რუსთავში, ქუჩაში სპეცოპერაცია ჩატარდა
რუსთავში საჯარო მოხელე დააკავეს. სპეციალური საგამოძიებო ღონისძიება თოდრიას ქუჩაზე ჩატარდა- ინფორმაციას “ინფო რუსთავი” ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, დაკავებული 40 წლამდე კაცია. სავარაუდოდ, საჯარო მოხელე ფაქტზე დააკავეს, მისი აყვანა პირდაპირ ქუჩიდან მოხდა.
სხვა დეტალები რას უკავშირდება სპეცოპერაცია ამ დროისთვის უცნობია.