Мы в Telegram
Добавить новость
World News in Georgian



Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

ნინოწმინდის პანსიონი ერთი წლის შემდეგ: უპასუხო კითხვები და ბავშვზე ზრუნვის „ჩამოშლილი სისტემა“

ნინოწმინდის პანსიონი ერთი წლის შემდეგ: უპასუხო კითხვები და ბავშვზე ზრუნვის „ჩამოშლილი სისტემა“

ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი აღსაზრდელის, ნანა მანჯავიძის საქმეზე პირველი სასამართლო სხდომა, პანსიონის ამბების გახმაურებიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ, 9 ივნისს უნდა გაიმართოს - ნანა, როგორც ერთ-ერთი დაზარალებული, რომლის უფლებებსაც კავშირი „საფარი“ იცავს, სახელმწიფოსგან მოითხოვს მორალური ზიანის ანაზღაურებას ნინოწმინდის პანსიონში მიღებული ტრავმების და მასზე ძალადობის გამო. თუმცა, როგორც ნანას, ისე პანსიონის სხვა აღსაზრდელების უფლებების დამცველები აცხადებენ, რომ ამ საქმეზე გამოძიება არაეფექტიანად მიდის, რასაც ისინი საპატრიარქოს მიმართ სახელმწიფოს ლოიალურ დამოკიდებულებას მიაწერენ.

დღეს პანსიონში 14 აღსაზრდელი რჩება. მათი გარეთ მყოფი მეგობრები რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ დღეს იქ დარჩენილ ბავშვებს შედარებით მეტი თავისუფლება აქვთ, ვიდრე ერთი წლის წინ. ყველა ფრთხილობს, რომ იგივე არ განმეორდეს, რაც შარშან და წინა წლებში.

„აღმზრდელებს ტრენინგებს უტარებენ. ბავშვებს შეუძლიათ პანსიონის გარეთ თავისუფლად გადაადგილება, რაც ადრე ძალიან რთული იყო“, - გვეუბნება ნანა მანჯავიძე, რომელსაც პანსიონელ ნაცნობებთან კავშირი დღემდე აქვს.

 

თუმცა ნინოწმინდის პანსიონში ერთი წლის წინ გახმაურებული ბავშვებზე ძალადობის ამბავი, ჯერ არ დასრულებულა - „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ადვოკატი ანა აბაშიძე ამბობს, რომ იქ მომხდარი, სავარაუდოდ, მძიმე დანაშაულის, მათი შეფასებით კი, წამების ფაქტებს, პროკურატურა ფორმალურად იძიებს.

„გამოძიებამ ამ დრომდე ნინოწმინდის პანსიონის 70-მდე აღსაზრდელი გამოკითხა, მაგრამ შედეგი არ არის. ჩემი აზრით, ბავშვებს საქართველოში განზრახ და შეთანხმებულად აიგნორებენ. განსაკუთრებით მათ, ვისაც არ ჰყავს მხარდამჭერი“.

 

საქართველოში ათასობით ბავშვი ისევ აგრძელებს ცხოვრებას „მავნე პრაქტიკის მქონე“ დიდი ზომის ბავშვთა სახლებში. ეს კი, ბავშვთა დამცველების შეფასებით, ძალიან შორს არის დაპირებული დეინსტიტუციონალიზაციის პროცესისგან. ეს პროცესი თავისთავად ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფომ ბავშვები უნდა გადაიყვანოს ისეთ გარემოში, სადაც ისინი თავს იგრძნობენ ბედნიერად და უსაფრთხოდ - ამას მოითხოვდა ერთი წლის წინ როგორც სახალხო დამცველი, ისე არასამთავრობო სექტორის ნაწილი.

 

„მიუხედავად სასამართლოს ნათქვამისა, რომ ის ხედავდა საფრთხეს და მოითხოვდა პანსიონიდან ყველა ბავშვის გაყვანას, დღეს იქ მაინც რჩებიან არასრულწლოვნები“, - ამბობს ანა აბაშიძე, რომლის აზრითაც, დღეს საქართველოში ბავშვზე ზრუნვის სისტემა ჩამოშლილია.

სასამართლოში უკვე ერთი წელია დევს სარჩელი, რომლითაც ბავშვთა უფლებების დამცველები მოითხოვდნენ ბავშვების დაუყოვნებლივ გადაყვანას მათ ოჯახებში ან, სადაც ეს ვერ მოხერხდებოდა, სხვა ადეკვატურ გარემოში.

 

„საფარის“ დირექტორი ბაია პატარაია ეჭვობს, რომ სახელმწიფო მიზანმიმართულად არ იძიებს ამ შემთხვევებს.

„ის, რაც ნინოწმინდის პანსიონში წლების განმავლობაში ხდებოდა, პოლიციამ 2018 წლიდან იცოდა, აღსაზრდელებისგან ჩვენებებიც ჰქონდათ აღებული, თუმცა არც მაშინ და არც შემდეგ, როცა პროცესში ომბუდსმენი და არასამთავრობო სექტორი ჩაერთო და ამბავიც გახმაურდა, გამოძიება წინ არ წასულა“.

დღეს ნინოწმინდის ბავშვების საქმეებს მხოლოდ ძალადობის კვალიფიკაციით იძიებენ, თუმცა ბაია პატარაია მიიჩნევს, რომ ეს იყო მათ მიმართ არაადამიანური მოპყრობა და წამება.

 

პროკურატურა ბრალის კვალიფიკაციას არ ცვლის.

იმ ათამდე ყოფილი აღსაზრდელიდან, რომელთა უფლებებს დღეს „საფარი“ იცავს, ნაწილი ამ დრომდე გამოკითხულიც კი არ არის.

არც ექსპერტიზები დანიშნულა, ხოლო სადაც ექსპერტიზა ჩატარდა, პასუხები ამ დრომდე ან არ მიუღიათ ან თქვეს, რომ „რომ არანაირი ტანჯვა ამ ბავშვებს არ განუცდიათ“:

„და ეს მაშინ, -ამბობს ბაია პატარაია, - როცა მათი მონათხრობი არის დაზიანებული ადამიანების მონათხრობი. მათ განიცადეს ისეთი ტანჯვა, რამაც მათ ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე უდიდესი გავლენა მოახდინა და დღეს ძალიან სერიოზული ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცი სჭირდებათ. სახელმწიფო მათ არც ამ კუთხით სთავაზობს რამეს“.

 

არასამთავრობო სექტორი შიშობს, რომ სახელმწიფი არც აპირებს რეალურ დეინსტიტუციონალიზაციას, რადგან უამრავი ბავშვი დღემდე რჩება რელიგიურ პანსიონებში.

 

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ წარმომადგენელი თამთა მიქელაძე გვეუბნება, რომ სახელმწიფოს უმოქმედობა შეიძლება მხოლოდ საპატრიარქოს მიმართ ლოიალობით აიხსნას.

 

„ეს ყველაფერი შეთანხმებული პოლიტიკის შედეგია - საგამოძიებო თუ სოციალური სამსახურები არაფერს აკეთებენ ამ კრიზისიდან გამოსვლის გზების საძიებლად. ამ დემონსტრაციული გუგრილობის მიზეზი სწორედ საპატრიაქოს მიმართ ჭარბი ლოიალობა მგონია, რასაც ყოვედღიურ ცხოვრებაშიც ვხედავთ. ვხედავთ, თუ რა მასშტაბით არის შემოჭრილი საპატრიარქო ჩვენს პოლიტიკურ თუ სოციალურ ცხოვრებაში“.

ამ ლოიალობით ხსნის თამთა მიქელაძე იმასაც, რომ რელიგიური პანსიონების დაშლის პროცესი დღემდე არც დაწყებულა.

 

ჯანდაცვის სამინისტროში, რომელსაც ექვემდებარება სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო, ასე არ ფიქრობენ - მინისტრის მოადგილემ თამარ ბარკალაიამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ არასოდეს საქართველოში ასე ძლიერი ბავშვთა დაცვის სისტემა არ ყოფილა როგორიც დღესაა, თუმცა მისი თქმით, დავა შეიძლება იმაზე, არის თუ არა ეს საკმარისი იმისთვის, რომ თითოეული ბავშვი იყოს დაცული.

მან ასევე გვითხრა, რომ დღეს ნინოწმინდის პანსიოში რჩება 14 ბავშვი. მათგან ერთ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვზე არსებობდა სასამართლოს მიერ დაკისრებული ვალდებულება, რომ მას უნდა დაეტოვებინა პანსიონი, თუმცა ჯანდაცვის სოციალური სამსახურმა ამ ეტაპზე სწორად მიიჩნია მისი იქ დატოვა მანამ, სანამ პანსიონში მცხოვრებ მის და-ძმასთან ერთად ალტერნატიულ სერვისს არ უპოვიან და ერთად არ გადაყვანენ.

 

თამარ ბარკალაიამ რადიო თავისუფლებას ასევე უთხრა, რომ დღეს ნინოწმინდის პანსიონი სამინისტროს მუდმივი მონიტორინგის ქვეშაა და იქ ბავშვთა ინტერესები დაცულია. ხოლო ძალადობაში დადანაშაულებული არც ერთი აღმზდელი დღეს ნინოწმინდაში აღარ მუშაობს.

 

ჩვენ პროკურასაც ვკითხეთ, რა ეტაპზეა გამოძიება და რატომ გაჭიანურდა ის ამდენ ხანს. პასუხი ამ დრომდე ველით.

Читайте на 123ru.net

Другие проекты от 123ru.net



Архангельск

Еженедельный вестник катастроф



Мода

Шапки женские вязаные на Wildberries, 2024 — новый цвет от 392 руб. (модель 466)




Українські новини

Estischool - Школа за британською програмою



Новости 24 часа

Новые вызовы и обеспечение технологического суверенитета квалифицированными кадрами обсудили в Москве



Game News

Шапки женские вязаные на Wildberries, 2024 — новый цвет от 392 руб. (модель 466)



Москва

Путин наградил председателя Общественной палаты Ставрополья Орденом дружбы



News Every Day

Ballroom culture coming to the Long Beach Pride Festival



Настроение

Старый Гоор.



Москва

Стала известна стоимость билетов на суперфинал Кубка России по футболу



Пианист

Пианист Мацуев о Станковиче в "Спартаке": опять тонко, опять иностранец



Москва

Мучается от боли. Новые факты о нападении афганца на студентку в Москве



ATP

Теннисиста Медведева выбили из топ-4 ATP



Москва

В РМАТ ПРОШЕЛ I БИЗНЕС-ФОРУМ ВЫПУСКНИКОВ РМАТ 1999-2023 ГОДА ВЫПУСКА, ПОСВЯЩЕННЫЙ 55-ЛЕТНЕМУ ЮБИЛЕЮ АКАДЕМИИ



Культура

Россия, Культура, Теат, Дети, ПДД: кукольным языком о дорожной безопасности детям показали в Ульгэре



Симферополь

«Дефицитный продукт». В Севастополе малогабаритки стали дороже, Симферополь продемонстировал падение стоимости квадрата



Москва

Ставки снова растут: «Выберу.ру» подготовил рейтинг лучших краткосрочных вкладов в мае 2024 года



Москва

Собянин рассказал о развитии инновационной экосистемы Москвы



Москва

«СВЯТОЙ ЛЕНИН» УЛУЧШАЕТ ЗАКОНЫ, управляет патентами и улучшает командное планирование в целях учёта интереса всего народа.



103news.com — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 103news.com.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.

Другие популярные новости дня сегодня


Новости 24/7 Все города России





Топ 10 новостей последнего часа




Новости России

Шапки женские вязаные на Wildberries, 2024 — новый цвет от 392 руб. (модель 466)

Полиция начала поиск скрывшихся участников массовой драки на юге Москвы

Бонгонда: стадион и база «Спартака» — мои любимые места в Москве

До конца года в Москве проведут почти в 2 раза больше операций, чем в 2023 году


Москва

В РМАТ ПРОШЕЛ I БИЗНЕС-ФОРУМ ВЫПУСКНИКОВ РМАТ 1999-2023 ГОДА ВЫПУСКА, ПОСВЯЩЕННЫЙ 55-ЛЕТНЕМУ ЮБИЛЕЮ АКАДЕМИИ






Rss.plus

В РМАТ ПРОШЕЛ I БИЗНЕС-ФОРУМ ВЫПУСКНИКОВ РМАТ 1999-2023 ГОДА ВЫПУСКА, ПОСВЯЩЕННЫЙ 55-ЛЕТНЕМУ ЮБИЛЕЮ АКАДЕМИИ

Шапки женские вязаные на Wildberries, 2024 — новый цвет от 392 руб. (модель 466)

Новые вызовы и обеспечение технологического суверенитета квалифицированными кадрами обсудили в Москве

Шапки женские на Wildberries — скидки от 398 руб. (на новые оттенки)

Moscow.media
Москва

Сергей Собянин: Колледжи проведут Дни открытых дверей



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Игорь Бутман

Бутман и Агутин выступят на фестивале «Ангара-джаз» в Иркутске




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Футболисты ФК «Динамо Пушкино» заняли второе место в межрегиональном турнире Laffy Cup 2024

Охрана и безопасность. Как роботы и дроны работают на спортивных объектах?

Курсант Пермского военного института Росгвардии принял участие в финале интеллектуальной олимпиады Приволжского федерального округа


WTA

Шнайдер вышла в финал турнира WTA-125 в Париже, обыграв Грачёву



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Очевидец рассказал, что участники перестрелки в Москве покинули место ЧП сами



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России