Добавить новость
World News in Georgian

Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

ევროპარლამენტარები თბილისისგან ცვლილებებს მოითხოვენ

ევროპარლამენტარები თბილისისგან ცვლილებებს მოითხოვენ

8 ივნისს ევროპარლამენტში დებატები გაიმართა რეზოლუციის გარშემო, რომლის თემაა საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევები და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევები.

დებატები გახსნა ევროპარლამენტარმა მირიამ ლექსმანმა, რომელიც რეზოლუციის პროექტის ერთ-ერთი ავტორია. ლექსმანის თქმით, სამწხაროდ ბოლო წლებში საქართველოში მედიის თავისუფლების სერიოზულ შეზღუდვებს ვამჩნევთ. „მიმაჩნია, რომ ეს ტენდენციები ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის სურვილს იცხოვრონ თავისუფალ, დემოკრატიულ და სუვერენულ ქვეყანაში და ჰქონდეთ ევროპული მომავალი. ამიტომ მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, სრულად სცეს პატივი საკანონმდებლო ჩარჩოს, რომლის ფარგლებშიც გამოხატვისა და მედიის თავისუფლება გარანტირებულია, გაატაროს სასამართლოს დამოუკიდებლობისათვის საჭირო რეფორმები და შეაჩეროს დემოკრატიული უკუსვლის პროცესი.“

ამასთან, ლექსმანი გამოვიდა ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნით. „მიმაჩნია, რომ საქართველოს ევროპული მომავლის მხარდაჭერისათვის მნიშვნელოვანია ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება იმ დესქტრუქციული როლისთის, რასაც ის ქართულ პოლიტიკასა და ეკონომიკაში თამაშობს.

როგორც ქართველი ხალხის მეგობრებს, ჩვენ არ შეგვიძლია მდუმარედ ვუყუროთ ქართული დემოკრატიის რეგრესს. ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით,“ განაცხადა მირიამ ლექსმანმა.

ევროპარლამენტარ სვენ მიქსენის თქმით, რომელიც რეზოლუციის პროექტის თანაავტორია, მედიის წარმომადგენლების ფიზიკური უსაფრთხოება მნიშვნელოვნად გაუარესდა, რისი გამოხატულებაცაა ულტრა-მემარჯვენე ჯგუფების მხრიდან გასულ წელს “ღირსების მარშის” მონაწილეებსა და იმ ჟურნალისტებზე ძალადობა, რომლებიც ღონისძიებას აშუქებდნენ. მან ისაუბრა ასევე ტვ მთავარის ხელმძღანელის, ნიკა გვარამიას დაპატიმრება „საეჭვო საფუძვლითა და ბრალდებებით“.

„ჩვენ გვაშფოთებს საქართველოს, როგორც სამართლებრივი სახელმწიფოსა და დემოკრატიის გავნითარების ტენდენციები. საქართველოს მთავრობის ქცევა ბოლო დროს იმედის გამაცრუებელი და შემაშფოთებელია არაერთი მიმართულებით. ვფიქრობ, ჩვენ უფრო მომთხოვნი პოლიტიკა უნდა გვქონდეს საქართელოს ხელისუფლების მიმართ. თუმცა ჩვენი პოლიტიკის ცვლილება არა უბრალოდ შეშფოთებასა და ემოციებს, არამედ კარგად მოფიქრებულ სტრატეგიას უნდა დაემყაროს,“ განაცხადა მიქსენმა.

ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩიუსმა თავის გამოსვლაში ისაუბრა იმაზე, თუ რა მნიშვნელობა აქვს მედიის თავისუფლებას დემოკრატისთვის. მისი თქმით, ევროკავშირი იცავდა და კვლავაც დაიცავს მედიის თავისუფლებას საქართველოში იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ეს ნიშნავს ხელისუფლებაში მყოფთა პოლიტიკის ღია კრიტიკას. „პოლიტიკურ ჩარევას არაფერი ესაქმება მედიაში,“ თქვა მან და დასძინა: „ადრე ევროპის პარლამენტს საქართველოს მთავრობის კეთილი ნებისა და გაგების იმედი ჰქონდა. ახლა ჩვენ ცვლილებას ვითხოვთ... დროა, თბილისმა გაიგოს, თუ რის ბედი წყდება ახლა ქვეყნის მომავლისთვის.“

კიედევ ერთმა ლიტევლმა ევროპარლამენტარმა, ანდრიუს კუბილიუსმა ილაპარაკა იმაზე, რომ „ქართველი ხალხი იმსახურებს, იყოს ევროპის ოჯახის ნაწილი. ჩვენ გვსურს ქართველი ხალხი ამ კავშირის ნაწილი გახდეს“. მაგრამ, მისი თქმით, „ხალხის სურვილი არაა საკმარისი. წევრობისთვის საჭირო კრიტერიუმების დაკმაყოფილება მმართველი პარტიის პოლიტიკაზეა დამოკიდებული“.

ევროპარლამენტარის თქმით, „მედიის თავისუფლება მსხვერპლად ეწირება ფორმალური და არაფორმალური მმართველების მიზანმიმართულ პოლიტიკას, მოახდინოს მართლმსაჯულების პოლიტიზება. ეს აბსოლუტურად მიუღებელია.“

დებატებში გამოსვლისას რეზოლუციის ერთ-ერთმა ავტორმა, ჩეხმა ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ განაცხადა:

„ძვირფასო კოლეგებო, საქართველოს მეგობრებო, საქართველოს მოქალაქეებო (თუ გვისმენთ)! საქართველოს მედიაში მძიმე ვითარებაა. ჟურნალისტებზე უპრეცედენტო რაოდენობის თავდასხმები ხორციელდება. სახეზეა ჟურნალისტების დაშინების, მათ მიმართ მუქარის და დევნის შემთხვევები, მედიის თანამშომელთა და მფლობელთა წინააღმდეგ სისხლის სამართლის ბევრი საქმეა აღძრული. მეტიც, ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რომ მთავრობა და სხვა პოლიტიკოსები უერთდებიან მედიაში კუდიანებზე ნადირობას, ნაცვლად იმისა, რომ დაიცვან დემოკრატიისა და საზოგადოების საყრდენი. ამიტომ შევახსენებ საქართველოს მთავრობასა და ხელისუფლებას: საქართველოს მოქალაქეები გამოხატავენ თავიანთი ევროპული მისწაფებების თაობაზე სურვილებს. ეს მოიცავს დემოკრატიის უმაღლესი სტანდარტების დაცვას, კანონის უზენაესობას, სასამართლოს დამოუკიდებლობას და ძირითად თავისუფლებებს, მათ შორის თავისუფალ და დამოუკიდებელ მედიას. კანდიდატის სტატუსი არ არის ცალმხრივი გარიგება. ჩვენ გვსურს თქვენი მოქალაქეების სურვილების შესრულება. თქვენ გსურთ? თუ კი, მაშინ სტანდარტები უნდა დაიცვათ!“

დებატებზე გრეგოროვამ ასევე ახსენა სამი პოლიტიკური ჯგუფის წინადადება, შესწორება იქნეს შეტანილი რეზოლუციაში და ტექსტს დაემატოს მოწოდება ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების თაობაზე. შესწორებების საკითხი 9 ივისს იქნება განხილული. გრეგოროვას თქმით, ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების საკითხის ადგილი არ არის ამ რეზოლუციაში, რომელიც მედიის თავისუფლებას ეხება და მისი ფგუფი მხარს არ დაუჭერს ტექსტის ცვლილებებს. „მიუხედავად ამისა, ჩვენ სრულიად არ ვფიქრობთ, რომ ივანიშვილი არ დგას მრავალი პრობლემის უკან საქართველოში და მე მინდა, რომ ჩვენმა ქართველმა მეგობრებმა მოისმინონ ეს,“ დასძინა მარკეტა გრეგოროვამ.

ევროპარლამენტარმა მარია კალიურანდმა სინანული გამოთქვა, რომ საქართელომ, რომელიც, მისი თქმით, წლების წინ წამყვანი ქვეყანა იყო აღმოსავლელ პარტნიორთა შორის, „დაკარგა განვითარების ტემპი და დემოკრატიული რეფორმებისადმი მტკიცე ერთგულება“. მან საქართველოს ხელისუფლებას და ოპოზიციას მოუწოდა, რომ დღევანდელი დისკუსია „გამოსაფხიზებელ მოწოდებად“ მიიღონ და დაიწყონ ერთად მუშაობა აუცილებელ დემოკრატიულ რეფორმებზე. „შესაძლებლობის ფანჯარა ჯერ კიდევ ღიაა,“ თქმა მან.

შვედმა ევროპარლამენტარმა კარინ კარლსბრომ შეშფოთება გამოხათა საართველოში მედიის თავისუფლების ხელყოფისა და ჟურნალისტების დევნის გამო. “როცა ჟურნალისტებს ემუქრებიან, გმობენ და ციხეში სვამენ სამეზობლოს ქვეყანაში, რომელსაც ასოცირების შეთანხმებაზე აქვს ხელი მოწერილი, ეს არა მხოლოდ უღირსი ქმედება, არამედ შემაშფოთებელი გაფრთხილებაა... გამოხატვის თავისუფლება ევროპული დემოკრატიის ფუნდამენტური ასპექტია და საქართველოს ხელისუფლებამ ეს შესანიშნავად იცის,” თქვა კარლსბრომ.

მიუხედავად მწვავე კრიტიკისა, რომელიც ყველა გამოსვლაში ჟღერდა, დებატებზე არაერთხელ ითქვა, რომ საქართველოს უნდა მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.

ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ ყურადღება გაამახვილა იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს მხარდაჭერა ევროინტეგრაციის გზაზე. მან თქვა, რომ ამ საქმეში მრავალ ადამიანს აქვს წვლილი შეტანილი და დასძინა: „მათ შორის უმნიშვნელოვანესი პირები, ციხეში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი და დღევანდელი დებატების ობიექტი, ნიკა გვარამია, გრძნობენ რა ამ მომენტის ისტორიულ მნიშვნელობასა და ისტორიულ საფრთხეს, რომლის წინაშეც მათი ქვეყანა დგას, ახლანდელი მთავრობისადმი მათი კრიტიკის მიუხედავად მოგვმართავენ ჩვენ, საქართველოს საუკეთესო მეგობრებს თხოვნით, მივანიჭოთ საქართველოს კანდიდატის სტატუსი, არ დავტოვოთ საქართველო პოსტ-საბჭოთა ჭაობში და არ დავსაჯოთ ქართველი ხალხი პოტენციური რკინის ფარდის მიღმა დატოვებით. ნახეთ, რა ხდება უკრაინაში. მეც, როგორც წარსულში კომუნისტური რეჟიმის მოწინააღმდეგე ვგრძნობ ამას და მეც მოგიწოდებთ, მიანიჭეთ კანდიდატის სტატუსი საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას,“ განაცხადა ანა ფოტიგამ.

„ქართველი ერი, მიუხედავად იმისა, თუ რას ვფიქრობთ მის ამჟამინდელ ხელისუფლებაზე, იმსახურებს თავის ადგილს ევროკავშირში. ვფიქრობ, ჩვენ მომდევნო სამიტზე უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება როგორც საქართველოსა და უკრაინის, ასევე მოლოდვის კანდიდატი ქვეყნების სტატუსის მინიჭების შესახებ. მე მჯერა, რომ ეს ქვეყნები ამას იმსახურებენ. თუ ეს არ მოხდება, იხეირებს პრეზიდენტი პუტინი,“ განაცხადა პოლონელმა ევროპარლამენტარმა რიშარდ შარნეცკიმ.

დებატების ბოლოს სიტყვით გამოვიდა ევროკომისიის წარმომადგენელი ვალდის დომბროვსკისი, რომელმაც საქართველოს ხელისუფლებას შეახსენა, რომ ევროკავშირთან დაახლოება მის მიერ ნაჩვენებ შედეგებზეა დამოკიდებული. „ეს საქართველოსა და რეგიონისათვის გადამწყვეტი მომენტია. რუსეთის ომმა უკრაინის წინააღმდეგ აშკარად ახალი რეალობა შექმნა. ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება გამოიყენებს ამ მომენტს ქართული დემოკრატიის განვითარებისთვის და ადამიანის ფუნდამენტურ უფლებათა და თავისუფლებათა დაცვისა და მხარდაჭერის მაღალ სტანდარტებს უერთგულებს. რა შედეგებს აჩვენებს ხელისუფლება ამ კუთხით, გადამწყვეტი იქნება საქართველოსთვის ნებისმიერი მომდევნო ევროპული საშვის მისაღებად,“ თქვა დომბროვსკისმა.

9 ივნისს ევროპარლამენტი კენჭს უყრის ამ რეზოლუციის ტექსტს, რომელიც კრიტიკულად ეხება 2021 წლის 5 ივლისის მოვლენებს, როცა „თბილისი პრაიდის“ მიერ დაანონსებული აქცია, „ღირსების მარში“, ჩაიშალა ჟურნალისტებზე მასობრივი ძალადობის შემდეგ და პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს 50-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა. მოძალადეების ნაწილი დააკავეს და მათ პატიმრობა აქვთ მისჯილი, ნაწილი და მათ შორის ორგანიზატორები კი, ამ დრომდე არ მიუციათ პასუხისგებაში.

რეზოლუციის პროექტის შეთანხმებულ ტექსტში ყველაზე დიდი ოპოზიციური ტელევიზიის, „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას სასჯელსა და „ტვ პირველისა“ და „ფორმულის“ მფლობელების მიმართ აღძრულ საქმეებზეა საუბარი. რეზოლუცია ეხება პარტია „ლელოს“ დამფუძნებლების მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენსაც.

ხაზგასმულია საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხი და ნათქვამია, რომ მას ჰუმანიტარული მოსაზრებებით საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება უნდა მიეცეს.

რეზოლუციის ტექსტში საუბარია ომბუდსმენის, ნინო ლომჯარიას შესახებაც და ხაზგასმულია მისი პოზიტიური ქმედებები მედიის თავისუფლების დაცვის მიმართულებით, მიუხედავად სახელისუფლებო კრიტიკისა.

რეზოლუცია ასევე მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, იმუშაონ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, ევროპის კავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად და დამსახურების და საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ყველა კრიტერიუმის შესრულების საფუძველზე.

საპარლამენტო ჯგუფები „ევროპის სახალხო პარტია (EPP), „განაახლე ევროპა“ (Renew Europe) და „ევროპის კონსერვატორები და რეფორმატორები“ (ECR), რომლებიც უერთდებიან რეზოლუციის პროექტს, ასევე წარმოადგენენ საკუთარ წინადადებებს, რომლებსაც 9 ივნისს ცალკე ეყრება კენჭი და რომელიც მოიცავს ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილისთვის მიზანმიმართული სანქციების დაწესებასაც. იქვე საუბარია მოსამართლეების წინააღმდეგ სანქციებზეც.

როგორც ამ სამი ჯგუფის მიერ წარმოდგენილ ვარიანტში ვკითხულობთ, რეზოლუცია „გამოხატავს შეშფოთებას იმ დესტრუქციული როლის გამო, რომელსაც ერთპიროვნული ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი თამაშობს ქართულ პოლიტიკასა და ეკონომიკაში, შეშფოთებას მთავრობასა და მის გადაწყვეტილებებზე გავლენის დონის გამო, მათ შორისა ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებული დევნის თაობაზე.“

მასში ასევე „ღრმა შეშფოთებაა“ გამოხატული ივანიშვილის კავშირების გამო კრემლთან, რაც „განსაზღვრავს საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის პოზიციას რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მიმართ.“

რეზოლუციის ტექსტის ის ვარიანტი, რომელსაც მხარს უჭერს სამი პოლიტიკური ჯგუფი, შეიცავს ევროპული საბჭოსა და დემოკრატიული პარტნიორების მიმართ მოწოდებას, „განიხილონ ივანიშვილის წინააღმდეგ პერსონალური სანქციების შემოღების შესაძლებლობა საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მისი როლის გამო“.

Читайте на 123ru.net

Другие проекты от 123ru.net



Архангельск

Актера Игоря Меркулова похоронят на Николо-Архангельском кладбище



VIP

Концертный директор для музыкантов. Концертный директор для певцов. Концертное агентство в Москве. Букинг агентство. Организация концертов и гастролей.




Українські новини

Монтаж димоходів та вентиляційних систем у Києві



Новости 24 часа

Директор Росгвардии генерал армии Виктор Золотов принял участие в посвященных 100-летию дивизии имени Ф.Э. Дзержинского торжественных мероприятиях



Game News

По аниме и манге «Кайдзю № 8» выпустят PC и мобильную игру — Kaiju No. 8 THE GAME



Москва

Филиал № 4 ОСФР по Москве и Московской области информирует: Отделение СФР по Москве и Московской области выплатило единовременное пособие при передаче ребенка на воспитание в семью 474 семьям региона



News Every Day

Virtual Luck: Exploring Vavada Casino



Авто

Бесплатный билет в музеи Зеленоградска от «ПАРАDOX» и BelkaCar



Москва

В подмосковном ЖК «Императорские Мытищи» открылась парковка на 505 мест



Билли Айлиш

Подняли с Пола: юбилейный раритет Маккартни и блуждания Билли Айлиш



Москва

Власти Германии предупредили о возможном теракте на Евро-2024



Людмила Самсонова

Теннисистка Самсонова вышла в финал турнира в Хертогенбосхе



Москва

Топ-5 самых ярких зарубежных архитектурных проектов на первичном рынке Москвы



Кубок

Почти 40 пар поучаствовали в турнире по конкуру на Кубок Гагарина в Щелкове



Симферополь

В Симферополе пройдёт спектакль-акция «Подаренная жизнь»



Москва

Как Россия уступила Азербайджану значительные территории Дагестана и два села



Москва

Собянин рассказал о росте турпотока из Китая



Москва

Московский аэропорт Домодедово и Всероссийское общество инвалидов заключили соглашение о сотрудничестве



103news.com — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 103news.com.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.

Другие популярные новости дня сегодня


Новости 24/7 Все города России





Топ 10 новостей последнего часа




Новости России

Россияне поделились секретами финансовой грамотности для детей

Власти Германии предупредили о возможном теракте на Евро-2024

ЭКСПЕРТ АНАТОЛИЙ ГОЛОД ПРЕДЛАГАЕТ СЕНСАЦИОННО УЛУЧШИТЬ НАЛОГОВУЮ СФЕРУ!

Нефть дешевеет под давлением роста запасов нефти в США


Москва

Филиал № 4 ОСФР по Москве и Московской области информирует: Отделение СФР по Москве и Московской области выплатило единовременное пособие при передаче ребенка на воспитание в семью 474 семьям региона






Rss.plus

Директор Росгвардии генерал армии Виктор Золотов принял участие в посвященных 100-летию дивизии имени Ф.Э. Дзержинского торжественных мероприятиях

ЭКСПЕРТ АНАТОЛИЙ ГОЛОД ПРЕДЛАГАЕТ СЕНСАЦИОННО УЛУЧШИТЬ НАЛОГОВУЮ СФЕРУ!

Филиал № 4 ОСФР по Москве и Московской области информирует: Отделение СФР по Москве и Московской области выплатило единовременное пособие при передаче ребенка на воспитание в семью 474 семьям региона

Директор Росгвардии генерал армии Виктор Золотов принял участие в посвященных 100-летию дивизии имени Ф.Э. Дзержинского торжественных мероприятиях

Moscow.media
Москва

Собянин прибыл в Китай с рабочим визитом



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Фёдор Шаляпин

«Всю жизнь я зарабатывал пением и… легким аферизмом». Прохор Шаляпин раскрыл источники дохода в шоу «Вкусно с Анфисой Чеховой» на ТВ-3    




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

В Лужниках состоялась церемония открытия Всероссийской Спартакиады Специальной Олимпиады

Военно-спортивный фестиваль Росгвардии в «Лужниках» собрал более 20 000 москвичей и гостей столицы

Резидент «Инсайт Люди» Дмитрий Зубов установил мировой рекорд по чеканке мяча


Людмила Самсонова

Людмила Самсонова не отдала голландскую траву // Она продолжила серию российских побед на теннисном турнире в Хертогенбосе



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Воспитанники клуба «Каникулы в Молодежке» побывали на сыроварне и в Доме вкусных историй



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России