ლავროვმა ბუჩაში მომხდარ სისასტიკეს “დადგმული აქტი“ უწოდა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ბუჩაში მომხდარ სისასტიკეს, “დადგმული აქტი“ და „ყალბი თავდასხმა“ უწოდა, რომელიც უკრაინისა და დასავლეთის მიერ იყო განხორციელებული.
ინფორმაციას რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ტასი“ აქვეყნებს.
ლავროვი აცხადებს, რომ „მორიგი ყალბი თავდასხმა“ მას შემდეგ მოაწყვეს, რაც რუსმა სამხედროებმა ქალაქი ბუჩა დატოვეს.
ბუჩაში ჩადენილ სისასტიკეს კრემლის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვიც გამოეხმაურა.
„ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ ყველა ბრალდებას“, – აღნიშნა პესკოვმა.
მანვე დასძინა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ვიდეო ყალბია.