რუსეთი „ფეიკს“უწოდეს ქალაქ ბუჩაში მისი ჯარისკაცების სისასტიკეს და გაეროს უშიშროების საბჭოს მოწვევას ითხოვს
მიუხედავად ფოტო და ვიდეო მტკიცებულებისა რუსეთის პრესმდივანი, დმიტრი პესკოვი და საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი, „ინსცენირებულს“ და „ფეიკს“ უწოდებენ ქალაქ ბუჩაში რუსი ოკუპანტების მიერ ჩადენილ გენოციდს.
„ვითარება ბუჩაში ინსცენირებულია, რომელსაც სოციალურ ქსელში უკრაინა და დასავლეთი აღვივებენ“, - მოჰყავს სერგი ლავროვის სიტყვები რუსულ საინფორმაციო სააგენტო „ტასს“, ხოლო კრემლის პრესმდივან, დმიტრი პესკოვის თანახმად, რომ „ბუჩაში სამოქალაქო პირების დახოცვის შესახებ ინფორმაცია სერიოზულ ეჭვებს უნდა დაექვემდებაროს, რადგან ვიდეოთაღლითობისა და სხვა ფიეკიების ნიშნებს შეიცავს“ .
ბუჩის მოვლენებზე რუსეთი 4 აპრილს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევას ითხოვს. ამის შესახებ განაცხადა გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, დმიტრი პოლიანსკიმ. რუსმა დიპლომატმა „უკრაინელი რადიკალების აღმაშფოთებელი პროვოკაცია“ უწოდა რუსეთის არმიის მიერ კიევის გარეუბანში ჩადენილი მშვიდობიანი მოქალაქეების მასობრივი დახოცვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის მხრივ მოუწოდა გაეროს უშიშროების საბჭოს, რომ შეფასება მისცეს რუსეთის ქმედებებს.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ქალაქ ბუჩაში ჩავიდა, BBC-ს ცნობით ზელენსკი გაესაუბრა ადგილობრივ მოსახლოებას და ის ტერიტორია დაათვალიერა სადაც მანამდე რუსული კოლონა იდგა. გამოცემის ცნობით, ზელენსკიმ კიდევ ერთხელ თქვა, რომ რუსეთის არმიამ ჩაიდინა სამხედრო დანაშაული და გენოციდი.
გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში ბუჩაში მომხდარი მოვლენების დამოუკიდებელ გამოძიებას ემხრობა.
კიევის მახლობლად მდებარე ქალაქ ბუჩაში, საიდანაც რუსებმა უკან დაიხიეს, აღმოაჩინეს ათობით მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი.
ბუჩაში ნანახის შემდეგ მსოფლიო ლიდერები რუსეთისადმი დამატებითი სანქციების შემოღების აუცილებლობას ხედავენ.