ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედ მეორეს 96 წელი შეუსრულდა
ნორფოლკის ოლქში, სადაც მონარქსა და მის ოჯახს მეგობრები შეუერთდნენ, ელისაბედ მეორე წინ დღით უინძორიდან ვერტმფრენით ჩაფრინდა. იგი სავარაუდოდ მცირე "ვუდ ფარმის" კოტეჯში გაჩერდება, სადაც დასვენება უყვარდა მის მეუღლე, პრინცი ფილიპეს, რომელიც გასული წლის აპრილში 99 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მთელი ცხოვრების განმავლობაში ელისაბედ მეორე გატაცებულია ცხენებით. ამიტომ მისი ეს გატაცება აისახა დაბადების დღისთვის გამოცემულ საფოსტო მარკაზე, რომელზეც დედოფალია გამოსახული ორი პონით, - წერს BBC.
70 წლის წინ, 1952 წლის 6 თებერვალს, ელისაბედ მეორე გახდა დედოფალი ბრიტანეთისა და თანამეგობრობის სხვა ქვეყნების, ახალი ზელანდიის, ავსტრალიის და კანადის ჩათვლით.
ამ დღეს გარდაიცვალა მამამისი, მეფე ჯორჯ მეექვსე. ელისაბედი ამ დროს ბრიტანეთის მაშინდელ კოლონია კენიაში იმყოფებოდა ვიზიტად. სამშობლოში დაბრუნებისას ის დედოფალი იყო. ელისაბედ მეორე სამეფოს განაგებს უკვე 70 წელიწადია. ასე ხანგრძლივად ამ ქვეყნის არცერთი მონარქი არ ყოფილა ტახტზე. მისი დედოფლობის მანძილზე გამოიცვალა 14 პრემიერ-მინისტრი, მათ შორის პირველი, უინსტონ ჩერჩილი იყო.