Добавить новость
World News in Georgian



Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

ბურიატები - რუსეთის არმიის საზარბაზნე ხორცი?

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო საგულდაგულოდ მალავს ცოცხალი ძალის დანაკარგის შესახებ ინფორმაციას, რომელიც უკანასკნელად თითქმის ორი თვის წინ გამოქვეყნდა. 25 მარტის ოფიციალური მონაცემებით, ბრძოლის ველზე დაიღუპა 1351 რუსი სამხედრო მოსამსახურე. არადა, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ამტკიცებს, რომ დაღუპულთა რაოდენობა მოწინააღმდეგის მხარეს 27 ათასს აღწევს. რუსეთის კანონმდებლობით, ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის დროს ცოცხალი დანაკარგების სტატისტიკური მონაცემები სახელმწიფო საიდუმლოებაა და მათი არასანქცირებული გამოქვეყნება სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება, თუმცა სამხედრო ექსპერტები, რუსეთის რეგიონული მედიისა და ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, ასკვნიან, რომ ომის დაწყებიდან დაღუპულია რამდენიმე ათასი რუსი სამხედრო.


ФСБ რიტუალური მომსახურების ხარჯების გაზრდას ითხოვს

ომის დაწყებიდან ორი თვის თავზე უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა (ФСБ) თხოვნით მიმართა მთავრობას, 17%-ით გაზარდოს სამხედროებისთვის დაკრძალვისა და საფლავის ქვების მოწყობის დაფინანსება. ამ დროისთვის რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაკრძალვის რიტულისთვის გამოიყოფა არაუმეტეს 20 350 რუბლი (315 დოლარი), მოსკოვსა და პეტერბურგში კი არაუმეტეს 28 178 რუბლისა (417 დოლარი). ФСБ ითხოვს ამ თანხების გაზრდას შესაბამისად 23,837 და 33,005 რუბლამდე. შეთავაზების მიხედვით ერთი საფლავის ქვის ღირებულება იზრდება 4,8-6 ათასი რუბლით. მთლიანობაში, ერთი გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის დაკრძალვის ხარჯის კომპენსაცია გაიზრდება 56,400-74,200 რუბლამდე იმის მიხედვით თუ რა სტატუსის მატარებელია გარდაცვლილი და სად დაკრძალავენ მას.


განმარტებით ბარათში სამხედროების დაკრძალვისთვის დამატებითი თანხის გამოყოფის მოთხოვნა აიხსნება იმით, რომ ეს ხარჯები არ მოხვდა ყოველწლიურად ინდექსირებული სოციალური გადასახადების სიაში.


ვერდამალული დანაკარგები

რუსეთის დანაკარგების შესახებ ინფორმაციის ყველაზე სარწმუნო წყარო რუსეთის რეგიონული მედიაა, რომელიც პერიოდულად აქვეყნებს როგორც დაღუპული სამხედროების ნეკროლოგებს, ასევე რეპორტაჟებს გასვენებებიდან და სხვა მემორიალური ღონისძიებებიდან, რომლებშიც მონაწილე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები პატივის მიაგებენ ხოლმე „სპეციალური სამხედრო ოპერაციის მსვლელობისას გმირულად დაღუპულ მებრძოლებს“.




რადიო თავისუფლების თათარ-ბაშკირული სამსახურის მედიაპროექტის idel.real-ის დათვლით, 7 მაისის დილის მდგომარეობით, უკრაინის ომში დაიღუპა ვოლგისპირეთში შემავალი ოლქებისა და რესპუბლიკების, სულ ცოტა, 507 მცხოვრები. ამასთან, ყველაზე მეტი დაღუპული ორენბურგის ოლქიდან იყო - 68 ადამიანი, შემდეგ ბაშკირეთი - 57 ადამიანი. რეგიონის სხვა ადმინისტრაციული ერთეულების სტატისტიკური მონაცემები ასე გამოიყურება:



თათრეთი - 46
სარატოვის ოლქი - 45
სამარის რეგიონი - 39
პერმის ტერიტორია - 39
ნიჟნი ნოვგოროდის ოლქი - 37
კიროვის ოლქი - 32
მარი-ელი - 30
ჩუვაშეთი - 27
უდმურტეთი - 26
ასტრახანის ოლქი - 22
პენზის ოლქი - 20
ულიანოვსკის ოლქი - 16
მორდოვეთი - 3


ამასთან, როგორც გაირკვა, გარდაცვალების ყველა ცნობაში არ იყო მითითებული ასაკი, თუმცა იოლად დადგინდა, რომ, სულ ცოტა, 14 სამხედროს ასაკი არ აღემატებოდა 19 წელს.


ბაშკირეთის მკვიდრი დენის იაროსლავცევი 18 წლის იყო. როგორც რაიონის თავკაცი, ფაილ მუხამადეევი ამბობს, მან 2021 წლის ნოემბერში, თავისი სურვილით აიღო აკადემიური შვებულება და დაწერა განცხადება, რომ უარს ამბობდა სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადებაზე. დენის იაროსლავცევი ბელგოროდის ოლქის ქალაქ ვალუიკში, 34670-ე სამხედრო ნაწილში მსახურობდა, მაგრამ არაფერი თქმულა იმაზე, თუ კონკრეტულად რა სტატუსით (წვევამდელი თუ საკონტრაქტო ჯარისკაცი) იმყოფებოდა ომში.




სამხედრო მოსამსახურეების დაკრძალვის შესახებ ხშირად ვრცელდება ინფორმაცია რუსეთის სამხრეთ რეგიონებიდან, მათ შორის, ჩრდილოეთ კავკასიიდან. ორიოდე დღის წინ დაღესტნის დერბენტის რაიონის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა ცნობა, რომ დაიღუპა სოფელ ბელიჯის მკვიდრი ემინ ნურეტინოვი. ბუინაკის ადმინისტრაციის განცხადებით, იგივე ბედი ეწია ქალაქის მკვიდრს რუსლან გაჯიევს. ადგილობრვი მედიის მიხედვით, დაიღუპა კასპიისკელი სევზალი ფერზალიევი. როგორ და რა ვითარებაში დაიღუპნენ ეს ჯარისკაცები, ამის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.


ჩრდილოეთ ოსეთის ტელეგრამარხებმაც გაავრცელეს ინფორმაცია 37 წლის მკვიდრის, რობერტ ხასიევის დაღუპვის შესახებ.


სტავროპოლის ერთ-ერთმა გამოცემამ (Newstracker-ი) ხელისუფლების ადგილობრივ წარმომადგენელზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა ქალაქ მინერალნიე ვოდიში მცხოვრები ანდრეი ბრიტიკოვის გარდაცვალების შესახებ.


მედიაპორტალ „კავკაზსკი უზელის“ ინფორმაციით, კრასნოდარის მხარის ბელოგლინსკის რაიონში დაკრძალეს უმცროსი სერჟანტი სერგეი შახანინი, ხოლო ომში დაღუპულ 20 წლის დანიილ კოლესნიკოვის ოჯახს ჯილდო გადასცეს.


ვოლგოგრადის ოლქში დაკრძალეს 28 წლის უფროსი სერჟანტი ვლადიმირ კერინი ქალაქ ფროლოვოდან და 34 წლის უფროსი სერჟანტი ილია კოტენკო კოტელნიკოვის რაიონის სოფელ პუგაჩოვსკაიადან.


 



სულ, ამ დროისთვის დადგენილია უკრაინაში დაღუპული იმ 451 ჯარისკაცის სახელი, რომლებიც რუსეთის სამხრეთ რეგიონებიდან, მათ შორის ჩრდილოეთ კავკასიიდან, იყვნენ გაწვეული. რეგიონში ყველაზე მეტი, 137 დაღუპული დაღესტანზე მოდის (ცნობისთვის, ავღანეთის ომში, რომელიც ათი წელი გრძელდებოდა, სულ 122 დაღესტნელი დაიღუპა), მეორე ადგილზე ჩრდილოეთი ოსეთია 63 ადამიანით. ასეთია მედიის გაშუქებისა და ადგილობრივი მთავრობების განცხადებების საფუძველზე შეჯერებული მონაცემები. რუსეთის ჯარის რეალური დანაკარგები ბევრად მეტია.


ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანიამაც ღია წყაროებზე დაყრდნობით გამოთვალა, რომ რუსეთის ჯარის დადასტურებული (სახელის, გვარის და წოდების მითითებით) დანაკარგები (2120) თითქმის ორჯერ მეტია 25 მარტს გამოქვეყნებულ მონაცემებზე. მართალია, სია აშკარად არასრულია და, შესაბამისად, რუსული არმიის რეალური დანაკარგები უკრაინაში უფრო მაღალია, მაგრამ შეგროვებული მონაცემები იმითაა მნიშვნელოვანი, რომ ძირითადი ტენდენციების გამოკვეთის საშუალებას იძლევა.



დაღუპულთა დაახლოებით 20% ოფიცერია, წოდებით უმცროსი ლეიტენანტიდან გენერალამდე (2 გენერალი, 13 პოლკოვნიკი, 46 პოდპოლკოვნიკი, 55 მაიორი და 308 უმცროსი ოფიცერი)
დაღუპულთა დაახლოებით 20% მსახურობდა საჰაერო სადესანტო ჯარებში
დაღუპულთა უმეტესობა რუსეთის დეპრესიულ რეგიონებზე მოდის. ცნობილია მოსკოვის მკვიდრთა დაღუპვის სამი ფაქტი, თუმცა დედაქალაქის მცხოვრებლები შეადგენენ რუსეთის მოსახლეობის თითქმის 9%-ს
ზოგიერთ რეგიონში ჟურნალისტები და დაღუპულთა ახლობლები აფიქსირებენ ადგილობრივი ადმინისტრაციების მხრიდან მათზე ზეწოლის შემთხვევებს, როცა მათგან მოითხოვენ არ გამოაქვეყნონ ინფორმაცია დაკრძალული ჯარისკაცებისა და ოფიცრების შესახებ
ყველაზე მეტი დაღუპული (137) ჰყავს დაღესტანს და ბურიატიას (98)


რუსეთის არმიის შემადგენლობაში მებრძოლი ბურიატების მაჩვენებელი ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით ყველაზე მაღალია, შესაბამისად, მაღალია დაღუპვის მაჩვენებელიც.


რატომ იღუპება ყველაზე მეტი დაღესტნელი და ბურიატი?

ტელეგრამარხი „მონღოლური კვანძი“ ვარაუდობს, რომ „უკრაინაში დაახლოებით 10 ათასი ბურიატი ომობს რუსეთის არმიის შემადგენლობაში“. სხვა წყაროების ცნობით, ბურიატების რაოდენობა 5-6 ათასია.


ისტორიკოს რაჯანა დუგაროვას თქმით, მის მშობლიურ მხარეში, ბურიატიაში არ დარჩა ისეთი სოფელი, საიდანაც ფრონტზე ერთი ან ორი ათეული „კონტრაქტნიკი“ მაინც არ გაიწვიეს. განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა ტრანსბაიკალის ტერიტორიის აგინსკის ბურიატიის ოლქში.


„იქმნება 1941 წლის ზამთრის სრული შთაბეჭდილება. თვალშისაცემია ახალგაზრდა ბურიატი კაცების არყოფნა საზოგადოებრივ ადგილებში. არადა, არის ადგილები, სადაც ბურიატების ოჯახები სრული შემადგენლობით დადიან ხოლმე. ასეთია, მაგალითად, ბუდისტური მონასტერი დაცანი. ძალიან ცოტაა დარჩენილი 20-დან 40 წლამდე ასაკის ბურიატი მამაკაცი. ახლობლების თქმით, ხურალში მისული ათი ოჯახიდან არცერთს არ ახლდა ზრდასრული მამაკაცი“, - ამბობს რაჯანა დუგაროვა, რომლის თქმითაც, ბურიატები შეადგენენ რუსეთის მოსახლეობის მხოლოდ 0,3%-ს, მაგრამ უკრაინასთან ომში დაღუპულთა შორის მათი მაჩვენებელი - 2,8%-ია.




„ომში დაღუპულთა რაოდენობით დაღესტანი უსწრებს ბურიატიას, მაგრამ დაღესტნის მოსახლეობა 3-ჯერ დიდია. უკრაინის ომში ბურიატი სამხედროების დაღუპვის მხოლოდ დადასტურებულმა შემთხვევებმა 70%-ით გაზარდა 18-45 წლის ბურიატი მამაკაცების სიკვდილიანობა, ხოლო 30 წლამდე ახალგაზრდებისა - 270%-ით. ბურიატების რაოდენობა რუსეთის ფედერაციაში დაახლოებით 462 ათასია. რა დაემართება ამ ხალხს, თუ ისინი ერთდროულად დაკარგავენ რეპროდუქციული ასაკის ამდენ ჯანმრთელ მამაკაცს?“, - კითხვას სვამს ისტორიკოსი. მაინც რატომ არის ამდენი ბურიატი ჯარისკაცი რუსეთის არმიის შემადგენლობაში?


რაჯანა დუგაროვას თქმით, ბურიატიის ტერიტორიები, რომელიც შედგება თავად ბურიატიის რესპუბლიკისგან და ირკუტსკის ოლქის რაიონებისგან, ასევე უსტ-ორდის ბურიატიის ოლქისგან, იმიერბაიკალის ტერიტორიისა და აგინსკის ბურიატიის ოლქისგან - დიდი, დეპრესიული რეგიონია:


„ტოტალურმა უმუშევრობამ, მიზერულმა ხელფასმა, მოსახლეობის საბანკო ვალების ტვირთმა განაპირობა ის, რომ პრაქტიკულად ერთადერთი არჩევანი, რომლის წინაშეც დგას ახალგაზრდა მამაკაცი ეკონომიკური ჩიხიდან გამოსავლის ძიებაში - ეს ან არალეგალური მიგრაციაა, ან კონტრაქტით სამხედრო სამსახური. ამ მხრივ, ბურიატია დაღესტანს ჰგავს, რესპუბლიკას, რომელსაც ყველაზე დიდი სამხედრო დანაკარგი აქვს უკრაინაში. სოფლელი ბურიატი ყმაწვილი, რომელიც მიჩვეულია ცხოვრების მკაცრ პირობებს, მძიმე შრომას, ადრეულ დაკაცებასა და მკაცრ დისციპლინას, იოლად ეგუება სამხედრო ცხოვრებას, ხოლო კონტრაქტის გაფორმებით იღებს რეგიონის სტანდარტებით ღირსეულ ხელფასს და შეღავათიან სამხედრო იპოთეკას, რაც ახალგაზრდა ოჯახებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია“.




რაჯანა დუგაროვას თქმით, რუსეთის ხელისუფლების სინდისზეა არა მხოლოდ კრიმინალური აგრესია უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ, არამედ ათასობით საკუთარი ჯარისკაცის სიკვდილიც. განსაკუთრებით ეთნიკურად არარუსებისა, რომლებზეც, ისტორიკოსის თქმით, კრემლი აშკარად ნაკლებად წუხს, რადგან „ესაა საზარბაზნე ხორცი, რომელიც შეგიძლია ფრონტის წინა ხაზზე დაყარო“.


 

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media









103news.com — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 103news.com.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.

Другие популярные новости дня сегодня


Новости 24/7 Все города России



Топ 10 новостей последнего часа



Rss.plus


Новости России







Rss.plus
Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России