რა ემუქრებათ "აზოვსტალის" მებრძოლებს? - რუსეთი სიკვდილით დასჯისთვის ამზადებს ნიადაგს
უკრაინის ხელისუფლება იმედს არ კარგავს, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ახერხებს „აზოვსტალიდან“ გამოსული მებრძოლების დაბრუნებას. "წითელი ჯვარი" რუსეთის ხელში ჩავარდნილ "აზოველებს" სამხედრო ტყვეებს უწოდებს. მოსკოვი უკრაინელი მებრძოლების ტერორისტებად გამოცხადებას აპირებს და სიკვდილით დასჯაზე იწყებს ლაპარაკს.