შვეიცარიის წინააღმდეგობის გამო დანია ვერ აწვდის უკრაინას Piranha II-ის მოდელის ჯავშანმანქანებს- მედია
შვეიცარიის მთავრობამ დაბლოკა დანიის მიერ შვეიცარიული წარმოების ჯავშანმანქანების უკრაინისთვის მიწოდება.
ამის თაობაზე შვეიცარიულ საზოგადოებრივი მაუწყებელ SRF-ზე დაყრდნობით იუწყება უკრაინული მედია.
ცნობაში ნათქვამია, რომ დახმარების სახით დანიას სურს დაახლოებით 20 ერთეული საბრძოლო ჯავშანმანქანა Piranha III გადასცეს უკრაინას. შესაბამისი ნებართვისთვის კი დანიის მთავრობამ შვეიცარიის ეკონომიკური საკითხების უწყებას - Seco მიმართა თხოვნით. მაგრამ რამდენიმე დღის წინ Seco-მ უარი თქვა დანიის თხოვნაზე.
ბერნის ნებართვის გარეშე კი ასეთი დახმარების გაწევა შეუძლებელია ვინაიდან, როდესაც ჯავშანმანქანებს იძენდა დანიამ ვალდებულება იკისრა, რომ არ მიაწვდის ტექნიკას მესამე მხარეს შვეიცარიის ნებართვის გარეშე.
ანალოგიური პრობლემა შეექმნა ცოტა ხნის წინ გერმანიას საბრძოლო მასალებთან დაკავშირებით. აპრილის დასაწყისში Seco-მ უარი უთხრა გერმანიას საზენიტო დანადგარ Gepard-ებისთვის საჭირო საბრძოლო მასალების მიწოდებაში. როგორც საბრძოლო მასალების შემთხვევაში, Seco შვეიცარიულ ჯავშანმანქანების მიწოდებაზე თავის უარს ამართლებს ნეიტრალიტეტითა და საბრძოლო მასალების კანონით, რომელიც კრძალავს იარაღის ექსპორტ მეომარ ქვეყანაში.
მაგრამ უცნობია, შეინარჩუნებს თუ არა ამ იმ მიდგომას შვეიცარია საზღვარგარეთიდან მომდინარე ზეწოლის გათვალისწინებით. გასულ კვირაში გერმანიის ვიცე-კანცლერმა, რობერტ ჰაბეკმა, შვეიცარიას უკრაინისთვის "მაქსიმალური მხარდაჭერისკენ" მოუწოდა.