გლუვი და ჯანსაღი კანის საიდუმლო
იმისთვის, რომ ჯანსაღი და გლუვი კანი გვქონდეს, რამდენიმე მნიშვნელოვანი წესის დაცვაა საჭირო. აუცილებელია, დავიცვათ თავი მზის ულტრაიისფერი გამოსხივებისგან. მოვერიდოთ თამბაქოს, ალკოჰოლს და კოფეინს, მივიღოთ ბევრი წყალი და საჭირო ვიტამინები. თუმცა ასევე არსებობს რამდენიმე საკვები პროდუქტი, რომელიც კანს აჯამრთელებს და იცავს დაზიანებისგან.
- თევზი
- ავოკადო
- მზესუმზირის მარცვლები
- სტაფილო
- სოიო
- შავი შოკოლადი
- მწვანე ჩაი
- ფორთოხალი
- კივი
- ბროკოლი
- ჩია
- კვერცხი
- გოგრა
- ნუში
- ნიგოზი
კანის დასაცავად ასევე აუცილებელია ჰიგიენის მარტივი ნორმების დაცვაც. მაგალითად, არ შეეხოთ თქვენს სახეს იქამდე, ვიდრე არ დაიბანთ ხელებს. დღის ბოლოს აუცილებლად ჩამოიბანეთ სახე, რათა მოიშოროთ ბაქტერიები და მიკრობები.
წყარო: mountelizabeth.com