ჯო ბაიდენმა პუტინს „ომის დამნაშავე“ უწოდა
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი საომარი დანაშაულის ფაქტებზე გამოძიების დაწყებას ითხოვს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის წინააღმდეგ, რომელსაც ბაიდენმა უწოდა ომის დამნაშავე და აღნიშნა, რომ აპირებს ახალი სანქციების შემოღებას რუსეთის წინააღმდეგ.
„ეს კაცი სასტიკია... ის, რაც ბუჩაში ხდება, აღმაშფოთებელია“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა, რომელსაც მხედველობაში ჰქონდა უკრაინის ქალაქი ბუჩა, სადაც, გავრცელებული ცნობით, რუსეთის ჯარმა ათობით მშვიდობიანი მცხოვრები დახოცა.
4 აპრილს, თეთრი სახლის წინ სიტყვით გამოსვლის დროს, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აუცილებელია უფრო მეტი მტკიცებულების შეგროვება, რომლებიც სამხედრო დანაშაულის გამოძიების პროცესში იქნება გამოყენებული.