რუსთაველის გამზირზე საქართველოს პარლამენტის შენობის წინ უკრაინაში დაღუპულთათვის პატივის მისაგებად მოქალაქეები იკრიბებიან
რუსთაველის გამზირზე საქართველოს პარლამენტის შენობის წინ, 9 აპრილის მემორიალთან უკრაინაში დაღუპულთათვის პატივის მისაგებად მოქალაქეები იკრიბებიან.
მოქალაქეები 9 აპრილის მემორიალთან ბუჩაში და უკრაინის სხვა ქალაქებში დაღუპულთათვის სანთლებს დაანთებენ.
ღონისძიების ორგანიზატორი მოძრაობა “ სირცხვილიას“ წევრები არიან. აქციაში სამოქალაქო აქტივისტები, მოქალაქეები და ცნობილი ხელოვანები იღებენ მონაწილეობას.