ნიკოლოზ ბასილაშვილმა რუსი ანდრეი რუბლევი დაამარცხა
მსოფლიოს რეიტინგში ოცდამეხუთე ადგილზე მყოფმა ქართველმა ჩოგბურთელმა შეჯიბრებას გამოთიშა მსოფლიოს მერვე ჩოგანი, რუსი ანდრეი რუბლევი.
შეხვედრა საათსა და ოცდაექვს წუთს გაგრძელდა და ბასილაშვილმა ორ სეტში მოიგო - 7:6, 6:4. რუბლევი ჰალეს ტურნირზე მესამე ნომრად იყო განთესილი.
მეორე წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილი გერმანელი ოსკარ ოტესა და სერბი მიომირ კეჩმანოვიჩის წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
2020 წლის 21 მაისს, ნიკოლოზ ბასილაშვილი ოჯახში ძალადობის საფუძველზე დააკავეს. მას ბრალი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ მეუღლეზე ფიზიკური ძალადობის გამო წარედგინა.
ჩოგბურთელი 2020 წლის 24 მაისს სასამართლომ წინასწარი პატიმრობიდან 100 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.