ჩეხეთი ამარტივებს გრძელვადიანი ვიზებისა და ბინადრობის ნებართვის გაცემას რუსი და ბელარუსი აქტივისტებისთვის
ჩეხეთის რესპუბლიკამ აამოქმედა სახელმწიფო პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს რუსი და ბელარუსი აქტივისტებისთვის გამარტივებული წესით ბინადრობის ნებართვისა და გრძელვადიანი ვიზების გაცემას. ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ცნობაშია ნათქვამი.
პროგრამას ეწოდება "სამოქალაქო საზოგადოება", ხოლო განმცხადებლები შეიძლება იყვნენ ის რუსები და ბელორუსები, რომლებიც არიან "თავისუფლებისთვის მებრძოლი უფლებადამცველები, სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიის ან აკადემიური წრეების წარმომადგენლები", ასევე მოქალაქეები, რომლებიც იდევნებიან სახელმწიფოს მიერ ან უსაფრთხოების მიზნით იძულებულნი არიან დატოვონ ქვეყანა.
პროგრამას ახორციელებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და ჩეხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრო 2022 წლის 20 მაისიდან ერთი წლის ვადით გაგრძელების შესაძლებლობით. წლიური კვოტა 500 განმცხადებელია.