ზელენკსი სიტყვით გამოვა დავოსის ეკონომიკურ ფორუმის გახსნაზე
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სიტყვით მიმართავს დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გახსნის მონაწილეებს და შეეცდება მსოფლიო ლიდერების ყურადღების ცენტრში დარჩეს უკრაინაში მძიმე მდგომარეობა.
დავოსის შეხვედრა 22 მაისს უკვე დაიწყო. მონაწილეებს არაერთი კრიზისი აქვთ განსახილველი. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის გარდა მთავარი თემებია კორონას პანდემია და კლიმატის ცვლილება.
ზელენსკი მონაწილეებს სიტყვით მიმართავს 23 მაისის საღამოს, ვიდეო კონფერენციის ფორმით და გახსნის ფორუმს სახელწოდებით, „უკრაინა - სახლი დავოსში,“ რომელიც შეიქმნა კიევისა და საერთაშორისო მხარდამჭერებისთვის.
საკურორტო ქალაქ დავოსის მთავარი ქუჩა უკრაინელი ხელოვანების მიერ იქნა მორთული და გარდაიქმნა „რუსეთის ომის დამნაშავეების ქუჩად“, სადაც წარმოდგენილია განადგურების და სამშობლოს გამო ტკივილის ამსახველი სურათები.
რუსი პოლიტიკოსები, ბიზნესმენები და მეცნიერები, რომლებიც ადრე დავოსის ფორუმს ახალისებდნენ მშვენიერი საღამოებით, შამპანური ღვინით და ხიზილალით, წელს ფორუმზე არ ჩასულან. დავოსის ფორუმის ორგანიზატორებმა მარტში გამოაცხადეს, რომ რუსეთის კომპანიებთან და რუს მოხელეებთან კავშირს წყვეტენ უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრის გამო. გავლენიანი ოთხდღიანი შეხვედრა ტრადიციულად იმართება იანვარში, მაგრამ ფორუმმა ის გადადო კორონავირუსის პანდემიის გამო. მოელიან, რომ შვეიცარიის იდილიურ კუთხეში, ალპებში, 2500-მდე პოლიტიკური ლიდერი, საქმიანი და საზოგადოებრივი წრეების მაღალი რანგის წარმომადგენელი ჩავა.
არაერთი საერთაშორისო კონცერნის ხელმძღვანელებთან ერთად ფომუმზე მიწველი არიან ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი და ევროკომისიის თავმჯომარე, ურზულა ფონ დერ ლაიენი.
დავოსში გაემგზავრა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც. პრემიერი გამართავს შეხვედრებს და ერთ-ერთ პანელურ დისკუსიაზეც გამოვა სიტყვით.