მდებარეობს. ეთნიკური თვალსაზრისით მოსახლეობა ჭრელია. აქ ცხოვრობენ როგორც უკრაინელები, ასევე რუსები, ბერძნები, ებრაელები და ბელარუსები.


ომის დაწყების დღიდან მარიუპოლი, ისევე როგორც ხარკოვი, მუდმივად იბომბება. ხალხი სარდაფებსა და სხვა თავშესაფრებშია შეხიზნული, თუმცა, ხშირად ესეც ვერ შველის. მარიუპოლის თეატრს, რომელსაც ათასამდე ადამიანი, მათ შორის ბავშვები აფარებდნენ თავს, რამდენიმე დღის წინ ბომბი ესროლეს.


„ამ კვირაში, ღვთისმშობლის სახელის მატარებელი ქალაქი მარიუპოლი გახდა მოწამებრივი ქალაქი იმ სასტიკ ომში, რომელიც უკრაინას ანგრევს. არ არსებობს არანაირი მიზეზი, რამაც შეიძლება გაამართლოს ბავშვების, უდანაშაულო და უიარაღო მშვიდობიანი მოსახლეობის ბარბაროსული მკვლელობები“, - განაცხადა რომის პაპმა ფრანცისკემ.


რა სტრატეგიული დანიშნულება აქვს მარიუპოლს უკრაინისთვის? სამხედრო ექსპერტი აკია ბარბაქაძე ამბობს, რომ მარიუპოლი რუსეთს ყირიმის, ლუგანსკისა და დონეცკის მის მიერვე აღიარებული სახელმწიფოების გასაერთიანებლად სჭირდება.  




„აზოვის ზღვის სანაპირო ზოლს დაიკავებს. მარიუპოლი ზღვაზე გასასვლელი ქალაქია. ასევე რუსეთს უნდა ხერსონიც. ხერსონს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს წყლის გამო, ყირიმის ნახევარკუნძულზე წყალი უკრაინიდან შედიოდა და გამანაწილებელი ხერსონთან მდებარეობს. აი, ეს არის პუტინის ჩანაფიქრი, დაიკავოს ეს ტერიტორიები და შემდეგ გაყინოს კონფლიქტი. ახლა მას ლუგანსკსა და დონეცკთან სახმელეთო მისასვლელი არა აქვს“.


აკია ბარბაქაძე ამბობს, რომ მარიუპოლისთვის რუსეთიც გააგრძელებს ბრძოლას და უკრაინაც. მარიუპოლის მშვიდობიანი მოსახლეობის ჟლეტა კი რუსეთის მხრიდან მცდელობაა, უკრაინელები მორალურად გატეხოს.


„ომის პირველი საათებიდან რუსეთი ჰუმანიტარული კორიდორებიდან იტაცებს მოსახლეობას, მიჰყავს სადღაც რუსეთის სიღრმეში, მათ დაკითხვებს უწყობენ და ზოგადად, როგორც მტრებს ისე ეპყრობიან. უკრაინელებისთვის ახლა ერთადერთი გამოსავალია, მთლიანად გაწმინდონ უკრაინის ტერიტორია რუსული ჯარისგან, სხვა გზა მათ არ დაუტოვეს. უკვე იმდენი სისხლია დაღვრილი, უკრაინელები არც გაჩერდებიან და ვერც გაჩერდებიან. იქ ცნობილი „აზოვის“ ბატალიონი იბრძვის“.


ბატალიონი „აზოვი“ 2014 წელს შეიქმნა და დღეს უკრაინის ეროვნული გვარდიის რიგებში ირიცხება. სპეციალური დანიშნულების ამ დანაყოფს, ბრძოლებში მონაწილეობის დიდი გამოცდილება აქვს. 




სულ ახლახან უკრაინამ უარი თქვა, შეასრულოს რუსეთის ულტიმატუმი, რომლის თანახმად, მარიუპოლიდან ჰუმანიტარული დერეფნების გახსნის სანაცვლოდ, ქალაქი უკრაინელმა სამხედროებმა უნდა დატოვონ.


„ვერანაირ ჩაბარებასა და იარაღის დაყრაზე საუბარი ვერ იქნება და ეს რუსულ მხარეს უკვე ვაცნობეთ“, - განაცხადა უკრაინის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა. 


პირიქით, უკრაინა მოითხოვს, რუსმა სამხედროებმა დაუყოვნებლივ გახსნან ჰუმანიტარული დერეფნები, რათა მარიუპოლის მშვიდობიანი მცხოვრებნი ზაპოროჟიეში გადაიყვანონ.


და ისევ ნადეჟდა სუხორუკოვას პოსტი ფეისბუკიდან: 


„ხალხი მარიუპოლის სარდაფებში ზის. მათთვის ყოველდღე უფრო და უფრო რთულია გადარჩენა. არა აქვთ წყალი, საჭმელი, სინათლე, გარეთ გამოსვლაც არ შეუძლიათ გაუთავებელი სროლების გამო. მარიუპოლის მოქალაქეებმა უნდა იცოცხლონ. დაეხმარეთ მათ გამოსვლაში. ყველამ იცოდეს, რომ მშვიდობიან მოსახლეობას ახლაც ხოცავენ“.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media









103news.com — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 103news.com.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.

Другие популярные новости дня сегодня


Новости 24/7 Все города России



Топ 10 новостей последнего часа



Rss.plus


Новости России







Rss.plus
Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России