თურქეთმა გაეროს მიმართა უცხო ენებზე ქვეყნის სახელის შესაცვლელად
თურქეთის მთავრობა ითხოვს, რომ უცხოურ ენებზე ქვეყნის სახელი იყოს Türkiye. საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს ინფორმაციით, გაეროს გენერალური მდივნის სახელზე გაგზავნა წერილი, რომელშიც გაეროში, უცხოურ ენებზე ქვეყნის სახელად დაარეგისტრირა Türkiye.
ჩავუშოღლუმ ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა გენერალური მდივნისთვის გაგზავნილი წერილის ფოტო და დაწერა, რომ ქვეყნის ბრენდის პრესტიჟის გასაზრდელად, პრეზიდენტ ერდოანის ხელმძღვანელობით დაწყებული პროცესი სრულდება.
თურქულად ქვეყნის სახელია Turkiye. საერთაშორისო ფორუმებსა და ოფიციალურ, უცხოენოვან დოკუმენტებში თურქეთს მოიხსენიებენ სხვადასხვა ფორმით, მათ შორის, ინგლისური Turkey-თ და ფრანგული Turquie-თ.