დასახელდა საქართველოს საფეხბურთო ნაკრების შემადგენლობა უეფას ერთა ლიგის საზაფხულო მატჩებისთვის
საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა დაასახელა შემადგენლობა, რომელსაც ივნისში გასამართი თამაშებისთვის მოამზადებს. ფრანგმა სპეციალისტმა უეფას ერთა ლიგის პირველი ოთხი შეხვედრისთვის ოცდაცხრაკაციანი სია ჩამოწერა. მათგან ოცი უცხოეთის ლიგებში მოთამაშე ლეგიონერია, ცხრა კი საქართველოს ჩემპიონატში მონაწილე კლუბებს წარმოადგენს.
საქართველოს ნაკრები საწვრთნელ შეკრებას 24 მაისს დაიწყებს, თბილისში. ერთა ლიგის ახალ სეზონს 2 ივნისს გახსნის „დინამო არენაზე“, გიბრალტართან მატჩით. 5 ივნისს სტუმრად დაუპირისპირდება ბულგარეთის ნაკრებს, 9-ში ასევე სტუმრად - ჩრდილოეთ მაკედონიას და 12 ივნისს - ბულგარეთს უკვე თბილისში დაუხვდება.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: გიორგი ლორია („ანორთოსისი“, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე („დინამო“, ბათუმი);
მცველები: გურამ კაშია („სლოვანი“, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“, პოლონეთი), გურამ გიორბელიძე („დინამო“, დრეზდენი, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე („დინამო“, ბათუმი), დავით ხოჭოლავა („კოპენჰაგენი“, დანია), ლუკა ლოჩოშვილი („ვოლფსბერგი“, ავსტრია), ლაშა დვალი („ფერენცვაროში“, უნგრეთი), სოლომონ კვირკველია („გაგრა“, საქართველო), მამუკა კობახიძე („დინამო“, ბათუმი), ირაკლი აზაროვი („დინამო“, ბათუმი);
ნახევარმცველები და თავდამსხმელები: საბა ლობჟანიძე („ჰათაისპორი“, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოლონეთი), ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, ავსტრია), ხვიჩა კვარაცხელია („დინამო“, ბათუმი), ზურიკო დავითაშვილი („დინამო“, ბათუმი), ვაკო გვილია („რაკუვი“, პოლონეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი („დინამო“, ბათუმი), ანზორ მექვაბიშვილი („დინამო თბილისი“, საქართველო), გიორგი ჩაკვეტაძე („ჰამბურგი“, გერმანია), გიორგი აბურჯანია („ჟილ ვისენტე“, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი („ვისლა“, პოლონეთი), თორნიკე ოქრიაშვილი (აპოელი, კვიპროსი), ვაკო ყაზაიშვილი („ულსან ჰიუნდაი“, სამხრეთ კორეა), ბუდუ ზივზივაძე („უიპეშტი“, უნგრეთი), გიორგი ქვილითაია („აპოელი“, კვიპროსი), გიორგი მიქაუტაძე („სერენი“, ბელგია).