ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინას ჰუმანიტარული დახმარების სახით 1 მილიარდ დოლარზე მეტს გამოუყოფს
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ჰუმანიტარული დახმარების სახით აშშ-ის უკრაინას 1 მილიარდ ამერიკულ დოლარზე მეტს გამოუყოფს.
„ჩვენ მზად ვართ, რომ 1 მილიარდ დოლარზე მეტით დავაფინანსოთ ახალი ჰუმანიტარული დახმარება მათთვის, ვინც უკრაინაში რუსეთის ომის შედეგად დაზარალდა“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე.
აშშ-ის ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინისადმი დახმარების პარალელურად აშშ-ი და მისი მოკავშირეები უფრო აძლიერებენ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ.
ხუთშაბათს შეერთებულმა შტატებმა ახალი სანქციები დაუწესა რუსეთს, უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებულ ფართომასშტაბიან სამხედრო ინტერვენციასთან დაკავშირებით.
სანქციების სიაში შედიან რუსეთის სახელმწიფო სათათბირო, როგორც ინსტიტუტი და ასევე 328 დეპუტატი.
ასევე სიაში, სხვათა შორის, არიან ბანკ „სბერბანკის“ ხელმძღვანელი გერმან გრეფი, მილიარდერ გენადი ტიმჩენკოს მეუღლე, ასევე რუსეთის თავდაცვის საწარმოების ხელმძღვანელები და რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან დაკავშირებული რამდენიმე ათეული კომპანია.