ირაკლი ღარიბაშვილი მწუხარებას გამოთქვამს მედლინ ოლბრაიტის გარდაცვალების გამო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის პირველი ქალი სახელმწიფო მდივნის, მადლენ ოლბრაიტის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და მის ოჯახსა და ახლობლებს უსამძიმრებს.
„სამძიმარს ვუცხადებ მადლენ ოლბრაიტის ოჯახსა და ახლობლებს. ის იყო მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დიპლომატი და დემოკრატიის შეუპოვარი ჩემპიონი. შეერთებული შტატების პირველი ქალი სახელმწიფო მდივნის რანგში, მადლენ ოლბრაიტი იყო ჭეშმარიტი ნოვატორი და მთელი თავისი სიცოცხლე ხალხის მსახურებას მიუძღვნა”, - წერს ღარიბაშვილი „ტვიტერზე".
84 წლის ასაკში გარდაიცვალა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ბილ კლინტონის ადმინისტრაციის პერიოდში, მედლინ ოლბრაიტი. ამის შესახებ 23 მარტს განაცხადა მისმა ოჯახმა. ის კიბოთი იყო ავად.