დანიაში ტარდება რეფერენდუმი ევროკავშირის ერთობლივ თავდაცვით პოლიტიკაზე
1 ივნისს დანიაში იმართება რეფერენდუმი, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს, გააუქმოს თუ არა ქვეყანამ მისი 30-წლიანი უარი ევროპის კავშირის ერთობლივ თავდაცვით პოლიტიკაზე.
რეფერენდუმი ტარდება მას შემდეგ, რაც დანიის მეზობლებმა, შვედეთმა და ფინეთმა წევრობის განაცხადი შეიტანეს ნატოში. დანიის რეფერენდუმი ევროპის კავშირის წევრი ქვეყნის მიერ გადადგმული უკანასკნელი ნაბიჯია უსაფრთხოების სფეროში, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრას მოჰყვა.
რეფერენდუმში მონაწილეობის უფლება აქვს დანიის 4,2 მილიონ მოქალაქეს.
როგორც დანიაში გამართული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები ცხადყოფს, დაახლოებით 40% მხარს უჭერს ევროკავშირის საერთო თავდაცვით პოლიტიკაში არმონაწილეობის თაობაზე 1992 წლის გადაწყვეტილების გაუქმებას, 30% კი მომხრეა. დაახლოებით 20%-ს არა აქვს მყარი პოზიცია.
დანია ევროკავშირის დამფუძნებელი წევრია. ევროკავშირის თავდაცვით პოლიტიკაში მისი მონაწილეობა შედარებით მოკრძალებულ გავლენას მოახდენდა ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაზე.
მთავარი ცვლილება შეიძლება იყოს ის, რომ დანიას შეეძლება, მონაწილეობა მიიღოს ევროკავშირის სამხედრო ოპერაციებში, მაგალითად აფრიკასა და ბოსნიაში, და დანიის წარმომადგენლებს შეეძლებათ დაესწრონ თავდაცვის საკითხების განხილვას.
კოპენჰაგენი თავს იკავებდა და არ უერთდებოდა ევროკავშირის ძალისხმევას, ნატოს ტრანსატლანტიკური ალიანსის პარალელურად ჰქონდეს უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკუთარი ერთობლივი პოლიტიკა.