Добавить новость
World News in Georgian

Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

კინოცენტრის კონკურსის დამტკიცებული ჟიური კარლო სიხარულიძემ ახლით ჩაანაცვლა

კინორეჟისორი და პროდუსერი, სალომე ჯაში ავრცელებს ინფორმაციას კინოცენტრის საკონკურსო ჟიურის ახალი შემადგენლობის შესახებ, რომელიც კინოცენტრის ახალმა დირექტორმა და კულტურის მინისტრის მოადგილემ, კახა (კარლო) სიხარულიძემ დაამტკიცა.


სალომე ჯაშის ინფორმაციით, "პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის დასაფინანსებლად" გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეებს გასაუბრებაზე შეცვლილი შემადგენლობა შეხვდათ. მათ შესახებ ინფორმაცია არც კულტურის სამინისტროს და არც კინოცენტრის ფეისბუქის გვერდზე განთავსებული ამ დრომდე არ არის. ვებ-საიტი სამინისტროს დამოუკიდებლად არსებობის ერთი წლის შემდეგ ჯერაც არ აქვს.


ჟიურის შემადგენლობა, რომელიც კახა (კარლო) სიხარულიძემ დააკომპლექტა, ასეთია:



გოგა ხაინდრავა - რეჟისორი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების დარგში, შპს ლე ხაინდრაო პროდაქშენ-ის ერთ-ერთი მეწილე
ბაჩო ოდიშარია - კინოკრიტიკოსი, Post TV-ის წამყვანი
მერაბ კოკოჩაშვილი - რეჟისორი
რუსუდან გლურჯიძე - რეჟისორი
ირაკლი სამსონაძე - დრამატურგი და მწერალი
გიორგი ცხვედიანი - რეჟისორი
გიორგი მეგრელიშვილი - მსახიობი, სცენარისტი და რეჟისორი


ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კინოცენტრის ახალმა ხელმძღვანელმა სადებიუტო ფილმებისთვის გამოცხადებულ კონკურსში დამტკიცებული ჟიური ახლით ჩაანაცვლა, ასევე ფეისბუქის საშუალებით გაავრცელა მწერალმა და რეჟისორმა, ბესო სოლომანაშვილმა. ის ახლა უკვე გაუქმებული ჟიურის თავმჯდომარეა. კინოცენტრის ხელმძღვანელის ბრძანება საკონკურსო კომისიის შემადგენლობის ცვლილებით 15 აპრილით თარიღდება. მასში განმარტებული არ არის, რა გახდა ჟიურის შემადგენლობის ცვლილების მიზეზი, რომელიც 2022 წლის 14 თებერვალს დაკომპლექტდა.




"14 თებერვალს კინოცენტრის დირექტორის ბრძანებით შეიქმნა და დამტკიცდა 2022-23 წლის წარმოების დაფინანსების კონკურსზე შემოტანილ პროექტთა განმხილველი საექსპერტო კომისიის წევრთა შემადგენლობა. კომისიას გადაეცა საკონკურსოდ შემოსული 15 განაცხადი, შესაბამისი დოკუმენტაციით და ვიზუალური მასალით. კომისიას მიეცა 45 დღიანი ვადა პროექტების შესაფასებლად (ყოველი პროექტისთვის 3 დღე) და 28, 29, 30 მარტს დაინიშნა გასაუბრების განრიგი, რის შესახებაც ასევე ეცნობათ კონკურსატებსაც.


თუმცა, 18 მარტს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრის დირექტორი გაგა ჩხეიძის თანამდებობიდან გათავისუფლების და აღნიშნულ თანამდებობაზე 3 წლის ვადით საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზარდობის მინისტრის პირველი მოადგილის კარლო (კახა) სიხარულიძის დანიშვნიდან რამდენიმე დღეში, კერძოდ კი 23 მარტს კომისიის წევრებს ელ.ფოსტით ეცნობათ გასაუბრების გადავადების შესახებ და იქვე პირობა, რომ ახალი ვადების განსაზღვრისთანავე დამატებითი შეატყობინებდნენ კომისიის წევრებს.


6 აპრილს, კომისიის წევრებმა განცხადებით მიმართეს კინოცენტრის ახალ დირექტორს მიეწოდებინათ ინფორმაცია გასაუბრების ახალ ვადებთან დაკავშირებით, რაზეც 15 აპრილს კომისიას აცნობეს, რომ კინოცენტრის დირექტორის ბრძანებით, აღნიშნულ კონკურს ახალდანიშნული საექსპერტო კომისია განიხილავს და რომ ეს გადაწყვეტილება 28 მარტს იქნა მიღებული.


მიუხედავად იმისა, რომ ლეგიტიმურმა კომისიამ შეხვედრის თხოვნით მიმართა კინოცენტრის ახალ ხელმძღვანელობას, აღნიშნული თხოვნა არ დაკმაყოფილდა. ამდენად, ჩვენთვის დღემდე პასუხგაუცემელია, თუ რამ განაპირობა ერთი კომისიის მეორე კომისიით ჩანაცვლება" - წერს ფეისბუქზე ბესო სოლომანიშვილი, რომელიც მიიჩნევს რომ კინოცენტრი კანონდარღვევით მოქმედებს და ლახავს როგორც საექსპერტო კომისიის წევრების უფლებებს, ასევე მათ პროფესიულ რეპუტაციას და პიროვნულ ღირსებას. 




ეროვნული კინოცენტრის ხელმძღვანელად კარლო (კახა) სიხარულიძე მას შემდეგ დაინიშნა, რაც მინისტრმა თეა წულუკიანმა ვადის ამოწურვამდე ერთი თვით ადრე გაათავისუფლა ამ პოზიციიდან გაგა ჩხეიძე. რადიო თავისუფლების რამდენიმე წყაროს ცნობით, ბაჩო ოდიშარიას საკონკურსო ჟიურის შემადგენლობაში ჩასმას გაგა ჩხაიძეს დირექტორის პოსტზე ყოფნისასაც სთავაზობდნენ სამინისტროდან. გათავისუფლების შემდეგ გაგა ჩხეიძემ რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ცენზურის მცდელობებზე ისაუბრა, მოგვიანებით კი სამართლებრივი დავა დაიწყო სამინისტროს წინააღმდეგ. თავის მხრივ სამინისტროს პროკურატურაში აქვს გადაგზავნილი კინოცენტრში ჩატარებული შიდა აუდიტის დასკვნა.




 

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media









103news.com — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 103news.com.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.

Другие популярные новости дня сегодня


Новости 24/7 Все города России



Топ 10 новостей последнего часа



Rss.plus


Новости России







Rss.plus
Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России