თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ასახულია გეგმური სწავლებების ფარგლებში ტექნიკის ტრანსპორტირება
როგორც სამინისტრო განმარტავს, ტექნიკა წარმოადგენს პირველი ქვეითი ბრიგადის საკუთრებას და ის გეგმური ასეულის დონის საველე სწავლების შემდეგ ბრუნდებოდა ქალაქ გორში.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა და რკინიგზის გამოყენებით ამ პოლიგონზე წლებია გეგმური სწავლებების ფარგლებში ტექნიკის ტრანსპორტირება ხდება.
თავდაცვის სამინისტრო მოსახლეობას სთხოვს, თავი შეიკავონ მსგავსი შინაარსის ვიდეოების გავრცელებისგან, რაც, მისი შეფასებით, საზოგადოებაში უსაფუძვლო პანიკას იწვევს.