საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინელ კოლეგას პასუხობს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩაშვილი ტვიტერზე ეხმაურება უკრაინელ კოლეგას დმიტრო კულებას და კეთილი სურვილებისთვის მადლობას უხდის. ახალდანიშნული მინისტრი იმედოვნებს, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება მათი თანამშრომლობით.
„გმადლობთ, დმიტრო კულება კეთილი სურვილებისთვის. დარწმუნებული ვარ ჩვენი ნაყოფიერი თანამშრომლობა მეტად გააძლიერებს უკრაინელ და ქართველ ხალხს შორის მეგობრობას, საერთო წარმატებების მისაღწევასა და გამოწვევების დასაძლევად. ჩვენი მტკიცე მხარდაჭერა და სოლიდარობა უკრაინელ ხალხს მათ ბრძოლაში ქვეყნისა და იმ ფასეულობისთვის, რომელსაც ჩვენ ვიზიარებთ“,- წერს ილია დარჩიაშვილი ტვიტერზე.
მანამდე დმიტრო კულება გამოხმაურება საქართველოს ახალი საგარეო საქმეთა მინისტრის დანიშვნას და განაცხადა, რომ მასთან მუშაობის დაწყებას მოუთმენლად ელის და რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ მხარდაჭერის იმედი აქვს.