ბელარუსი გაზის საფასურს აპრილიდან რუსული რუბლით გადაიხდის
ბელარუსი გაზის საფასურს აპრილიდან რუსული რუბლით გადაიხდის, – ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.
შესაბამის დოკუმენტს ხელი სანქტ-პეტერბურგში ბელარუსის ენერგეტიკის მინისტრმა ვიქტორ კარანკევიჩმა და „გაზპრომის“ ხელმძღვანელმა ალექსეი მილერმა მოაწერეს.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ აპრილიდან მიწოდებული ბუნებრივი აირის ფასი ბელარუსისთვის უფრო შეღავათიანი გახდა.
„მიღწეული შეთანხმებების გათვალისწინებით, უახლოეს მომავალში ბელარუსის მთავრობა მომხმარებლებისთვის ბუნებრივი აირის ფასს შეამცირებს“, – ნათქვამია ანგარიშში.