აშშ-ის სენატმა საბოლოოდ დაამტკიცა უკრაინისთვის 40 მილიარდი დოლარის დახმარების გამოყოფა
ხუთშაბათს აშშ-ის სენატის წევრთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა უკრაინისთვის დაახლოებით 40 მილიარდი დოლარის მოცულობის დახმარების გამოყოფას.
დახმარების პაკეტს მხარი დაუჭრა 86-მა სენატორმა, 11-ი წინააღმდეგი, - იუწყება "ევროპეისკა პრავდა".
ამის შემდეგ კანონპროექტი თეთრ სახლს აშშ-ის პრეზიდენტ, ჯო ბაიდენს, ხელმოწერისთვის გადაეგზავნება, რადგან ვაშინგტონი ჩქარობს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელებას.
მანამდე უკრაინისთვის 40 მილიარდი დოლარის დახმარების გაწევას მხარი დაუჭირა წარმომადგენელთა პალატის 368 წევრმა - 219-მა დემოკრატმა და 149 რესპუბლიკელმა. წინააღმდეგი იყო 57. ყველა მოწინააღმდეგე რესპუბლიკელია. კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა დემოკრატებს აქვთ.
დახმარების პაკეტი პენტაგონისთვის თითქმის 20 მილიარდ დოლარს ითვალისწინებს, სამი მილიარდით მეტს, ვიდრე თეთრი სახლი თავდაპირველად ითხოვდა.
მათ შორის 6 მილიარდი დოლარი პირდაპირი უსაფრთხოების დახმარებისთვისაა განკუთვნილი და 9 მილიარდი დოლარი პენტაგონის მიერ უკრაინაში გაგზავნილი იარაღის საწყობების შესავსებად;
გარდა ამისა, პაკეტში შედის 4 მილიარდი დოლარი უკრაინისა და ომის შედეგად დაზარალებული სხვა ქვეყნებისთვის, იარაღის შეძენაში დახმარებისთვის;
8,8 მილიარდი დოლარი უკრაინის პირდაპირ ეკონომიკურ მხარდაჭერას, ასევე საელჩოს გახსნას, ომის დანაშაულის დოკუმენტური მტკიცებულებების მოპოვებასა და ბირთვული საწვავის გაჟონვის თავიდან ასაცილებლად მიმართული ზომების დაფინანსებას ითვალისწინებს.